ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tinder-ის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, მეგობრებს თქვენი პაემნის გეგმებზე აცნობოთ

ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს ახალი ფუნქცია —  Share My Date დაემატა.

კომენტარის დატოვება
Tinder-ის ახალი ფუნქცია საშუალებას გაძლევთ, მეგობრებს თქვენი პაემნის გეგმებზე აცნობოთ

ონლაინ გაცნობის აპლიკაცია Tinder-ს ახალი ფუნქცია —  Share My Date დაემატა.

მისი დახმარებით, მომხმარებლებს  შეეძლებათ, მეგობრებს გაგზავნონ ბმული, რომელიც შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პაემნის თარიღისა და დროის, პარტნიორის სახელისა და შეხვედრის ადგილის შესახებ.

ბმულის გაგზავნა შესაძლებელია სავარაუდო პაემნამდე 30 დღით ადრე, ინფორმაციის რედაქტირება და შეცვლა შესაძლებელია ნებისმიერ დროს.

ბმული ხელმისაწვდომია ყველა მიმღებისთვის, მათ შორის მათთვისაც, ვინც არ იყენებს აპლიკაციას.

მესამე მხარის მომხმარებლები დაინახავენ პროფილის შეზღუდულ ვერსიას: ფოტოებს, პარტნიორის სახელს და ასაკს.

მიმღებებს, რომლებსაც აქვთ Tinder ანგარიში, შეძლებენ ნახონ სრული პროფილი, მაგრამ მათ ვერ დაუკავშირდებიან. 

კომპანიის განმარტებით, ახალი ფუნქციის იდეა წარმოიშვა მონაცემების ანალიზით: 30 წლამდე მარტოხელა ადამიანების 51% წინასწარ ეუბნება მეგობრებს დაგეგმილი პაემნის დეტალებს.

უახლოეს თვეებში ახალი ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, ესპანეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, ინდოეთში, გერმანიაში, ირლანდიაში, იაპონიაში, ბრაზილიაში, სინგაპურში, შვეიცარიაში, მექსიკაში, კორეაში, ვიეტნამსა და ტაილანდში. 

Tinder: ახლა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რეკომენდაციის გაწევა შეეძლებათ
Tinder: ახლა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რეკომენდაციის გაწევა შეეძლებათ
თემის მიხედვით
Tinder: ახლა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს რეკომენდაციის გაწევა შეეძლებათ
სიყვარული ტექნოლოგიებით - გაცნობის 6 აპლიკაცია
სიყვარული ტექნოლოგიებით — გაცნობის 6 აპლიკაცია
თემის მიხედვით
სიყვარული ტექნოლოგიებით — გაცნობის 6 აპლიკაცია


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.