ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შეიქმნა კომპანია, რომელიც Instagram და TikTok კრეატორებს ზრდაში დაეხმარება

ციფრულ მარკეტინგში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ, დოდი ხარხელმა გადაწყვიტა დააფუძნოს კომპანია, რომელიც კონტენტ კრეატორებსა და კომპანიებს ერთმანეთთან დააკავშირებს. როგორც თავად ამბობს, კრეატორ ჰაბი არის ერთგვარი ხიდი, რომლის საშუალებით ციფრული ამბის მთხრობელები შეძლებენ მიიღონ საჭირო განათლება, დახვეწონ უნარები, კომპანიებს კი ექნებათ საშუალება, დაიქირაონ ჰაბის მიერ გადამზადებული ადამიანი. 

კომენტარის დატოვება

დოდი ხარხელი dev.ge-სთან იმ გარემოებებზე საუბრობს, რამაც ახალი კომპანიის შექმნა გადააწყვეტინა. მისი თქმით, ტიკტოკმა რადიკალურად შეცვალა ციფრული შეხედულებები და სოციალურ ქსელებზეც უდიდესი გავლენა მოახდინა. 

დოდი ხარხელი
«ამ წუთას საქართველოში არიან კომპანიები, რომლებსაც სურთ, თუნდაც ტიკტოკზე ჰქონდეთ საკუთარი კონტენტი, თუმცა მათი ციფრული გუნდები საერთოდ სხვა მოდელზე არიან აწყობილები. თავის მხრივ, არიან საოცარი კონტენტ კრეატორები, რომლებმაც არ იციან, როგორ შესთავაზონ თავი კომპანიებს. კრეატორ ჰაბი კი მათი დაკავშირებისთვის შეიქმნა».

კრეატორ ჰაბში გაწევრიანება შეუძლია ყველა ადამიანს, რომელიც არის სრულწლოვანი. დოდი ამბობს, რომ ამ მომენტისთვის ჰაბი აერთიანებს ათობით კონტენტ კრეატორს, ჯამურად ნახევარ მილიონზე მეტი გამომწერით. კომპანია მათ მისცემს საშუალებას, დახვეწონ საკუთარი უნარები, საჭირო გადამზადების შედეგად კი, შექმნან უკეთესი კონტენტი და გაზარდონ თავიანთი აუდიტორია, შესაბამისად, შემოსავალი. 

«ძირითადად, ორი ტიპის ადამიანები არიან ჩვენთან გაწევრიანებულნი: შედარებით გამოცდილები, რომელთაც სურთ საკუთარი აუდიტორიის კიდევ უფრო გაზრდა და ნაკლებად გამოცდილები, რომლებიც აქ სწავლობენ უამრავ რამეს. მაგალითად, როგორ გააკეთონ მარტივი მონტაჟი, ისწავლონ ტრენდის ამოცნობა და მისი სწორად მორგება, როგორ ესაუბრონ დამკვეთ კომპანიებს. ბევრი დეტალია, რომლის სწავლაც აუცილებელია».- ამბობს დოდი ხარხელი. 

კრეატორისთვის ჰაბში გაწევრიანება უფასოა, კომპანიებისთვის კი მომსახურება ფასიანია. დოდი ხარხელი აღნიშნავს, რომ არ არის დადგენილი ერთი კონკრეტული ფასი და ეს დამოკიდებულია იმ მომსახურებასა და ძალისხმევაზე, რომელიც კრეატორ ჰაბის წევრებს დასჭირდებათ ამა თუ იმ კომპანიასთან მუშაობის დროს.

კომპანიის დამფუძნებელს პოზიტიური მოლოდინები აქვს. მისი თქმით, საწყისმა ეტაპმაც აჩვენა, რომ ადამიანები დაინტერესებულნი არიან ამ მომსახურებით.

«თავდაპირველი ხარჯი თითქმის არანაირი არ იყო. ვფიქრობ, ხარჯად და ინვესტიციად შეიძლება ჩაითვალოს ის ბევრი წელი, რომელიც ამ სფეროში მაქვს ნამუშევარი. მთავარი რესურსი არის დრო და გამოცდილება, რომელიც, რეალურად, უნდა ჩაიდოს ამ საქმეში. რაც შეეხება ბიზნეს მოლოდინებს, ამ მომენტისთვის უკვე არის ოთხი კომპანია, რომელთანაც მიმდინარეობს სერვისებზე მოლაპარაკება». — გვეუბნება დოდი ხაარხელი. 

რაც შეეხება სხვა სოციალურ ქსელებს, მათ შორის Facebook-ს, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი აუდიტორია ჰყავს, დოდი ხარხელი ამბობს, რომ ის უკვე «მოძველდა» და ახლა ტიკტოკის ეპოქაა.

ასევე წაიკითხეთ
ქვიზი — გამოიცანით სოციალური ქსელები სახალისო აღწერით
ქვიზი — გამოიცანით სოციალური ქსელები სახალისო აღწერით
ქვიზი — გამოიცანით სოციალური ქსელები სახალისო აღწერით
თანამედროვე ადამიანი სოციალურ ქსელებში თავისი ცხოვრების გამორჩეულად დიდ დროს სოციალურ ქსელებში ატარებს. საინტერესოა, შეძლებთ თუ არა გამოიცნოთ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი სახალისო შეკითხვებით.
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls — 13-18 წლის ასაკის 580 გოგო პროგრამირებასა და მეწარმეობაში მომზადდება
Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება და გულისხმობს 13-დან 18 წლამდე ასაკის გოგოების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში, მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიური გზის საპოვნელად.  მონაწილეები ისწავლიან ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას და გუნდურად შექმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს თემის პრობლემების გადასაწყვეტად. 
1 კომენტარი
Netshop - როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი
Netshop - როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი
Netshop - როგორი იქნება პირველი ქართული მულტიფუნქციური სოციალური ქსელი
დღეს მოგიყვებით პირველ ქართულ მულტიფუნქციურ სოციალურ ქსელზე, Netshop-ზე, რომელსაც აქვს პოტენციალი, თქვენი გაზიარებული კონტენტი ფულად აქციოს და სხვადასხვა ბიზნესსა თუ ინფლუენსერს დაეხმაროს. 
ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
ტაივანი საეჭვო კომერციული ოპერაციების მიზეზით Tik-Tok-ის წინააღმდეგ გამოძიებას იწყებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.