Tailor.ge ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც სამკერვალო ბიზნესის პოპულარობის გაზრდასა და მის გაციფრულებას ისახავს მიზნად. Სტარტაპის დამფუძნებლები კონსტრუქტორ-დიზაინერი მანია ვაშაკიძე, Fullstack დეველოპერი მარია წულუკიძე და ციფრული პროცესების ცენტრის დამფუძნებელი ია თავდიშვილი არიან.
Tailor.ge-მ GITA-ს 25 000-ლარიანი გრანტიც მოიპოვა.
Tailor.ge-ის თანადამფუძნებლებს შექმნილი აქვთ საიტის დემო ვერსია. ის სრულყოფილად 2 თვეში ამოქმედდება. მანამდე კი Tailor.ge-ს ბევრ კომპანიასთან და პოტენციურ მომხმარებელთან კავშირი უკვე აქვს.
სტარტაპის არსზე, მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე სტარტაპის ტექნიკური დირექტორი და ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, მარია წულუკიძე დეტალურად გვესაუბრა.
Მარია გვიხსნის, რომ Tailor.ge-ის დახმარებით ნებისმიერ ადამიანს, იქნება ეს კონსტრუქტორ-დიზაინერი თუ უბრალოდ მომხმარებელი, შეეძლება, თავისი სურვილების მიხედვით, თარგი დააგენერიროს. Პროცესს, რომელსაც ტრადიციული მეთოდებით რამდენიმე საათი სჭირდება, Tailor.ge წუთებში გააკეთებს, რაც მომხმარებლის დროსა და ენერგიას დაზოგავს.
Მარიას თქმით, პლატფორმა ხელოვნური ინტელქტის დახმარებით მუშაობს. პირველ ეტაპზე მომხმარებლებს მისი გამოყენება მხოლოდ თარგის დაგენერირებისთვის შეეძლებათ. თუმცა, სამომავლოდ Tailor.ge-ზე კონკრეტული ესკიზების ატვირთვა გახდება შესაძლებელი, რომლის მიხედვითაც ტექნოლოგია თარგს დააგენერირებს.
Სტარტაპის შექმნის იდეა კონსტრუქტორ-დიზაინერს, მანია ვაშაკიძეს გაუჩნდა, რომელსაც სამკერვალო ბიზნესში 30-წლიანი გამოცდილება გააჩნია. Მან ბაზარზე კონსტრუქტორების არ არსებობის პრობლემა დაინახა, რისი მოგვარებაც Tailor.ge-ის დაფუძნებით გადაწყვიტა.
Მარიას თქმით, ამ ეტაპზე Tailor.ge-ის პირდაპირი კონკურენტი არ გააჩნია, რადგან მსგავსი პლატფორმა არც ქვეყნის შიგნით და არც მის გარეთ არ არსებობს.
ამ ეტაპზე Tailor.ge კომერციულ შეკვეთებზეა ორიენტირებული — უკავშირდებიან კომპანიებს, რომლებიც კონსტრუქტორ-დიზაინერებს საჭიროებენ.