5-7 სექტემბერს, თბილისში ტექნოლოგიური სექტორის 2000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი, მათ შორის ინვესტორები და ვენჩორული ფონდები შეიკრიბებიან. კონფერენციას Surge Summit ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად წარმოგიდგენთ ჩეხეთის საინვესტიციო ფონდი — Presto Ventures.
5-7 სექტემბერს, თბილისში ტექნოლოგიური სექტორის 2000-ზე მეტი საერთაშორისო წარმომადგენელი, მათ შორის ინვესტორები და ვენჩორული ფონდები შეიკრიბებიან. კონფერენციას Surge Summit ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად წარმოგიდგენთ ჩეხეთის საინვესტიციო ფონდი — Presto Ventures.
ღონისძიების ორგანიზატორების განცხადებით, მასშტაბური ღონისძიება უნიკალური პლატფორმაა, სადაც სტარტაპები, ინვესტორები და ვიზიონერები იკრიბებიან, რომ საფუძველი ჩაუყარონ ახალ პარტნიორობებს, ხელი შეუწყონ ინოვაციების განვითარებას, ეკონომიკურ ზრდაas და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის დაპოზიციონირებას.
Სამიტის მთავარი პარტნიორია Presto Ventures — პრაღაში დაფუძნებული მოწინავე საინვესტიციო ფონდი, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი მრავალი სტარტაპის წარმატების ისტორიაში. Presto Ventures-ს ინვესტირება ამავდროულად გაკეთებული აქვს ისეთ წარმატებულ ქართულ სტარტაპებში, როგორიცაა Omofox, Kikliko და Citypay.io. Ამჯერად ფონდი ფიჩინგ კონკურსის გამარჯვებულ სტარტაპს 20 000 ევროთი დააჯილდოვებს.
«საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო და რეგიონალური ღონისძიებების მასპინძლობა. საქართველოს სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის დაკავშორება მსოფლიოსთან მოკლე გზაა ქართველი ახალგაზრდების და მათი იდეების მსოფლიოსთვის გასაცნობად. ჩვენი გუნდი მომავალშიც გააგრძელებს მათ მხარდაჭერას და ქვეყნის რეგიონალურ ცენტრად პოზიციონირებას, საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნას ქართული სტარტაპებისთვის და ცოდნის გაზიარების პლატფორმების განვითარებას». — აცხადებს Startup Georgia-ს დამფუძნებელი, ლაშა გორგოშიძე.
კონფერენციაზე სტარტაპები შეძლებენ, 35-ზე მეტ ინვესტორს თავიანთი პროექტები წარუდგინონ. ღონისძიების მონაწილეები ასევე ისარგებლებენ სპეციალური აპლიკაციით, რომლითაც ინვესტორებთან პირისპირ კომუნიკაციის საშუალება მიეცემათ.
Surge Summit-ზე აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან.
საქართველოდან სიტყვით გამოვლენ:
ანა რობაქიძე — Theneo;
გეგა წურწუმია — payze;
ბესიკ პაპიაშვილი — Bolt Georgia;
დავით კიკვაძე — საქართველოს ფინტექ ასოციაცია;
ნინო ლორთქიფანიძე — The Crossroads;
დავით ჩეჩელააშვილი — Isari Ventures;
ბექა დალაქიშვილი — Kernel;
ლაშა ანთაძე — Rarify Labs;
ავლე მგელაძე — re:invent;
ლუკა კავთელიშვილი — SEU;
გიორგი გვაზავა — საქართველოს ბანკი;
მიხეილ დიდებულიძე — Arena Games;
მახო კიტუაშვილი — OMOFOX;
გაიმართება პანელური დისკუსიები და ვორქშოფები.
ასევე, იქნება Pitch კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც €20 000-ს მიიღებს.
«SURGE სამიტი გარდამტეხ როლს თამაშობს ეკოსისტემის მხარდამჭერი ორგანიზაციის გაერთიანებასა და საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის პოზიციონირებაში. Სამიტზე დაგეგმილი pitching კონკურსი დამატებითი სტიმულია სტარტაპებისათვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ მოიპოვონ არა მხოლოდ 20,000 ევრო, არამედ მოიზიდონ პოტენციური ინვესტორები, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ მათ ინოვაციურ პროექტებს». — აცხადებს Startup Georgia.
How? — 8 ოქტომბერს ProdAct Community-ის კონფერენცია გაიმართება
8 ოქტომბერს ProdAct Community-ის მორიგი კონფერენცია გაიმართება. დაისმება კითხვა — How? როგორ? რა თქმა უნდა, კონფერენციის მონაწილეები პასუხების გაცემასაც შეეცდებიან.