ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ტეილორ სვიფტი სტუდენტს, რომელიც მის ფრენებს თვალყურს ადევნებს, ჩივილით ემუქრება

სტუდენტი, რომელიც  ცნობილი ადამიანების პირად ფრენებს თვალყურს ადევნებს, ამბობს, რომ ტეილორ სვიფტის ადვოკატებმა მომღერლის ფრენის ინფორმაციის ონლაინ გაზიარებისთვის სასამართლოში უჩივლეს.

კომენტარის დატოვება

ჯეკ სვინი მდიდრების კუთვნილი თვითმფრინავების აფრენისა და დაშვების თვალყურის დევნებისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს იყენებს და მათ ერთი დღის შემდეგ აქვეყნებს.

სვიფტის იურისტები ამტკიცებენ, რომ ეს თვალთვალის ტოლფასია.

2022 წელს Twitter-მა სუინი დაბლოკა მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა სტუნდენტი «მკვლელობის კოორდინატების» გაზიარებაში დაადანაშაულა.

სვიფტის ადვოკატებმა 21 წლის სტუდენტს ცენტრალური ფლორიდის უნივერსიტეტში წერილი გაუგზავნეს, სადაც პირადი თვითმფრინავის ადგილმდებარეობის გაზიარების შეწყვეტას მოითხოვდნენ.

დეკემბერში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ ინფორმაცია სვიფტის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას საფრთხეს უქმნის.

მაგალითად მოყვანილია უამრავი სტალკერი, რომელთანაც ტეილორს თავისი კარიერის განმავლობაში ჰქონია შეხება და ნათქვამია, რომ ეს მონაცემები კრიმინალებს მათი გეგმების განსახორციელებლად საგზაო რუქას აძლევს.

BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში სვინიმ თქვა, რომ «ზიანის მიყენებას არავისთვის აპირებს».

«ვფიქრობ, ტეილორ სვიფტს რამდენიმე კარგი სიმღერა აქვს. მე გამჭვირვალობისა და საჯარო ინფორმაციის მჯერა» — თქვა მან.

მან დასძინა, რომ მუქარის წერილი მიიღო მას შემდეგ, რაც მედია საშუალებებმა ტეილორ სვიფტის თვითმფრინავის ნახშირბადის კვალის შესწავლა დაიწყეს.

ციფრული მარკეტინგული კომპანიის, Yard-ის თანახმად, 2022 წელს სვიფტი ცნობილი ადამიანების სიას ლიდერობდა, რომელთა თვითმფრინავებსაც ყველაზე მაღალი CO2 გამონაბოლქვი აქვთ.

ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მომღერლის კერძო თვითმფრინავის რეაქტიული გამონაბოლქვი საშუალო ადამიანის მთლიან წლიურ ემისიას დაახლოებით 1185-ჯერ აღემატება.

ბოლო თვეებში, სვიფტის სამოგზაურო გეგმებმა მასშტაბური საკონცერტო ტურის გამო გულშემატკივრების ყურადღება მიიპყრო.

კვირას ის ლას-ვეგასში უნდა გაფრინდეს, რათა თავისი მეგობარი ბიჭის თამაში ნახოს (NFL)

სვინის პოსტი მგზავრების შესახებ ინფორმაციას არ შეიცავს, ან სად მიდიან ისინი თვითმფრინავის დაჯდომის შემდეგ.

ის ასევე თვალყურს ადევნებდა სხვა მდიდარი ამერიკელების პირად ფრენებს — მათ შორის Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის, Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის და Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის.

საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა
საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა
თემის მიხედვით
საავტორო უფლებებზე შეუთანხმებლობის გამო TikTok-დან უამრავი სიმღერა წაიშალა

ასევე წაიკითხეთ
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
SpaceX 3 ქვეყანაში Starlink-ს გამორთავს
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.