სემ ბანკმან-ფრიდს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ჩამოშლილი კრიპტო ბირჟის, FTX-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სემ ბანკმენ-ფრიდს 28 მარტს მოსამართლემ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ჩამოშლილი კრიპტო ბირჟის, FTX-ის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, სემ ბანკმენ-ფრიდს 28 მარტს მოსამართლემ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლე ლუის კაპლანმა სასჯელი მანჰეტენში, სასამართლო სხდომაზე მას შემდეგ გამოიტანა, რაც ბანკმან-ფრიდის პრეტენზია უარყო, თითქოს FTX-ის მომხმარებლებს რეალურად ფული არ დაუკარგავთ და დაადგინა, რომ სემმა სასამართლო პროცესის დროს იცრუა.
ნაფიცმა მსაჯულებმა 2 ნოემბერს 32 წლის ბანკმან-ფრიდი, 7 თაღლითობისა და შეთქმულების ბრალდებით დამნაშავედ ცნეს. ამ საქმეს პროკურორები აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ფინანსურ თაღლითობად თვლიან.
კაპლანმა თქვა, რომ ბანკმან-ფრიდს სინანული არ გამოუვლენია.
«მან იცოდა, რომ ეს არასწორი იყო». — თქვა კაპლანმა. — «მან იცოდა, რომ ეს კრიმინალი იყო. ნანობს, რომ არ გაუმართლა. მაგრამ რაიმეს აღიარებას არ აპირებს — ეს მისი უფლებაა».
ბანკმან-ფრიდმა, რომელსაც კრემისფერი მოკლე სახელოიანი ციხის მაისური ეცვა, მოსამართლის წინ აღიარა, რომ FTX-ის მომხმარებლები დაზარალდნენ და ყოფილ კოლეგებსაც ბოდიში მოუხადა — მაგრამ დანაშაულებრივი ქმედება არ აღიარა.
მან პირობა დადო, რომ განაჩენს გაასაჩივრებს.
ბანკმან-ფრიდი ხელებშეკრული იდგა, როცა კაპლანი განაჩენს კითხულობდა. შემდეგ იგი თავის ადვოკატს, მარკ მუკასის მოკლედ ესაუბრა, სანამ სასამართლო დარბაზიდან აშშ-ის მარშალთა სამსახურის წევრები გაიყვანდნენ.
სასამართლო სხდომას სემის მშობლები, სტენფორდის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორები ჯოზეფ ბანკმენი და ბარბარა ფრიდი ესწრებოდნენ. ბანკმანს მწვანე ქოლგა ეჭირა, როდესაც ისინი სასამართლოდან წვიმიან ნიუ-იორკში გამოდიოდნენ.
«ჩვენ გული გვტკივა და გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი შვილისთვის». — ნათქვამია მათ განცხადებაში.
სემ ბანკმენ-ფრიდი წარსულში დიდი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობდა. მას გულშემატკივრების ლეგიონიც ჰყავდა, ცნობილი, როგორც SBF. ისინი მილიარდერს ქველმოქმედებისთვისა და გაჭირვებული ფირმების დახმარებისთვის გმირად და «კრიპტოს მეფედ» მიიჩნევდნენ.
მისი კომპანიის ჩამოშლამ კრიპტო ინდუსტრია დაარღვია — გამოიწვია სხვა კომპანიების გაკოტრების პროცესის დაწყება და კრიპტო ვალუტის ფასების შემცირება.