მომხმარებლის აღიარებას, რომ Linkdin-ს გაცნობის აპლიკაციად იყენებს, დისკუსია მოჰყვა
ლინკდინის მომხმარებელმა, ქენდის ლიციუსმა თქვა, რომ პლატფორმას გაცნობისა და პაემნებისთვის იყენებს. მის ამ აღიარებას დისკუსია და ვნებათაღელვა მოჰყვა.
ლინკდინის მომხმარებელმა, ქენდის ლიციუსმა თქვა, რომ პლატფორმას გაცნობისა და პაემნებისთვის იყენებს. მის ამ აღიარებას დისკუსია და ვნებათაღელვა მოჰყვა.
ქალმა, მომხმარებლის სახელით @candi.licious, TikTok-ზე ამ ქმედების მიზეზებზეც ისაუბრა.
კენდისმა შეაქო LinkedIn-ის საძიებო ზოლში არსებული ზოგიერთი ფილტრი, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, მოძებნონ ადამიანები უნივერსიტეტებისა და კარიერის მიხედვით.
«ფილტრები! ნომერ პირველი მიზეზი: მე შემიძლია გავფილტრო ადამიანები განათლების მიხედვით». — თქვა მან. «მეორე: შემიძლია გავფილტრო ინდუსტრიის მიხედვით. მე ვეძებ ექიმს, ადვოკატს, ფინანსებში დასაქმებულ ადამიანს».
კენდისმა ასევე ილაპარაკა იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ LinkedIn-ის მომხმარებლებს იპოვონ ადამიანები იმ ქვეყნის მიხედვით, რომელშიც იმყოფებიან, რაც, მისი თქმით, «ძალიან მნიშვნელოვანია». შემდეგ ქალმა ხუმრობით თქვა ერთი რამ, რაც არ მოსწონდა LinkedIn-ზე გაცნობისთვის: «პროფილები არ აკონკრეტებენ სიმაღლეს.»
«სამწუხაროდ, მე არ შემიძლია გავფილტრო სიმაღლით,» — თქვა მან. — «მაგრამ მაინც არის ძალიან კარგი ფოტოები, რომლითაც შემიძლია სიმაღლის ანალიზი გავაკეთო».
ვიდეო, რომელშიც ამ თემაზე ლაპარაკობს, კენდისმა ასე დაასათაურა: «მე ვეძებ A-კლასის მამაკაცებს და @linkedin-ს აქვს A-კლასის ფილტრები!»
ვიდეო სწრაფად გახდა პოპულარული TikTok-ზე — მან 895 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა,
ბევრი ადამიანი ამბობდა, რომ ეს ვიდეო ორმაგი სტანდარტების დამადასტურებელი იყო.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მომხმარებელი Linkdinს გაცნობის აპლიკაციად იყენებს და ამის გამო ყურადღების ცენტრში ხვდება — თებერვალში TikTok-ის მომხმარებელმა, ჰანა ჰარმელინმა მსგავსი შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა.