ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

500 Global ახლადშექმნილი ტექ სტარტაპებისთვის 12-კვირიან პროგრამას აცხადებს 

500 Global ახლადშექმნილი ტექ სტარტაპებისთვის 12-კვირიან პროგრამას აცხადებს.  12 კვირიანი საინვესტიციო აქსელერატორი ტექნოლოგიური სტარტაპებისთვის არის განკუთვნილი, როგორც საქართველოში, ასევე მიმდებარე EECCA (აღმოსავლეთ ევროპა, კავკასია და ცენტრალური აზია) რეგიონში.

კომენტარის დატოვება

კონკურსში გამარჯვებულები მიიღებენ დაფინანსებას, მენტორობასა და კავშირს კომპანიების დამაარსებლების, პარტნიორებისა და მენტორების გლობალურ ქსელთან.

3 აგვისტოს საინფორმაციო სესია გაიმართება, სადაც პროგრამაში მონაწილეობის მსურველები შერჩევის კრიტერიუმებს, აპლიკაციის შედგენის წესებს და სხვა დეტალებს გაეცნობიან. 

კითხვებს უპასუხებს პედრო ვიერა, 500Global-ის პარტნიორი. 

  • საინფორმაციო სესიაზე დასასწრებად დარეგისტრირდით ამ ბმულზე 👈
  • პროგრამაში მონაწილეობისთვის დარეგისტრირდით ამ ბმულზე 👈

500 Global არის გლობალური ვენჩურული საინვესტიციო კომპანია, რომელიც 2.5 მილიარდიან აქტივებს მართავს. მისი სათავო ოფისი აშშ-შია. 

500 Global ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global-ი ორიენტირდება ისეთ ბაზრებზე, სადაც ტექნოლოგიას, ინოვაციებსა და კაპიტალს აქვს შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს გრძელვადიანი ღირებულების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას.

500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა.

დღემდე 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2800-ზე მეტ კომპანიას, 80-ზე მეტი ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 45-ზე მეტ კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და «exited» კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 190+ წევრს აერთიანებს 25 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.

ასევე წაიკითხეთ
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
გზამკვლევი თქვენი ტექნოლოგიური სტარტაპის განვითარებისთვის
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო
საქართველოს ბანკის, 500 Global-ის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით საქართველოში 500 Georgia-ს მეხუთე ნაკადზე განცხადებების მიღება დაიწყო.
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება
19 ივლისს 500 Global-ის საინვესტიციო აქსელერატორი გაიმართება
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
500 Global-მა, საქართველოს ბანკმა და GITA-მ 500 Georgia-ს მეოთხე ნაკადის Demo Day-ს უმასპინძლეს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.