ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შეცდომები, რომლებსაც დამფუძნებლები SaaS კომპანიის შექმნისას უშვებენ

ღრუბელზე დაფუძნებული სერვისის, EchoSign-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეისონ ლემკინმა SaaStr-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომლებსაც დამფუძნებლები SaaS კომპანიის (კომპანია, რომელიც აპლიკაციას მასპინძლობს და მას ინტერნეტის საშუალებით მას მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის) შექმნისას უშვებენ.

კომენტარის დატოვება

გთავაზობთ სტატიის თარგმანს.

  • არ ასრულებენ ვალდებულებას 24 თვის განმავლობაში, რათა რეალური შემოსავლები და მინიმალური გაყიდვადი პროდუქტი მიიღონ. ამის შესახებ ადრეც დავწერე, მაგრამ ამას ისევ და ისევ ვხედავ. რაღაც რეალურის აშენებას 7–10 წელი სჭირდება, ხოლო პირველი ეტაპი 18–24 თვე გრძელდება, რაც რეალური შემოსავლის მიღებისთვისა და რაღაც ძირეულის შექმნისთვის საჭირო დროა. 8-12 თვე თითქმის არასდროს არის საკმარისი.
  • ირჩევებენ თანადამფუძნებლებს, რომლებიც არ არიან ერთგულნი. ეს გარკვეულწილად წინა პუნქტთან არის დაკავშირებული. თუ თქვენ მზად ხართ, 7-10 წლის განმავლობაში, რაღაც დიდი შექმნათ და მიიღოთ, მაგრამ თქვენი თანადამფუძნებელი სხვანაირად ფიქრობს და მოქმედებს, დიდი პრობლემაა. ის კომპანიას სავარაუდოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დატოვებს.
  • დამფუძნებელთა უმრავლესობა პოტენციურ მომხმარებელთა გამოკითხვასა და გამოკვლევას არ აკეთებს. ძალიან ბევრი დამფუძნებელი საუბრობს იმაზე, რაც, მათი აზრით, კლიენტებს სურთ. ეს შეცდომაა —  ჯერ 20-30 ადამიანს უნდა გაესაუბრო და მოუსმინო. ამან ადრეულ დღეებში შეიძლება პროდუქტის განვითარების 6-9 თვე დაგაზოგინოთ. მომხმარებლები შეიძლება აქტიურად არ გამოგეხმაურონ, თუ თქვენი პროდუქტი ჯერ არ არსებობს, მაგრამ ბაზრისა და პოტენციურ მომხმარებელთა მოთხოვნილებების გამოკვლევაში დაგეხმარებიან.
  • მეწარმეებს freemium-ის გაკეთება სურთ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს უფრო ადვილია. B2B ადამიანებს B2C-ს გაკეთება უნდათ. SMB-ის ხალხს სურს გაყიდვა, რადგან SMB-ში ძალიან ბევრი შეფერხებაა. ეს კარგია, მაგრამ საკმაოდ სარისკო. 100-დან 85-ჯერ გააკეთე ის, რაც იცი. თუ შეგიძლიათ, 1 მილიონი აშშ დოლარის გარიგებები დახუროთ — უბრალოდ გააკეთეთ ეს. თუ შეგიძლიათ, პროდუქტისთვის 1 მილიონი მომხმარებელი შეკრიბოთ — გააკეთეთ ეს.
  • ფულზე ფიქრი არის ის, რაც განსხვავებას ქმნის? არა, ამას დიდი და ძლიერი გუნდი აკეთებს,  რომელიც ყველაფერთან ერთად ერთგულია. ისინი გამოსავალსა და გზას ყოველთვის იპოვიან. ფული კრიტიკული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ის ჯადოსნური არ არის, უბრალოდ პროცესის ამაჩქარებელია.
  • დამფუძნებლების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ვალდებული არ არის, პროგრამული უზრუნველყოფა შექმნას. რეალურად, მსგავსი იდეით სხვა, 10-100 სტარტაპს შეხვდებით. საბოლოო ჯამში, იმარჯვებს ის, ვისაც უკეთესი პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისი აქვს. 
  • არ აქვთ ჭეშმარიტი, სიცოცხლისუნარიანი გეგმა, როგორ გავიდნენ ბაზარზე. როგორ გააცნობთ ვინმეს თქვენს აპლიკაციას? თქვენ მინიმუმ რეალური გეგმა უნდა გქონდეთ, რომელიც შეესაბამება თქვენი და აპლიკაციის სიძლიერის შესაბამისია. კარგი ხარ მნიშვნელოვან შეხვედრებზე? ღონისძიებებზე? SEO-ზე? კონტენტ მარკეტინგის დროს? პიარში? ინტეგრაციაზე? პარტნიორებთან? გახსოვდეთ, აპლიკაცია არ ყიდის საკუთარ თავს.
რა უნდა იცოდე თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
თემის მიხედვით
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს

ასევე წაიკითხეთ
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპ-პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპ-პროდუქტებისთის
SaaSargeblo.ge — ახალი პლატფორმა SaaS სტარტაპ-პროდუქტებისთის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება
Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. 
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
კონფუცის 8 ციტატა, რომელიც სტარტაპის დამფუძნებლებისთვის სასარგებლოა
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.