დაიწყეთ Python-ის სწავლა Google-ის პროგრამით — ჩვენ მოკლე შესავალი კურსი ვიპოვეთ
Python-ის ეს მოკლე კურსი Google-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მოგიყვებით, რისი სწავლა შეგიძლიათ.
Python-ის ეს მოკლე კურსი Google-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მოგიყვებით, რისი სწავლა შეგიძლიათ.
— რა არის Python და რატომ არის Python მნიშვნელოვანი ავტომატიზაციისთვის.
— როგორ დავწეროთ Python-ზე მოკლე სკრიპტები ავტომატური მოქმედებების შესასრულებლად.
— როგორ გამოიყენოთ Python-ის ძირითადი სტრუქტურები: სტრიქონები, სიები და ლექსიკონები.
— როგორ შექმნათ Python-ის საკუთარი ობიექტები.
ეს კურსი შექმნილია იმისთვის, რათა გასწავლოთ Python-ის ენაზე მარტივი პროგრამების დაწერის საფუძვლები ყველაზე გავრცელებული სტრუქტურების გამოყენებით. კურსის განმავლობაში Python-ის ენაზე მარტივი პროგრამების დაწერას შეძლებთ, გაიგებთ, როგორ შეესაბამება ერთმანეთს პროგრამირების სტრუქტურული ელემენტები და შეძლებთ, რომ მთელი ეს ცოდნა პრობლემის გადასაჭრელად გააერთიანოთ.
სწავლება კომპიუტერული პროგრამის დაწერის საფუძვლებით დაიწყება. ინტერაქციული სავარჯიშოებისა და რეალური მაგალითების გამოყენებით, პროცესში პროგრამირების კონცეფციებთან მუშაობის გამოცდილებას მიიღებთ.
— Python-ის მონაცემთა საბაზისო სტრუქტურები.
— პროგრამირების ფუნდამენტური კონცეფციები.
— Python-ის ენის საბაზისო სინტაქსის.
— ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება.
— მოცემული კურსი კარგად არის გააზრებული და ადაპტირებული დამწყებთათვის და საშუალო დონისთვის. ხანდახან, შედარებით რთულ თემებში, მეჩვენებოდა, რომ უფრო მეტი განმარტება იყო საჭირო, თუმცა მთლიანობაში კურსს 4.8 ქულით ვაფასებ.
— ეს კურსი განკუთვნილია აბსოლუტური დამწყებებისთვის, რომელთაც Python-ის საკუთარი გზის დაწყება სურთ. კურსის შემადგენლობა ფანტასტიკურია. ამ კურსის გავლის შემდეგ Python შეგიყვარდებათ.
— ვიდეორგოლებს დამატებითი ინფორმაცია სჭირდება ან, ყოველ შემთხვევაში, როდესაც პრაქტიკულ დავალებებს ვასრულებთ, უფრო მეტი გამოხმაურება შეიძლება მივიღოთ ფორუმების ინსტრუქციებიდან. ცნებებზე, სინტაქსსა და სემანტიკაზე დაყრდნობა უფრო ეფექტური გზაა.