ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

შეამოწმეთ ცოდნის დონე, გაიუმჯობესეთ უნარები —ყველაფერი ISTQB ტესტის შესახებ

ბლოგის ავტორი: ევგენი სემენიუკი, 10 წელია, მუშაობს IT სფეროში, ბოლო 6 წელია — EPAM-ში. Software Testing Manager, ProQuality-ის საზოგადოების აქტიური კონტრიბუტორი, მენტორი, ტრენერი. დაინტერესებულია ქვიზების შექმნით, ატარებს ტესტირების უფასო კურსს. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა devby.io-ზე. 

კომენტარის დატოვება
შეამოწმეთ ცოდნის დონე, გაიუმჯობესეთ უნარები —ყველაფერი ISTQB ტესტის შესახებ

ბლოგის ავტორი: ევგენი სემენიუკი, 10 წელია, მუშაობს IT სფეროში, ბოლო 6 წელია — EPAM-ში. Software Testing Manager, ProQuality-ის საზოგადოების აქტიური კონტრიბუტორი, მენტორი, ტრენერი. დაინტერესებულია ქვიზების შექმნით, ატარებს ტესტირების უფასო კურსს. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა devby.io-ზე. 

კარიერის დასაწყისში,  როდესაც ცრურწმენებს ავყევი, რომ ტესტირება მოსაწყენი მიმართულებაა ერთფეროვანი ამოცანებით, განვიხილავდი მას, როგორც დეველოპერის პროფესიისკენ მიმავალ საფეხურს. ახლა, 10 წლის შემდეგ მე კვლავ განვაგრძობ განვითარებას ამ სფეროში და სიამოვნებით ვეხმარები ნაკლებად გამოცდილ კოლეგებს ტესტირებაში.

არა, ჩემი სამუშაო აღარ მგონია ნაკლებად შემოქმედებითი და საინტერესო, ვიდრე დეველოპერობა. დიახ, კიდევ უნდა განვვითარდე. რაშია საიდუმლო? — დაკავებული ვარ იმით, რაც ჩემთვის საინტერესოა.

ამ მასალაში მოგიყვებით ISTQB სერტიფიკაციის შესახებ — ერთ-ერთი საშუალება შეამოწმოთ საკუთარი დონე ტესტირებაში და გაიუმჯობესოთ უნარები. მხოლოდ ფაქტები პროგრამირებასა და გამოცდაზე, ჩემი გამოცდილება და პირადი შეხედულება, ლაიფჰაკები, რომლებიც დამეხმარა და შეიძლება თქვენც გამოგადგეთ.

9 წლის განმავლობაში საშუალება მქონდა 20-ზე მეტ პროექტში მიმეღო მონაწილეობა. სადღაც საკვანძო პოზიციები მეკავა, სადღაც ერთადერთი ტესტერი ვიყავი და არაერთი შეცდომა დამიშვია. მქონია შესაძლებლობა პროფესიონალებისგან გამოცდილება მიმეღო. დღეს მესმის, როგორ უნდა იყოს პროცესები მოწყობილი, რა არის საჭირო მაქსიმალური ეფექტიანობისთვის, როგორ უნდა გავაუმჯობესო საკუთარი სამუშაო, როგორ დავეხმარო გუნდს. ხედვა მოვიდა გამოცდილებით და ცოდნით. ზედაპირზე რომ იყო, მუდმივად უნდა სწავლობდე. სამყარო სწრაფად იცვლება, ჩამორჩენა არ ივარგებს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც IT-სთან არის დაკავშირებული.

დონის შესამოწმებლად და უნარების გასაუმჯობესებლად და, შესაძლოა, ტესტირებაში წარმატებული კარიერის შანსების გაზრდისთვის ერთ-ერთ საშუალებად შეიძლება ISTQB სერტიფიცირება იქცეს.


International Software Testing Qualifications Board (ISTQB) — კვალიფიკაციის საერთაშორისო სისტემა. მისი ძირითადი ამოცანებია — ტესტირების ყველა მიმართულების განვითარება და სტანდარტში მოყვანა, ასევე სპეციალისტების სერტიფიცირება.


ბევრს დასაწყისშივე მოუნდება დისკუსიაში შესვლა, რადგან დიპლომებისა და სერტიფიკატების მიღების თემა საკმაოდ საკამათოა.

თქვენი კომენტარების მოლოდინში, მინდა აღვნიშნო: ვეთანხმები, რომ მუშაობა იმ დოკუმენტის ქონის გარეშეც შეიძლება, რომელიც დაადასტურებს განათლებას, გამოცდილებასა და ცოდნას. ზოგიერთი დამოუკიდებლად სწავლას ამჯობინებს, სხვები — უნივერსიტეტს ან ფასიან კურსს, ვიღაც კი თვითმომზადების გზით მიდის, მაგალითად, Automated Testing-ით, ან მენტორს პოულობს. რა მეთოდით ვიღებთ ცოდნას — ეს მნიშვნელოვანი არაა, მთავარია, რომ მისი დონე გაიზარდოს.

რატომ ვიღებ ISTQB-ის სერტიფიკატებს

რატომ გავდივარ ISTQB-ის გამოცდებს, თუ ზურგს კარგი გამოცდილება მიმაგრებს. მოდით, ერთად გავარჩიოთ.

  1. ინტერნეტში უამრავი ინფორმაციაა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაზე, კურსებსა და თვითსწავლაზე. მე თვითონაც ვასწავლი დამწყებებს და ხშირად ვესაუბრები მათ, ვინც ახლა იწყებს პროფესიის ათვისებას. მათთვის ადვილი არ არის მრავალ მასალას შორის აირჩიონ ის, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. აი, ISTQB-ისთვის მომზადება მოსახერხებელია, საბაზისო დონეზეც და Advanced-სა და Expert-ის ლეველებზე — მასალები უკვე შერჩეული და თემების მიხედვით დალაგებულია.
  2. ჩემთვის ყველაზე დიდი «ტკივილი» — როდესაც ერთი გუნდის ტესტერები ერთნაირად ვერ იგებენ პროცესებს. ეს ხდება მაშინ, როცა კოლეგები სხვადასხვა წყაროს მასალებზე სწავლობდნენ და «ერთსა და იმავე ენაზე არ საუბრობენ». კარგი ამბავი ისაა, რომ ამის «განკურნება» შეიძლება, რადგანაც ISTQB ქმნის მასალებს საერთაშორისო სტანდარტების ISO, IEEE-ს შესაბამისად, რაც საშუალებას იძლევა შეიქმნას ერთიანი «ლექსიკური მარაგი», რომელიც გასაგებია დარგის ყველა წარმომადგენლისთვის.
  3. კიდევ ერთი ფაქტი სერტიფიცირების სასარგებლოდ: მოსაზრება უფრო ავტორიტეტულად ჩანს, თუ მას გაამყარებ ინფორმაციით საერთაშორისო სტანდარტებიდან, ხოლო გამოცდის წარმატებით ჩაბარება გასაუბრებებზე თავდაჯერებულობის გრძნობას შეგძენთ.

ISTQB-ის სისტემა ერთადერთი არაა, მაგრამ ყველაზე აღიარებულია

ტესტერების პროფესიონალური დონის დასადასტურებლად მრავალი გზა არსებობს: QAI, BCS, CMS, CETRA, ISCB, პროგრამები Microsoft-ისგან, Cisco-ისგან, IBM-ისგან, Oracle-ისგან, ასევე საგანმანათლებლო პორტალ Udemy-სგან, Coursera-სგან, Edx-სგან. მაგრამ ISTQB-ის სერთიფიკატები ტესტერების საზოგადოებაში ყველაზე პოპულარულია. ისინი აღიარებულია მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში და საკმაოდ მაღალი შეფასება აქვს როგორც დამკვეთების, ისე დამსაქმებლების მხრიდან (განსაკუთრებით უცხოელების).

ISTQB რიცხვებში:

  • ჩატარებული გამოცდა: 1,1 მლნ;
  • გაცემული სერტიფიკატი: 806 ათასი;
  • ISTQB-ის 66 კოლეგია 130 ქვეყანას ფარავს.

ISTQB-ის პროგრამები

ISTQB სამი ძირითადი მიმართულება აქვს:

  • Core — ფარავს ტესტირებასა და მენეჯმენტს, არის ძირითადი;
  • Agile — დეველოპერობის მოქნილ მოდელებში სამუშაოდ;
  • Specialist — ტესტირების ვიწრო მიმართულებები.

ისინი სირთულის დონეებად იყოფა — Foundation, Advanced და Expert, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს მოდულებს სასწავლო პროგრამებით და რეკომენდებული ლიტერატურით.

საბაზისო:

პირველი ISTQB გამოცდა ყველასთვის არის Certified Tester (Foundation Level, Core). მისთვის გვერდის ავლა არ გამოვა, ამ მოდულის დამამთავრებელი სერტიფიკატი აუცილებელია, რათა Core-ში Advanced Level-ის გამოცდა გაიარო, ასევე Agile და Specialist მიმართულებებში Foundation Level პროგრამებზე დასარეგისტრირდე.


მოკლედ, Certified Tester ამყარებს ტესტირების პროცესების შესახებ ფუნდამენტურ გაგებას, ინდუსტრიაში სპეციალისტის როლზე წარმოდგენას გაძლევს. ჩემი აზრით, ამ სილაბუსის შინაარსი სავალდებულოა თავდაჯერებული Junior+ სპეციალისტისთვის.


ბევრმა მათგანმა, ვინც გაიარა Certified Tester, ალბათ ჩამოიყალიბა მოსაზრება, რომ ISTQB პროგრამები პრაქტიკული და ტექნიკური უნარების შემოწმებას არ ითვალისწინებს. გთხოვთ, დასკვნებით არ იჩქაროთ. საბაზისო ცოდნა — ეს მხოლოდ საფუძვლებია, რომელთა ცოდნა აუცილებელია, რათა ISTQB-ის უფრო რთული პროგრამები აითვისო.

მოწინავე დონეები (რამდენიმე მათგანი):

მოწინავე დონეებზე ყველაფერი უფრო საინტერესო იქნება. მაგალითად, გამოცდა Test Analyst-ზე (Advanced Level). ეს მოდული, დიდი ალბათობით, დააინტერესებს მათ, ვისაც სურს, ტესტ დიზაინერი ან ტესტ ლიდერი გახდეს. გარდა ამისა, აქ შეგიძლიათ რამდენიმე «არატექნიკური» სახის ტესტირების უნარები აითვისოთ: Portability, Accessiblity, GUI და Usability.

ან გამოცდა Test Manager-ზე (Advanced Level) — მასზე განაცხადის გაკეთება ასევე მხოლოდ Certified Tester-ს შეუძლია. ეს პროგრამა მიზნად ისახავს ტესტირების მენეჯერების მომზადებას, მოდულის ფოკუსი კი — ადამიანების მართვა და ტესტირების ორგანიზაცება, ამ პროცესების გაუმჯობესების მეთოდები.

Core-ში Expert Level-ზე გადასასვლელად უკვე აუცილებელია მინიმუმ 2 სერტიფიკატი: Foundation Level Certified Tester და Advanced Level Test Manager.

მე სწორედ ასეთი გზა ავირჩიე: в 2020-ში Foundation level-ის გამოცდა ჩავაბარე, 2021-ში კი — ISTQB-ის სერტიფიკატი Certified Test Manager ავიღე. ახლა კი ექსპერტობისთვის ვემზადები.

ეს მხოლოდ რამდენიმე «ტოტია» სერტიფიცირების უზარმაზარის ხისა, რომელიც უამრავ მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საკმაოდ ვიწროებს — ავტომატიზაცია, სექიურინგი, პერფორმანსი, გარკვეულ დომენში ტესტირება (გეიმდევი, საავტომობილო წარმოება) და ა.შ. თითოეული მათგანისთვის არის მომზადებისა და გამოცდების პროგრამა.

როგორ მოვემზადოთ ISTQB-ისთვის

ყველას ვურჩევ პირველი საბაზისო სერტიფიკატი აიღოს. იმ შემთხვევაშიც თუ ზეპირად იცით IEEE 829 და ISO/IEC/IEEE 29119, საკუთარი თავის გამოცდა და პრობლემების გამოვლენა ხანდახან სასარგებლოა. Foundation-ის დონეზე გამოცდისთვის მოსამზადებლად საკმარისია მსუბუქი მომზადება, სამუშაო გამოცდილების ქონის გარეშეც.

Advanced დონე უფრო ძირფესვიან და მოტივირებულ მომზადებას მომითხოვს. გამოცდა აქ ტესტის სახითაა, სადაც 14-16 კითხვა multiple choice-ის ფორმატში იქნება და სამიდან ორ დამატებით კითხვას ესეს ფორმატში უნდა უპასუხო.

მომზადებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს უახლესი სასწავლო მასალები.


სასწავლო მასალების აღება უმჯობესია გამოცდის მთავარი საიტიდან და არა ლოკალური კოლეგიების საიტებიდან. ინტერნეტში ბევრი სხვადასხვა რესურსია მოსამზადებლად, მაგრამ მთავარ საიტზე ყოველთვის უახლესი განახლებებია.


ახლავე აღვნიშნავ, რომ უმჯობესია ინგლისური ენის ცოდნის წინასწარ გაუმჯობესება. მასზე გაცილებით მეტი ლიტერატურა და რესურსია (მობილური აპლიკაციები და საიტები ტესტებით), ასევე სილაბუსის ინგლისურ ვერსიაში, ტერმინების მნიშვნელობები უფრო ზუსტად არის მოცემული, ანუ უფრო ადვილი იქნება ტერმინოლოგიის ათვისება, რომელიც უცხოელ დამკვეთებთან და კოლეგებთან საუბრისას დაგჭირდებათ. გარდა ამისა, საშუალება არის +15 წუთი მიიღოთ გამოცდაზე (ასეთ ბონუსს იღებენ ისინი, ვინც არამშობლიურ ენაზე ჩაბარება გადაწყვიტა). მაგალითად, ISTQB-ის ტესტის ჩაბარება შეიძლება არამხოლოდ რუსულად ან ინგლისურად, არამედ გერმანულად, ფრანგულად და პოლონურად.

თუ მაინც გეგმავთ რუსულად მოემზადოთ, შეგიძლიათ ივარჯიშოთ და შეამოწმოთ თქვენი ცოდნა istqb-training.ru-ზე. კითხვების ბაზა იქ აქტუალური არაა, მაგრამ გამოცდის შესახებ წარმოდგენა შეგექმნებათ და წაივარჯიშებთ კიდეც.

ლაიფჰაკები, რომლებიც დამეხმარა და შეიძლება, თქვენც გამოგადგეთ

  • გააანალიზეთ თეორია საკუთარი პრაქტიკული გამოცდილების თვალსაზრისიდან, მაშინ საჭირო დროს უფრო ადვილი იქნება მეხსიერებიდან საჭირო ინფორმაციის ამოღება.
  • ჩაინიშნეთ, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და მოინიშნეთ თემები, რომლებშიც დარწმუნებული არ ხართ. ეს დაგეხმარებათ თქვენი ცოდნის სტრუქტურირებაში, ხარვეზების შევსებაში და უფრო სწრაფად იპოვოთ საჭირო პასუხს, თუ გსურთ გამოცდის წინ გადაიმეოროთ.
  • გააანალიზეთ არა მხოლოდ შეცდომები, არამედ სწორი პასუხებიც, რათა არ დაიბნეთ, თუ კითხვა იმდენად «მზაკვრულად» იქნება შედგენილი, რომ პასუხი აშკარა არ იქნება.
  • სცადეთ საცდელი გამოცდა ჩააბაროთ. 

ISTQB ონლაინ ტესტის მახასიათებლები

გამოცდის ჩაბარება შეიძლება როგორც ოფლაინ, ისე დისტანციურად. ონლაინტესტირებისთვის საჭირო იქნება კომპიუტერი ვებკამერით, რომელზეც Google Chrome-ია დაყენებული; პლანშეტი ან სმარტფონი; სტაბილური ინტერნეტი. გამოცდის თარიღისა და დროის არჩევა თვითონ შეგიძლიათ, ხოლო დარეგისტრირება ნაადრევად სჯობს.

გადახდის შემდეგ, ტესტირებამდე ერთი კვირით ადრე, ფოსტაზე მოდის წერილი ინსტრუქციებით მოწყობილობის ტექნიკურ შემოწმებაზე, რომელიც აუცილებელია გამოცდამდე ორი დღით ადრე მოხდეს. თუ მოწყობილობა მწყობრშია — ელოდეთ წერილს ტესტის ბმულით. 

Chrome-ზე უნდა დაყენდეს პლაგინი გადაღებისთვის. 

კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი წესი, რომლის დარღვევასაც არ გირჩევთ (ISTQB-ში ყველაფერი საკმაოდ მკაცრადაა):

  • ოთახში არავინ უნდა იყოს თქვენ გარდა;
  • მაგიდაზე არაფერი უნდა იყოს გარდა კლავიატურისა და მაუსისა;
  • ყურსასმენების გამოყენება დაუშვებელია (გამომცდელებს ტელეფონის კამერით უნდა აჩვენოთ თქვენი ყურები);
  • მინიშნებების გაკეთება საოფისე დაფაზე შეგიძლიათ, მაგრამ ის კადრში უნდა მოხვდეს და გამოცდის დაწყებამდე სუფთა უნდა იყოს;
  • საუბარი არ შეიძლება, კითხვების ხმამაღლა წაკითხვაც კი.

ISTQB-ის ოფლაინ ტესტირების მახასიათებლები

ტესტირების ჩაბარება პირსპირაც შეიძლება, თუ თქვენს ქალაქში სერტიფიცირების ცენტრი არსებობს. ადგილებისა და ლოკაციების სია შეიძლება იცვლებოდეს, ასე რომ სჯობს, ეს ფორმა გამოიყენოთ, რომელიც გაჩვენებთ, სად და რა გამოცდების ჩაბარება შეგიძლიათ.

დავალებების შესასრულებლად, როგორც ონლაინ გამოცდისთვის, მოცემულია 60 წუთი (ან 75, თუ მას არამშობლიურ ენაზე აბარებთ).

სულ ტესტში 40 კითხვაა, რომელიც სილაბუსში არსებულ ექვსივე თემას მოიცავს. მასქიმალური ქულა — 100, მინიმალური გამსვლელი ქულა — 65 (მინიმუმ 26 კითხვას უნდა გაეცეს სწორი პასუხი).  გამოცდის წინასწარ შედეგებს ტესტის დასრულებისთანავე ეკრანზე დაინახავთ, თუმცაღა საბოლოო შედეგი ერთ კვირაში მოვა, გადაწერაზე შემოწმების შემდეგ.

ISTQB-ის სერტიფიცირების პლუსები და მინუსები

ამ რამდენიმე გამოცდის ჩაბარების შემდეგ, წმინდა ცნობისმოყვარეობის გამო, მე გავაანალიზე სხვადასხვა მოსაზრებები ISTQB-ის შესახებ და პირობითად დავყავი ის 4 ჯგუფად:

  • მასალები და სერტიფიცირება მაღალ დონეზე;
  • სერტიფიცირება — ეს დროისა და სახსრების ფუჭი კარგვაა, აი, მასალები მომზადებისთვის სასარგებლობა ცოდნის სისტემატიზაციისთვის;
  • მასალების ხარისხი და სერტიფიცირების მნიშვნელობა გადაფასებულია;
  • ISTQB — არაფერზეა (არ წამიკითხავს, არ ვიცნობ დეტალებს, მაგრამ განვსჯი). 

შეიძლება იმის შემჩნევა, რომ ტესტებისა და სილაბუსის მასალების შესახებ შეხედულებები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომაც თითოეულ მათგანზე გამოვთქვამ ჩემს მოსაზრებას:

  • ISTQB-ის მიერ მოწოდებული მასალები ხელს უწყობს ცოდნის სისტემატიზაციას და ცოდნის დალაგებას, პროგრამები კი საერთაშორისო სტანდარტებზეა აგებული — ISO/IEC/IEEE 29119-1:2013 (Software testing), ISO/IEC 25010:2011 (System and software quality models), ISO/IEC 20246:2017 (Work product reviews). მინუსების პოვნა მაინც შეიძლება. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, მაგრამ სტანდარტების ცვლილებასთან ერთად ISTQB ყოველთვის ვერ ასწრებს დროულად განაახლოს თეორია.
  • ახლა ზოგადად ISTQB-ის სერტიფიცირების შესახებ. ასეთი გამოცდები გეხმარებათ ობიექტურად განსაზღვროთ თქვენი დონე და მოტივაციას გაძლევთ გააუმჯობესოთ უნარები და როგორც შედეგი, საკმაოდ ხშირად სტიმულს აძლევს კარიერის განვითარებას (ზოგჯერ ასეთი სერთიფიკატი შეიძლება საჭირო გახდეს უცხოელ დამქირავებლებთან პროექტებზე გასაუბრების დროსაც კი). თუმცა არსებობს რამდენიმე «მაგრამ». გამოცდის საფასური საკმაოდ მაღალია ისევე, როგორც ტესტის გადახდისა და ჩავარდნის ალბათობა. გარდა ამისა, სერტიფიკატს არ აქვს ვადა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ მის მფლობელს შეიძლება დიდი ხანია პრაქტიკა არ ჰქონია და სტანდარტები დავიწყებული აქვს.

დასკვნის მაგიერ

დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზებით, ISTQB-ს ჩემთვის შემდეგნაირად ვაფასებ: პროგრამებთან და მასალებთან, სულ მცირე, გაცნობა ღირს იმ შემთხვევაშიც თუ, დიპლომების შეგროვების გაავებული მოწინააღმდეგე ხართ.

ISTQB მასალების გამოყენებით და ISO და IEEE სტანდარტების შინაარსით დამაჯერებლად მოქმედებით, შეგიძლიათ სწორად ჩამოაყალიბოთ საკუთარი აზრი და პროექტებზე უფრო ეფექტურად გამოავლინოთ საკუთარი თავი.

კიდევ როგორ შეიძლება ტესტირებაში განვითარება? შეგიძლიათ გაეცნოთ პროფესიის ტენდენციებს, გაცვალოთ მოსაზრებები ტესტირების პროფესიონალებთან და გააზიაროთ საინტერესო შემთხვევები და საუკეთესო პრაქტიკა ტესტირების სპეციალისტების საზოგადოებაში.

მსხვილი ქომიუნითები გვთავაზობენ მრავალ აქტივობას ყველა გემოვნებისთვის (კონფერენციები, ჩეთები, საუბრები, სტატიები, შეხვედრები, ღონისძიებები). გარდა ამისა, თქვენი დონისთვის შესაფერისი ტელეგრამ-არხის მოძებნა შეგიძლიათ (პროფესიაში დამწყებებს ვურჩევ ამას მიაქციონ ყურადღება). მაგრამ ეს უკვე ახალი საუბრის დასაწყისია.



ასევე წაიკითხეთ
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
სტარტაპის გაშვებიდან ინვესტიციების მოზიდვამდე — რა უნდა იცოდნენ ახალგაზრდა ანტრეპრენერებმა
ავტორი: ვალერია ვაგოროვსკა. ბლოგი თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.  იმისათვის, რომ ბიზნესიდეა რეალობად აქციოთ, წლობით ნაგროვები ცოდნა და გამოცდილება დაგჭირდებთ. მაგრამ ესეც ცოტა იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ბევრი მუშაობაა საჭირო.
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
როგორ გამოვიყენოთ GPT ყოველდღიურობის გასამარტივებლად — ნათია ქუხილავას ბლოგი
დაახლოებით 1 წლის წინ ChatGPT-ის გამოჩენამ ადამიანების მუშაობის სტილი სამუდამოდ შეცვალა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ყველას ყავს პირადი ასისტენტი GPT-ს ან რომელიმე სხვა მსგავსი ჩათბოტის სახით, რომელიც მარტივ ამოცანებს ჩვენ ნაცვლად ასრულებს.  ავტორი: ნათია ქუხილავა, Helio.AI-ის თანადამფუძნებელი და CTO. 
ბლოგი — ქალები უკრაინულ ІТ-ში: თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები
ბლოგი — ქალები უკრაინულ ІТ-ში: თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები
ბლოგი — ქალები უკრაინულ ІТ-ში: თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები
ქალების თემა უკრაინის IT სამყაროში არაერთხელ წამოიჭრა და დღემდე აქტუალური რჩება. ჩვეულებრივ, საუბარია ტექნოლოგიურ კომპანიებში ქალების მცირე წარმომადგენლობაზე, ІТ-როლების «ქალებად» და «კაცებად» დაყოფასა და სხვა პრობლემებზე, რაც პარადოქსულია იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი ტერმინების — «ციკლის», «სამუშაო უჯრედების» ან «მეხსიერების უჯრედის» — შექმნას უნდა ვუმადლოდეთ ადა ლავლეისს, ხოლო «ბაგის» — გრეის ჰორესს.  ბლოგის ავტორია მარინა პანჩუკი. თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე. 
One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ
One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ
One Thing Better: საუკეთესო გზა იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ
Entrepreneur-ის მთავარმა რედაქტორმა, ჯეისონ ფეიფერმა თავისი ბლოგის, One Thing Better-ის მკითხველებს რჩევები მისცა იმაზე, თუ როგორ მივიღოთ ის, რაც გვსურს — რატომ უნდა შევწყვიტოთ დევნა და დავიწყოთ მიღება. Გთავაზობთ სტატიის თარგმანს. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.