ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Tasteit app — ქართული გაცნობის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე გაეშვა

ქართული გაცნობის აპლიკაცია Tasteit app  iOS-სა და Android-ზე გაეშვა. 

კომენტარის დატოვება
Tasteit app — ქართული გაცნობის აპლიკაცია iOS-სა და Android-ზე გაეშვა

ქართული გაცნობის აპლიკაცია Tasteit app  iOS-სა და Android-ზე გაეშვა. 

Tasteit ცვლის აქამდე გაცნობის კუთხით არსებულ პრინციპს და ადამიანებს შორის მთავარ დამაკავშირებელ ელემენტად საჭმელი შემოაქვს. ის აკავშირებს საჭმლის მეგობრებს — connecting foodmates.

  • გადმოწერე აპლიკაცია iOS-ზე 👈
  • გადმოწერე აპლიკაცია Android-ზე 👈

Tasteit tinder-ის მსგავსი პრინციპით მუშაობს. თუმცა, აქ ადამიანების ნაცვლად მომხმარებლები იწონებენ ან არ იწონებენ კერძებს ან სასმელებს, რომლებიც რეალურ რესტორნებში, კაფეებსა და ბარებშია გადაღებული. 

თუკი კონკრეტული მომხმარებელი და მასთან ერთად რომელიმე ადამიანი ერთსა და იმავე კერძს მოიწონებს, ისინი ამ კერძის გამომწერები ხდებიან. ასე ირჩევიან «შესაფერისი» ადამიანები (match). კერძებს ინფლუენსერის როლი ენიჭებათ და ადამიანებს შეუძლიათ, მომხმარებლის მიერ მოწონებული/გამოწერილი კერძები ერთმანეთის გვერდზე ნახონ.

კომუნიკაციის დაწყება მომხმარებლის პროფილზე გადასვლით და მესენჯერის გამოყენებით ხდება. ამასთან, აპლიკაციას აქვს ფუნქცია, განსაზღვროს, თუ ვინ იხდის თანხას — I pay (მე ვიხდი), You pay (შენ იხდი), We split (ვიყოფთ).

Tasteit-იზე გიორგი ურუშაძე გუნდთან ერთად რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. 

მისი და სტარტაპის შესახებ ვრცლად წაიკითხეთ მასალაში dev.ge-ის არქივიდან 👇

Tasteit — ქართული სტარტაპი რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს
Tasteit — ქართული სტარტაპი, რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს
თემის მიხედვით
Tasteit — ქართული სტარტაპი, რომელიც ადამიანებს საკვებით აკავშირებს


განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.