ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tesla-მ უსადენო დამუხტვის ხალიჩა დააანონსა

Tesla-მ ახალი უსადენო დამუხტვის ხალიჩა წარადგინა. ის $300 დოლარი ეღირება. კომპანიის განცხადებით, ხალიჩა Qi-ს მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებს მუხტავს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას თქვენი iPhone-ისა და AirPods-ის დატენვა შეუძლია, თუმცა, არა   თქვენი Apple Watch-ის ან სხვა Smart Watch-ის. 

კომენტარის დატოვება

ხალიჩის დახმარებით, ერთდროულად სამი მოწყობილობის დატენვა 15-ვატიანი სიმძლავრით შეგიძლიათ, რაც Samsung-ის 45-ვატიან სწრაფ დამტენს საგრძნობლად ჩამოუვარდება. თუმცა, სხვა უკაბელო დამტენებთან შედარებით, რომლებც 5 ან 10 ვატიანია, სოლიდური მაჩვენებელია.

პრობლემა შეიძლება ხალიჩის ზომა აღმოჩნდეს, რომელზეც სამი ტელეფონის ერთდროულად განთავსება რთული იქნება.

ხალიჩის მთელი ღირსება და ღირებულება არის ის, რომ თქვენს მოწყობილობას, სადაც არ უნდა იყოს განთავსებული, აუცილებლად დამუხტავს დამტენის ტექნიკის წყალობით, რომელიც 30 Qi-ის სპირალს იყენებს და FreePower ეწოდება.

ეს იმ ტექნოლოგიის ახალი სახელია, რომელიც ადრე Nomad-ის (კონტენტისა და აქტივების მართვის ინტუიციური პლატფორმა, რომელიც აღჭურვილია Amazon Web Services AI ტექნოლოგიით) მიერ გამოშვებულ დამუხტვის ხალიჩებში გამოიყენებოდა.

თუ თქვენ Tesla-ს უსადენო დამუხტვის ხალიჩა დაგაინტერესებთ შეგიძლიათ, წინასწარ 300 დოლარად შეუკვეთოთ, მიწოდება კი 2023 წლის თებერვალში დაიწყება. 

14 ნივთი Amazon-დან რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება
თემის მიხედვით
14 ნივთი Amazon-დან, რომლითაც სამუშაო სივრცე უფრო კომფორტული გახდება

ასევე წაიკითხეთ
ილონ მასკი სამი წლის შემდეგ ჩინეთში პირველად ჩავიდა

ილონ მასკი ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე სასამართლოში, დაკითხვაზე დაიბარეს

ყველაფერი, რაც თვითმართვად მანქანებზე უნდა იცოდეთ

ილონ მასკი: Tesla შანხაიში ახალ ქარხანას ააშენებს

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.