ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტენე — როგორ მივიღოთ სარგებელი საყოფაცხოვრებო ნარჩენებით

ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე კომპანია, ტენე გამოჩნდა. ჯინვენტორის მიერ შექმნილი «მწვანე» USB სადენები მეორადი ნარჩენებისგან მზადდება და მიზნად გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა აქვს დასახული.

კომენტარის დატოვება

ტენეს შექმნის იდეა სანდრო ლილუაშვილს ჩინეთში ყოფნისას დროს გაუჩნდა.

სანდრო ლილუაშვილი
«დასაწყისში ჩინეთიდან ჩამოგვქონდა USB სადენები, რომლებიც ჩვენი სახელით იბრენდებოდა. მომდევნო ეტაპზე გადავწყვიტეთ, წარმოება საქართველოში გადმოგვეტანა, რადგანაც ქართული წარმოების განვითარება გვსურდა. ძალიან რთული აღმოჩნდა წარმოების გამართვა, რადგანაც საქართველოში არ არსებობს ამ დარგის სპეციალისტები, ყველაფრის შესწავლა მომიწია ცდისა შეცდომების გზით».

მეორადი პლასტმასა მუშავდება სპეციალურ შრედერში, რომელიც პლასტმასას აქუცმაცებს და მისი გადადნობის საშუალებას იძლევა. ეს ყველაფერი კი სპეციალურად ტენესთვის შექმნილ საწარმოში ხდება. 

როგორც სანდრო ამბობს, ტენე უნიკალური პროექტი რამდენიმე მიზეზის გამოა, პირველ რიგში კი იმიტომ, რომ ის პირველი ქართული USB სადენია. 

«გარკვეული კვლევების შემდეგ, გადავწყვიტეთ, მცირე ცვლილება შეგვეტანა წარმოების ტექნოლოგიაში და ისეთი მასალები გამოგვეყენებინა, რომლებსაც საქართველოში მოვიპოვებდით და ამავდროულად, ეკოლოგიაზეც ვიზრუნებდით. საბოლოოდ, არჩევანი პოლიეთილენზე შევაჩერეთ».

აღსანიშნავია, რომ ტენე იმ იშვიათ ქართულ კომპანიებს შორის არის, რომელმაც მის ერთ-ერთ მთავარ მიზნად ეკოლოგიაზე ზრუნვა დაისახა და ამ მიმართულებით არაერთი პროექტის განხორციელებას კიდევ გეგმავს. 

«სამწუხაროდ, საქართველოში ნაგვის ურნაში მოხვედრილი პლასტმასა დღემდე იმარხება ნაგავსაყრელებზე, მოგვიანებით კი ხდება მისი დაშლა და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა, რომლიც ერევა გრუნტის წყლებს, შემდგომ სასმელ წყალს და ხვდება ჩვენს ორგანიზმში, ეს კი მრავალ ონკოლოგიურ დაავადებას იწვევს».

ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ტენემ ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა, საყოფაცხოვრებო ნარჩენით ქულების დაგროვება იყო.

ამ პროექტის მთავარი მიზანი ის იყო, რომ მომხმარებლებს საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების გადაყრის ნაცვლად, ის ცალკე შეენახათ და ტენეს ქარხანაში ჩაებარებინათ, სანაცვლოდ კი მიიღებენ ქულებს, რომლითაც შეეძლებათ კომპანიის პროდუქცია ფასდაკლებით მიიღონ. 

წარმატებული ქართული AI სტარტაპები
წარმატებული ქართული AI სტარტაპები
თემის მიხედვით
წარმატებული ქართული AI სტარტაპები

ასევე წაიკითხეთ
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
Wempler — პლატფორმა, რომელიც ყოველდღიური საქმეების შესრულებაში შეგვეხიდება
საყიდლებზე წასვლა გჭირდებათ და ვერ ასწრებთ? მანქანაა გასარეცხი? იქნებ თეატრის ან კინოს ბილეთების ყიდვა გჭირდებათ და არ გცალიათ? სანტექნიკა გაგიფუჭდათ? —  ყოველდღიური საქმეების შესრულებაში ქართული სტარტაპი, Wempler დაგეხმარებათ. 
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის
PHARAO — ქართული სტარტაპი თქვენი ციფრული უკვდავებისთვის
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
Y Combinator აშშ-ის კონგრესს SVB-ის კოლაფსთან დაკავშირებით მოქმედებისკენ მოუწოდებს
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი
5 წარმატებული Gen Z სტარტაპერი
«ახალგაზრდული კულტურა მუდმივად ვითარდება და Gen Z ინდუსტრიებში იჭრება». — წერს ახალგაზრდული მარკეტინგის სტრატეგი და თაობათა ექსპერტი გრეგ ელ ვიტი. მართლაც, Gen Z (1995-2012) იპყრობს ინდუსტრიებს და დგამს ნაბიჯებს მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის. მათი როლი ძალიან დიდია სტარტაპ სამყაროშიც. დღესდღეობით ძალიან ბევრ წარმატებულ სტარტაპს სწორედ Gen Z-ის თაობის წარმომადგენელი მართავს. გთავაზობთ 5 წარმატებულ სტარტაპს, რომლებიც Gen Z-იმ შექმნა. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.