ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

სომხეთში ჯაშუშურ პროგრამა "პეგასუსს" ათობით სამიზნე ჰყავდა, მათ შორის, RFE/RL-ის ჟურნალისტები

ჯაშუშურ პროგრამა «პეგასუსს» სომხეთში ათობით სამიზნე ჰყავდა. გამოძიება ინტერნეტ ვოჩდოგებმა, მკვლევრებმა და ადამიანის უფლებების დაცვის ჯგუფებმა ჩაატარეს. 

კომენტარის დატოვება

გაირკვა, რომ «პეგასუსით» უთვალთვალებდნენ ყველას, მათ შორის, რადიო თავისუფლების 2 ჟურნალისტს, რომლებიც ერევანში მუშაობენ. პეგასუსის ჯაშუშური პროგრამის სამიზნე იყო ათასობით აზერბაიჯანული სატელეფონო ნომერიც. 

პეგასუსი ისრეალური ჯაშუშური პროგრამაა. მას შეუძლია, შეუფერხებლად შეაღწიოს ციფრულ მოწყობილობებში და ჰქონდეს წვდომა იქ არსებულ ინფორმაციაზე. ასევე, შეუძლია ამ მოწყობილობის ადგილსამყოფელის დადგენა. 

ერთობლივი გამოძიება Amnesty International-ის უსაფრთხოების განყოფილებამ, Access Now-თან, კანადურ ინტერნეტ ვოჩდოგ ორგანიზაცია Citizen Lab-თან, CyberHUB-სომხეთთან და მობილური უსაფრთხოების დამოუკიდებელ მკვლევართან, რუბენ მურადიანთან ერთად ჩაატარა.

გამოძიების შესახებ ანგარიშში, რომელიც 25 მაისს გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ მტკიცებულებების თანახმად, 2020 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის დეკემბრამდე პერიოდში ციფრული ჯაშუშობის მიზეზი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. 

ანგარიშით უკანონო ქმედებებში ბრალი აზერბაიჯანს უშუალოდ არ ედება, თუმცა, გამოძიების ავტორებმა აღნიშნეს, რომ პროგრამა Pegasus ქვეყანამ ფართოდ გამოიყენა, რათა მიყურადების სამიზნედ «ჟურნალისტების ფართო სპექტრი» ამოეღო.

კიბერუსაფრთხოების 7 წესი რომლებსაც 2023 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ
კიბერუსაფრთხოების 7 წესი, რომლებსაც 2023 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ
თემის მიხედვით
კიბერუსაფრთხოების 7 წესი, რომლებსაც 2023 წელს ყურადღება უნდა მივაქციოთ
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება - სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან
თემის მიხედვით
როგორ დავიცვათ ციფრული უსაფრთხოება — სრული გზამკვლევი ნინო გამისონიასგან

ასევე წაიკითხეთ
უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
უკრაინას სურს, ციფრული თავდასხმები ომის დანაშაულად კვალიფიცირდეს
რუსეთის შეჭრამ უკრაინა ციფრული ომის ეპიცენტრადაც აქცია. თუმცა, ანალიტიკოსების გასაკვირად, გასული წლის განმავლობაში, კიბერშეტევებს განვითარებულ მოვლენებზე დიდი გავლენა არ ჰქონიათ.
ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
ევროკომისია თანამშრომლებს TikTok-ის გამოყენებას უკრძალავს
აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით თბილისში TechCamp ჩატარდა
აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით თბილისში TechCamp ჩატარდა
აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით თბილისში TechCamp ჩატარდა
16-18 თებერვალს კავკასიის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით,  TechCamp გაიმართა. 2023 წლის TechCamp-ის თემა იყო დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა კავკასიის რეგიონში.  სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველდღე ექვსი ლექციიდან ერთ-ერთს დასწრებოდნენ. ლექციებს ატარებდნენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი მენტორები. მონაწილეები ძირითადად მასწავლებლები და ჟურნალისტები იყვნენ საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. TechCamp-ის ვორკშოპების სერიაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ის საელჩოს, კავკასიის უნივერსიტეტისა და TechCamp-ის წარმომადგენლებმა. TechCamp-ის მიზანია, მონაწილეებმა შეისწავლონ და გამოიყენონ ინოვაციური ტექნიკური მიდგომები გლობალურ საკითხებზე მუშაობისას.
Google-მა ჟურნალისტებისა და აქტივისტების კიბერუსაფრთხოების დაცვის პროგრამა წარადგინა
Google-მა ჟურნალისტებისა და აქტივისტების კიბერუსაფრთხოების დაცვის პროგრამა წარადგინა
Google-მა ჟურნალისტებისა და აქტივისტების კიბერუსაფრთხოების დაცვის პროგრამა წარადგინა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.