ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

4 მარტს ICT ასოციაციის ყოველწლიური შეხვედრა გაიმართება 

4 მარტს საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წლიური შეხვედრა გაიმართება ასოციაციაში შემავალი კომპანიების და სხვა დაკავშირებული მხარეების ჩართულობით. 

კომენტარის დატოვება

ასოციაციისა და მასში გაერთიანებული 20-მდე საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის მიზანია:

  • ტექ. პროფესიონალების, სტარტაპებისა და უკვე დამკვიდრებული კომპანიების გაძლიერება, დაკავშირება და საქართველოს სრული პოტენციალის განვითარება ციფრულ ეპოქაში;
  • საქართველოში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა და ხელსაყრელი პირობების შექმნა;
  • ქართული საინფორმაციო და საკომუნიკაციო კომპანიების საზღვარგარეთ პოპულარიზაცია.

შეხვედრას გახსნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.

შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები, ICTA-ს წევრები და დარგის ექსპერტები განიხილავენ საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის მიმდინარე და სამომავლო განვითარების პოტენციალს.

ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ექნებათ პანელური დისკუსიის შემდგომ დარგის ექსპერტებისგან მიიღონ დამატებთი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე ინტერაქტიული კითხვა-პასუხის სესიის ფარგლებში.

შეხვედრა პულმან აქსის თაუერსის შენობაში 4 მარტს, 17:00 საათზე დაიწყება. 

განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.