ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძეახალი ამბები
1 თებერვალი 2023, 15:17
2023-02-01
შსს რუსულ და ბელარუსულ პროგრამებს და საექსპერტო ტექნოლოგიას იყენებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსულ და ბელარუსულ ხელოვნური ინტელექტის პროგრამებს და საექსპერტო ტექნოლოგიას იყენებს. რადიო თავისუფლებამ ღია წყაროებზე დაყრდნობით მოიპოვა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული და ბელარუსული კომპანიების მიერ შექმნილი სახის, თითის ანაბეჭდებისა და იარაღის ამომცნობი პროგრამების გამოყენების შესახებ. შსს-ს ამ პროგრამების შენახვა, აღჭურვა და განახლება ყოველწლიურად ასიათასობით ლარი უჯდება.
ხელოვნური ინტელექტის რუსული და ბელარუსული პროგრამების საგამოძიებო-ანალიტიკურ სამსახურში გამოყენების შესახებ ინფორმაცია შსს-მ 2022 წლის აპრილში თავად გასცა.
შსს-მ დაადასტურა, რომ საექსპერტო-კრიმინალური დეპარტამენტი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სამ პროგრამას იყენებს სახის, ანაბეჭდებისა და იარაღის ამოსაცნობად. მათ შორის ორი რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ Papilon System-ის საკუთრებაშია, ხოლო ერთი ბელარუსული კომპანიის.
რადიო თავისუფლებამ მოიკვლია, რომ კომპანია Papillon Systems 1991 წელს ჩელიაბინსკის ოლქში დაფუძნდა. კომპანიის სათავო ოფისი მოსკოვშია და პროდუქციას 43 ქვეყანაში ყიდის. მის პროდუქტებს და მომსახურებას რუსული ძალოვანი უწყებები მოიხმარენ და სწორედ მათი პროგრამების დახმარებით აქვთ თითის ანაბეჭდების ყველაზე დიდი ბაზა. Papillon Systems-ს საკუთარი ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია და ტრენინგცენტრი აქვს. თავადვე აწარმოებს იმ მოწყობილობებს, რომლებიც მისი პროგრამების ფუნქციონირებისთვისაა საჭირო.
გამოცემა წერს, რომ სახის ამომცნობ სისტემად შსს Papillon Systems-ის ლიცენზიის მქონე Polyface-ს იყენებს, რომელიც სახელმწიფომ შუამავალი ქართული კომპანია «მაი მობაილ+“-ისგან 2013 წელს 125 000 ლარად შეიძინა გამარტივებული შესყიდვით. ამავე კომპანიის მიერ პროგრამა 2017.2018.2020 და 2022 წლებში განახლდა, რის შედეგადაც პროგრამას დაემატა 3D ფოტორობოტის შექმნის, ვიდეო ანალიზის, მანქანური და სიღრმისეული სწავლების ფუნქციები. გაიზარდა სისტემის ყოველდღიური ინფორმაციის დამუშავების მოცულობის სისტემაც. Polyface-ის განახლება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შეძენა. ამ პროგრამის სამჯერ განახლება სახელმწიფო ბიუჯეტს 700 000 ლარამდე უჯდება.
იარაღისა და ტყვიების ამოსაცნობად შსს Papillon Systems-ის კიდევ ერთ პროგრამა арсенал-ს იყენებს. ის უწყებამ 2018 წელს შეიძინა 600 000 ლარად აუქციონის გარეშე ჩატარებული ტენდერით. შუამავალი კომპანია «სოლემარტი» იყო. 2023 წლის იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალი 727 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა арсенал-ისთვის დამატებითი სკანერების შესაძენად. ამ ტენდერში ერთადერთი მონაწილე კომპანია «სოლემარტია». სკანერები арсенал-ისთვის შსს-მ 2022 წელსაც შეიძინა 847 ათას ლარად.
თითის ანაბეჭდით ადამიანის იდენტიფიცირებისთვის შსს 2006 წლიდან პროგრამა Dacto-2000-ს იყენებს. ეს პროგრამა 1993 წელს ბელარუსში შეიქმნა. საქართველომ პროგრამა 2013 და 2015 წლებში განაახლა. პროგრამის განახლება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 250 000 ლარამდე დაიხარჯა. ამ შემთხვევაში შუამავალი კომპანია «პროფიმპექსი» იყო.
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე პროგრამების განახლება მის შეძენაზე ძვირი ჯდება. ამასთან, პროგრამები მუდმივ განახლებას საჭიროებს, რაც მწარმოებელ ქვეყანასა და კომპანიაზე მყიდველის მხრიდან ხანგრძლივ დამოკიდებულებას აჩენს. ასევე შუამავალ კომპანიას ავალდებულებს, რომ რუსული პროგრამების «განახლება მოხდეს მწარმოებელი კომპანიის ავტორიზებული სპეციალისტის მიერ».
როგორ შეიძლება, ხელოვნურმა ინტელექტმა შეცვალოს LGBTQIA+ ადვოკატირება
ახალი AI Comes Out of the Closet — «AI კარადიდან გამოდის» სისტემა მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელექტისა და LGBTQIA+ მხარდაჭერის შერწყმას.
ავტორი: დევიდ სვინი, MIT