Sakura Properties — პრემიუმ უძრავი ქონების კომპანია საქართველოში
Sakura Properties პრემიუმ უძრავი ქონების კომპანიაა, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის განათლების კომიტეტის წევრმა, ვიქტორია საკუროვამ დააფუძნა.
ვიქტორია საკუროვა dev.ge-სთან ამბობს, რომ კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოს ბაზარზე უძრავი ქონების გაყიდვის, გაქირავების, შეძენის სერვისის გაუმჯობესებაა.
ვიქტორია თავდაპირველად ტექნოლოგიების სფეროში მუშაობდა, რის შემდეგაც უძრავი ქონების სფეროში გადავიდა. მუშაობა ერთ-ერთ ქართულ კომპანიაში დაიწყო, სადაც მიხვდა, რომ ეს სფერო საქართველოში ტექნოლოგიურად განვითარებული საერთოდ არ იყო.
ვიქტორია ტექნოლოგიების სფეროში მიღებულ გამოცდილებას ახალი პროფესიისთვის შესანიშნავად იყენებს. როგორც თავად აღნიშნავს, დროთა განმავლობაში მიხვდა, რომ უძრავი ქონების სფეროში project managment და საორგანიზაციო ხელსაწყოებს არავინ იყენებს.
როგორც ვიქტორია საკუროვა, გვიყვება Sakura Properties თავისი კომერციული დეპარტამენტი აქვს, რომელიც, როგორც სავაჭრო, ისე საოფისე აგენტებს აერთიანებს.
Sakura Properties კლიენტები, ძირითადად, საქართველოს, ისრაელისა და აშშ-ის მოქალაქეები არიან, რომლებსაც საშუალოზე მაღალი შემოსავალი აქვთ — კომპანია მხოლოდ პრემიუმ უძრავ ქონებაზე მუშაობს, რომლის ფასიც 100 000 აშშ დოლარიდან იწყება.
ვიქტორია საკუროვას თქმით, კონკურენტებისგან განსხვავებით Sakura Properties მომავალზე ფიქრობს — ცდილობენ, რომ ტექნოლოგიური თუ მარკეტინგული უპირატესობები მათ სასიკეთოდ გამოიყენონ.
Sakura Properties-ში 9 ადამიანი მუშაობს, საიდანაც 6 ადამიანი უძრავი ქონების აგენტია. მათ მუშაობის არეალი გადანაწილებული აქვთ — ვიქტორიას თქმით, მათ არ ჰყავთ აგენტები, რომლებიც ყველა უბანზე მუშაობენ.
კომპანია სამომავლოდ რეგიონებში უძრავი ქონების აგენტების დამატებას გეგმავს. თავდაპირველად, გეგმაში აჭარისა და იმერეთის ათვისებაა, შემდეგ კი დანარჩენი კუთხეების.
«რეგიონებიდან დახმარებას ხშირად გვთხოვენ, მაგრამ სამწუხაროდ არ გყვავს აგენტები, რომლებიც მათ დაეხმარებიან. აქედან გამომდინარე, ვაპირებთ, რომ ჩვენი წარმომადგენლები მთელი საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომები გავხადოთ». — განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
კომპანიას საკუთარი საიტი, sakura.ge აქვს, რომელიც კლიენტებს სერვისის კომფორტულად, სწრაფად და ხარისხიანად მიღებაში ეხმარება.