ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

აპლიკაციები მენტალური ჯანმრთელობისთვის — ნაწილი II

IT-ში მუშაობა არამხოლოდ მაღალი ხელფასი, არამედ გადაწვა და ქრონიკული დაღლილობაა. ამასთან, ყველას არ სურს ან შეუძლია, ფსიქოთერაპევტს მიმართოს. dev media-ს გამოცემა bbbl-მა ექსპერტებს სთხოვა, რეკომენდაცია გაეწიათ რესურსებისთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა, დამოუკიდებლად აკონტროლოთ მენტალური მდგომარეობა.

კომენტარის დატოვება
აპლიკაციები მენტალური ჯანმრთელობისთვის — ნაწილი II

IT-ში მუშაობა არამხოლოდ მაღალი ხელფასი, არამედ გადაწვა და ქრონიკული დაღლილობაა. ამასთან, ყველას არ სურს ან შეუძლია, ფსიქოთერაპევტს მიმართოს. dev media-ს გამოცემა bbbl-მა ექსპერტებს სთხოვა, რეკომენდაცია გაეწიათ რესურსებისთვის, რომლებიც საშუალებას იძლევა, დამოუკიდებლად აკონტროლოთ მენტალური მდგომარეობა.


სარედაქციო შენიშვნა: 

ჩვენ არ გთავაზობთ, უარი თქვათ ფსიქოტერაპიაზე ან ექიმთან კონსულტაცია თვითმკურნალობით ჩაანაცვლოთ. მოცემულ რესურსებსა და აპლიკაციებს შეუძლიათ, დაგეხმარონ, თვალი ადევნოთ მენტალურ მდგომარეობას. მაგრამ, თუ საქმე სერიოზულადაა, სჯობს სპეციალისტს მიმართოთ.


Mental Health Million Project 2021-ის გამოკითხვის შედეგებმა (არჩევითობა — 45 ათასზე მეტი ადამიანი 10 ქვეყნიდან) აჩვენა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი თვითდახმარებას ამჯობინებს.

  • ადამიანების 36% ამჯობინებს, დამოუკიდებლად გადაწყვიტოს პრობლემები;
  • ადამიანების 34% ვერ ხვდება, კონკრეტულად რა დახმარება სჭირდება და სად ეძებოს სპეციალისტი;
  • ადამიანების 28%-ს ეჭვი ეპარება, რომ თერაპია მუშაობს;
  • ადამიანების 17% აღნიშნავდა, რომ ფსიქოთერაპევტისა და ფსიქოლოგის ხარჯები უხერხულობას უქმნის.

როგორც ამ სტატისტიკიდან ჩანს, მიზეზები, რის გამოც ადამიანები თვითდახმარებას მიმართავენ, სხვადასხვაა.

შესაფერისი სპეციალისტის შერჩევა შეიძლება რთული იყოს და ხანდახან წლებიც დასჭირდეს. ამავე დროს, საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ისევე აუცილებელია, როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. 

გეშტალტ თერაპევტი ვერა ბოგუსლავსკაია bbbl-ს ეუბნება: 

«თუ ავიღებთ სიტუაციას, რომელშიც ადამიანს არ სურს, პირად თერაპიას მიმართოს, მნიშვნელოვანია იმის გაგება, რომ კარგი მენტალური ჯანმრთელობა ერთდროულად რამდენიმე სვეტზე დგას: ხარისხიანი ურთიერთობები, სექსი, სასარგებლო საკვები და ბევრი სხვა ასპექტი.

ფიზიკური აქტივობის საკითხებშიც ყველაფერი სპორტამდე არ დადის: შეიძლება იარო კონცერტებზე და აირჩიო აქტივობები, რომლებიც მცირე მოტორიკასთან არის დაკავშირებული — LEGO, ფაზლები, ბაღი, ბოსტანი. მნიშვნელოვანია აირჩიოთ აქტივობა, რომლებშიც არ დაგჭირდებათ რაიმეზე ემოციური რეაგირება.

სერიალებშიც ხშირად განვიცდით პერსონაჟების გამო. საჭიროა რაღაც, სადაც შეგიძლიათ ტვინი გათიშოთ. მედიტაცია, გასეირნება, ქსოვა — აირჩიეთ ის, რაც უფრო მეტად მოგწონთ». 

ვერა ამბობს, რომ აპლიკაციები და წიგნები შეიძლება მართლა დაგეხმაროთ. მაგრამ, გაფრთხილებთ — სჯობს ექიმ-ფსიქიატრს მიმართოთ, თუ ატყობთ, რომ ორ-სამ კვირაზე მეტხანს გრძელდება:

  • ძილის პრობლემები (ჩვეულებრივზე მეტხანს გძინავთ ან არ გძინავთ/უძილობა გაწუხებთ);
  • მუშაობის, მეგობრებთან და ახლობლებთან შეხვედრის მოტივაციის დაქვეითება;
  • კარგავთ მადას და უარს ამბობთ საკვებზე (ან და, პირიქით, მადის მკვეთრ მატებას ამჩნევთ);
  • გრძნობთ ლიბიდოს დაქვეითებას ან მთლიანად გაქრობას;
  • გრძნობთ ფიზიკურ შეფერხებას;
  • გრძნობთ შინაგან აპათიას (ყველაფერი ნაცრისფერია და თითქოს ვიღაცამ ემოციები გათიშა).

წარმოგიდგენთ თვითდახმარების რამდენიმე აპლიკაციას: 

How We Feel

ვისთვისაა სასარგებლო:

ვისაც უჭირს ემოციებისთვის სახელების დარქმევა; ვინც ჯერ კიდევ ვერ ერკვევა შინაგან განცდებსა და ემოციურ სპექტრში. 

როგორ მუშაობს:

ეს განწყობის ტრეკერია, ერთი დიდი პლუსით — ასწავლის და ეხმარება ემოციური ლექსიკის გაფართოებას. ანუ თქვენ არამხოლოდ საკუთარ ემოციებს დააკვირდებით, არამედ ივარჯიშებთ მათ უკეთ აღსაწერად. შეგიძლიათ, განათავსოთ ჰეშთეგები, დაურთოთ ფოტოები, დააყენოთ შეხსენებები, რათა თვალყური ადევნოთ ცვლილებებს მთელი დღის განმავლობაში. რაც უფრო მეტად ამოწმებთ თქვენს განწყობას, მით მეტი ინფორმაცია გროვდება და ანალიზდება: ვისთან იყავით; რას აკეთებდით; სად იყავით.

ფასო: უფასო

Mind Tracker

ვისთვისაა სასარგებლო:

მათთვის, ვინც ვერ ხვდება, რომელი კონკრეტული მოვლენები ახდენს გავლენას განწყობის ცვლილებებზე.

როგორ მუშაობს:

ეს იგივე დღიური-ტრეკერის ფორმატია. მაგრამ Mind Tracker გეხმარებათ, დაადგინოთ დამოკიდებულება «საქმიანობა — განწყობა — დღე». გარდა ამისა, არსებობს სტრესისა და ენერგიის სკალა — ეს სასარგებლოა. მოვლენებისა და აქტივობების დიდი სია, სურვილის შემთხვევაში კი საკუთარის დამატება შეიძლება.

ფასი: უფასო

ვერა ბოგუსლავსკაია

«შეიძლება გაჩნდეს კითხვა: საერთოდ რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება გრძნობებსა და ემოციებს? გეშტალტ თერაპიის თვალსაზრისით, გრძნობები — ეს ჩვენი მოთხოვნილებების შუქურაა. გამოცდილების და შინაგანი დაძაბულობის შემჩნევით, ჩვენ უფრო ადვილად ვადევნებთ თვალს იმას, რა გვაკლია სინამდვილეში». 

Welltory

ვის გამოადგება:

ვინც, ხშირად იღლება. თუ გსურთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს და თქვენს ორგანიზმს ან გიყვართ მონაცემები და სქემები, მაშინ ეს იდეალური აპლიკაციაა.

როგორ მუშაობს:

აპლიკაცია სქემატურად ასახავს, როგორ უმკლავდება თქვენი ნერვული სისტემა სტრესს და გარემოს გულისცემის ცვალებადობის საფუძველზე. ასტრო-მედიცინაში ეს ინდიკატორი გამოიყენება ასტრონავტების ავტონომიური ნერვული სისტემის მდგომარეობის შესაფასებლად უწონობაში ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ.

Welltory-ის ამოცანაა, გაჩვენოთ, როდის ხართ რეალურად გადატვირთული და რა დაგეხმარებათ, უკეთ იგრძნოთ საკუთარი თავი.

ფასი: პრო-გამოწერა — $55,3, წელიწადში

ვერა ბოგუსლავსკაია

 «მუდმივად ვატარებ ჭკვიან საათს (მაგრამ ეს არაა აუცილებელი) — უმჯობესდება აქტივობა, ძილისა და მედიტაციის მონაცემები, გულის მუშაობა.

ამასთან, პერიოდულად შემაქვს ჰეშთეგები იმაზე, თუ რას ვაკეთებ დღის განმავლობაში.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით Welltory მაძლევს სხვადასხვა სარგებლობის ინფორმაციას: სამეცნიერო კვლევებით დაწყებული სპოტიფაის ფლეილისტებითა და უბრალოდ რჩევებით დამთავრებული.

თუ ვისაუბრებთ ფიზიკურ აქტივობაზე, ყველა რაღაც საკუთარს ირჩევს. ზოგს სპორტის სწრაფი სახეობები მოსწონს, ზოგიერთი კი მათ ვერ იტანს. ასე რომ აქ არჩევანი თქვენზეა — მეტი იოგა, სირბილი ან ძალისმიერი ვარჯიშები». 

Down Dog

როგორ მუშაობს:

ესაა კონსტრუქტორი, რომელიც თქვენთვის სავარჯიშოებს აგროვებს — ასე რომ, ყოველდღე რაღაც ახალს აკეთებთ. და ყველაფერი სასიამოვნო მუსიკის ფონზე!

სახელის მიუხედავად, რომელიც იოგაში ასანას (პოზას) უკავშირდება, აპლიკაციაში შეგიძლიათ ნებისმიერი ვარიანტი იპოვოთ: მაღალი ინტერვალით ვარჯიში, სირბილი და სხვა.

ფასი: $10 თვეში

Diarly

ვის მოეწონება:

ყველას, ვინც ლაკონურობასა და ფუნქციონალურობას აფასებს. არაფერი პირადული არაა, მშვიდად შეგიძლიათ, გამოწერის გარეშე გამოიყენოთ.

როგორ მუშაობს:

დღიურის წარმოება სასარგებლოა. ყველა ირჩევს, სად და როგორ: ქაღალდზე ან ტელეფონის ნოუთებში; ყოველდღე ან მხოლოდ საჭიროებისამებრ, განცდების ასახვისთვის.

ფასი: უფასო.

Stoic

ვის მოეწონება:

ვისაც სურს, დღიურმა თავად უბიძგოს ფიქრისკენ. მინიმალისტური დიზაინი და შაბლონები დღიურების წარმოების სხვადასხვა მიზნისთვის.

როგორ მუშაობს:

ყოველდღიურად აღნიშნავთ საკუთარ განწყობას, დღის ფოკუსს, პროგრამა გთავაზობთ მრავალფეროვან კითხვებს თემაზე დასაფიქრებლად: თემიდან — «დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა მეგობრობაზე თქვენი წარმოდგენა» თემამდე — «რომელ საკვებს აღიქვამს თქვენი ორგანიზმი საუკეთესოდ? რომელი უარესად? რაშია სხვაობა?».

ფასი: $37,99 წელიწადში

10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
თემის მიხედვით
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის


ასევე წაიკითხეთ
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ChatGPT თერაპიისთვის?
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ChatGPT თერაპიისთვის?
უნდა გამოვიყენოთ თუ არა ChatGPT თერაპიისთვის?
19 წლის კაილამ, ბერკლიდან, კალიფორნიიდან, ხელოვნურ ინტელექტზე ექსპერიმენტები ჩაატარა. მან დაადგინა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან საუბარი ძალიან ჰგავდა ადამიანებთან საუბარს და თერაპიასაც კი აგონებდა.
Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში
Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში
Kartvelian Legends — ქართულ მოტივებზე დაფუძნებული RPG მობილური თამაში
ქართული მითოლოგია თუ ზღაპრები სავსეა არაერთი საინტერესო თავგადასავლითა და პერსონაჟით. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური ხასიათი და გამორჩეული ისტორია აქვთ. მზეო დევაძე, ბუბა რუსეიშვილი, ცოტნე ღლონტი და ელენე თედორაძე ქართული მითოსით დაინტერესდნენ და შექმნეს Kartvelian Legends — ახალი პროდუქტი, რომელიც მობილური თამაშის საშუალებით გეგმავს საზოგადოებას ქართული ისტორია, მითოლოგია და ზღაპრები გააცნოს. თამაშის ილუსტრაციები, ისტორია და მუსიკალური გაფორმება სწორედ ქართულ მოტივებს დაეყრდნობა. 
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
საუკეთესო აპლიკაციები თქვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის
ადამიანების უმეტესობა ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას შორის ტოლობის ნიშანს არ სვამს. ყველა თანხმდება, რომ ფიზიკური სიჯანსაღე მნიშვნელოვანია და მასზე უნდა ვიზრუნოთ, თუმცა, ფსიქიკურ კეთილდღეობას სათანადო ყურადღება არ ექცევა. განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც არც ერთი სადაზღვევო პაკეტი მენტალური ჯანმრთელობის სერვისებს არ ითვალისწინებს. 
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
DALL·E-მ ჩვენი თხოვნით დახატა, როგორები იქნებოდნენ აპლიკაცები, ადამიანები რომ ყოფილიყვნენ
DALL-E 2 არის ხელოვნური ინტელექტი — OpenAI-ის მიერ შემუშავებული მოდელი, რომელიც ტექსტის აღწერის მეშვეობით ციფრულ სურათებს ქმნის. ჩვენ DALL-E 2-ს რამდენიმე აპლიკაცია ავუღწერეთ და ვთხოვეთ, მათი სურათები დაეხატა.  
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.