ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Threads-ის ვებ ვერსია "მომდევნო რამდენიმე კვირაში" გამოვა

Meta-ს აღმასრულებელმა, დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა დაადასტურა, რომ Threads მალე ვებ ვერსია და ძიების ფუნქციას გამოუშვებს. 

კომენტარის დატოვება
Threads-ის ვებ ვერსია "მომდევნო რამდენიმე კვირაში" გამოვა

Meta-ს აღმასრულებელმა, დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა დაადასტურა, რომ Threads მალე ვებ ვერსია და ძიების ფუნქციას გამოუშვებს. 

Threads-ში მან დაწერა, რომ მომხმარებლები მომდევნო რამდენიმე კვირაში შეძლებენ როგორც ვებ ვერსიის, ასევე საძიებო ფუნქციის გამოყენებას. 

იმავე პოსტში ზაკერბერგმა მიუთითა აპლიკაციის სწრაფ ზრდაზე და დაამატა, რომ ის «აღფრთოვანებულია გუნდის მუშაობის ტემპით».

ამ დროისთვის, Threads-ის პოსტების ნახვა Desktop-ზე შესაძლებელია, თუმცა, როდესაც მომხმარებლები პასუხის, ხელახლა გამოქვეყნების, მოწონების და გაგზავნის ღილაკებს აწკაპუნებენ, QR კოდი ჩნდება და მობილური აპლიკაციის გადმოწერას გთხოვთ. 

ამჟამად Threads-ის ფუნქციები საკმაოდ შეზღუდულია და მომხმარებლებისთვის რთულია თემების ან პოსტების ძიება.

Meta-მ პლატფორმა Thread, რომელიც ფაქტობრივად ტვიტერის ანალოგია, ერთი თვის წინ გაუშვა. პარალელურად, ილონ მასკმა ტვიტერი X-ად შეცვალა, ხოლო ლურჯი ნიშანი ფასიანი გახადა და მისი მიღება ყველას შეუძლია, ვინც 8-11 აშშ დოლარს გადაიხდის. მასკის ქმედებებმა მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია და ზაკერბერგმაც ალტერნატივა უზრუნველყო. 

ხალხი გადმოვიდა Threads-ში, როგორც კი ის გამოვიდა და ერთ კვირაში 100 მილიონ მომხმარებელს მიაღწია. თუმცა, ახლა პლატფორმის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 50%-ით არის შემცირებული. 



ასევე წაიკითხეთ
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
როგორ დავაყენოთ ორეტაპიანი ავტორიზაცია Google-სა და Facebook-ზე Google Authenticator-ით
რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ფონზე ანგარიშების დაცვა აუცილებელი გახდა. ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი, ნინო გამისონია გიხსნით, როგორ დავაყენოთ Google-სა და Facebook-ზე ორეტაპიანი ავტორიზაცია Google Authenticator-ის მეთოდით. 
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
ზაკერგერგი: Threads-ს ყოველთვიურად 150 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.