Forbes-ის ყდიდან ციხემდე — გავრცელდა სემ ბანკმან-ფრიდის ფოტო საპატიმროდან
ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა სემ ბანკმან-ფრიდის ფოტო, სადაც ყოფილი მილიარდერი ხუთ სხვა პატიმართან ერთად დგას.
ცოტა ხნის წინ ვირუსულად გავრცელდა სემ ბანკმან-ფრიდის ფოტო, სადაც ყოფილი მილიარდერი ხუთ სხვა პატიმართან ერთად დგას.
კრიპტო რეპორტიორის, ტიფანი ფონგის მიერ მოპოვებული ფოტოზე აშკარად გამხდარი სემ ბანკმან-ფრიდი ჩანს, რომელ სხვა პატიმრებთან ერთად დგას. ფოტო სავარაუდოდ 17 დეკემბერს არის გადაღებული — ფონგის ინტერვიუს მიხედვით, ყოფილ პატიმართან, G Lock-თან ერთად.
ყოფილი ბიზნესმენი ბრუკლინში, მეტროპოლიტენის დაკავების ცენტრში (Metropolitan Detention Center) იმყოფება — სხვა პატიმრებთან ერთად, რომლებიც ნიუ-იორკში განაჩენის გამოტანას ელოდებიან. სხვა ცნობილი ადამიანები, რომლებმაც MDC გამოიარეს, რ.კელი, გისლეინ მაქსველი და მაიკლ კოენი არიან.
ზოგიერთმა პატიმარმა MDC ძალიან ნეგატიურად აღწერა და თქვა, რომ მისი პირობები იმ მდგომარეობას ჰგავს, რომელშიც «ომის ტყვეები» იმყოფებიან. ზოგიერთმა სიტუაცია ფილმს, «კრავთა დუმილს» შეადარა. თავად სემ ბანკმან-ფრიდმა, თავისი მოსაზრება ერთი თვის წინ დააფიქრსირა — ის შეთავაზებული საკვებითა და მედიკამენტებით უკმაყოფილოა.
G Lock-მა აღნიშნა, რომ სემი ციხეში უსაფრთხოდ არის და რაიმე სერიოზული დაზიანება ან მუქარა არ მიუღია. მან თქვა, რომ SBF «უფრო განგსტერულია», ვიდრე ცნობილი რეპერი 6ix9ine.
სემ ბანკმან ფრიდი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობის შემთხვევისთვის განაჩენის გამოტანას ელოდება.
ყოფილი კრიპტო მეფის კომპანიის, FTX-ის ჩამოშლამ სხვა კრიპტო ბირჟებისადმი ნდობა შეარყია, თუმცა ეს კრიზისი, შეიძლება ითქვას, რომ დაძლეულია.