სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
16 თებერვალი 2024, 14:14
2024-02-16
საქართველოში Viber-ის მომხმარებლებმა 50000-ზე მეტი რომანტიკული სტიკერი გაგზავნეს
ვალენტინობა წლის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული დღეა და საყვარელი ადამიანების გახარების შანსი. Rakuten Viber, კონფიდენციალური და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის მსოფლიო ლიდერი გვიზიარებს სტატისტიკას, თუ როგორ მიულოცეს მომხმარებლებმა ერთმანეთს 14 თებერვალი.
საქართველოში, რესპონდენტების მეოთხედი აღნიშნავს 14 თებერვალს.
2024 წელს, ვალენტინობაზე ქართველებმა 50 000-ზე მეტი რომანტიკული სტიკერი გაგზავნეს.
ვალენტინობის აღსანიშნად, რესპონდენტთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს რომანტიკულ ვახშამს — სახლში ან რესტორანში.
დღესასწაულის მოლოდინში, Rakuten Viber საქართველომ თემატური გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც დაახლოებით 1400-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულთა თითქმის მეოთხედი აღნიშნავს ვალენტინობას.
გამოკითხვით ირკვევა, რომ ქართველები ვალენტინობის აღსანიშნად, უპირატესობას ანიჭებენ რომანტიკულ ვახშამს — სახლში ან რესტორანში. ასევე, გამოკითხულთა მესამედმა (30%) განაცხადა, რომ მათ მოსწონთ ამ დღეს მესენჯერებში საყვარელი სტიკერებისა თუ GIF-ების ან ტექსტური მილოცვების გაგზავნა.
სწორედ ამიტომ, შეყვარებულებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის ორიგინალურად მისალოცად, Rakuten Viber-მა ვალენტინობისთვის თემატური სტიკერები და სადღესასწაულო AR ლინზები წარუდგინა მომხმარებლებს.
წელს ქართველმა მომხმარებლებმა ვალენტინობაზე 50 000-ზე მეტი თემატური სტიკერი გააგზავნეს, მათ შორის ყველაზე პოპულარული კი, სტიკერი the kiss, ანუ კოცნა იყო.