ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაახალი ამბები
5 მაისი 2023, 15:59
2023-05-05
სად არის თამაში "დიდგორი"?
2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» ტრეილერი გამოუშვა. თამაშის პირველი ეტაპის გამოშვება 2022 წლის მაისში იგეგმებოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგაც «დიდგორი» ხელმისაწვდომი არ არის.
2022 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრომ კომპიუტერული თამაშის, «დიდგორის» ტრეილერი გამოუშვა. თამაშის პირველი ეტაპის გამოშვება 2022 წლის მაისში იგეგმებოდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგაც «დიდგორი» ხელმისაწვდომი არ არის.
თამაშის შექმნაზე Celestial Dimension (სელესტიალ დიმენშენი) მუშაობს.
კომპანიამ კულტურის სამინისტროს კონკურსში გაიმარჯვა — უწყება შესყიდვას კომპიუტერულ თამაშზე აცხადებდა, თამაშის კონცეფცია და დიზაინი კი სელესტიალ დიმენშენმა შექმნა. ასევე, მათ უნდა გააკეთონ თამაშის დეველოპმენტი, ტესტირება და სხვა.
«ვნახეთ, რომ გამოაცხადეს კონკურსი თამაშზე. ვნახეთ, რომ დიდგორის წლისთავი მოდიოდა და გავაკეთეთ პროექტი დიდგორზე. ბევრს აქვს პრობლემა ჩვენზე, ვინ არიანო. არადა, სხვებმა, ვინც ასევე შეიტანა ტენდერზე განაცხადი, კარგად ვერ გაწერეს ხარჯთაღრიცხვა, კონცეფცია და ა.შ». — ამბობს პროექტის ხელმძღვანელი, თემო მეგრელიძე.
ის dev.ge-ს ეუბნება, რომ ამ ეტაპზე მზად არის თამაშის დემო ვერსია. თუმცა, ჯერჯერობით, გამოქვეყნება ვერ ხერხდევბა.
ტენდერი 150-ათასლარიანი იყო. სელესტიალ დემენშენმა, გადასახადების შემდეგ, თამაშზე სამუშაოდ, 111 ათასი ლარი მიიღო.
თემო მეგრელიძე ამბობს, რომ ეს თანხა ძალიან მცირეა მსგავსი პროექტის მთლიანად განსახორციელებლად.
მისივე თქმით, დემო ვერსიას, რომელიც უკვე შექმნილია, ბაგები აქვს, ანუ ხარვეზები.
«ზოგადად, ბაგი ყველა პროექტშია, რომელიც გამოდის. გვინდა, ამ თამაშში ეს გამოვასწოროთ. მაგრამ, სანამ ფულს არ მოგვცემენ, ამას ფიზიკურად ვერ გავაკეთებთ. პროექტი 2021 წლის სექტემბერში დაიწყო. 3 თვეში გავაკეთეთ 24 პერსონაჟი 3D-ში. ეს ძალიან ბევრია. სამუშაოს შესრულებას მხოლოდ ერთი ადამიანი დათანხმდა. ყველა მეუბნებოდა, თითო პერსონაჟზე 2 თვე უნდა ვიმუშაოო». — ამბობს თემო მეგრელიძე.
დემო ვერსიაზე მუშაობის დასრულების თარიღი უცნობია.
«100 ათასი ლარი ბევრი არ არის, 30 ათასი დოლარია. ამ ფასად ჩვენ გავაკეთეთ 4 ვიდეო გახმოვანებით, თავისი მუსიკით, მენიუთი და გეიმფლეით. ერთ-ერთი გამხმოვანებელი გუჯა ბურდულია, ეს მისი ბოლო როლი იყო. მოკლედ, ამ თანხით ბევრი ერთ ვიდეოს არ გააკეთებდა». — ამბობს თემო მეგრელიძე.
მისი თქმით, უკვე ერთი წელია, პროექტზე მხოლოდ ენთუზიამით მუშაობენ. ამ ეტაპზე თემო მეგრელიძე თამაშში ხრიდოლის ელემენტების ჩართვის ნაწილს ამუშავებს.
dev.ge კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობს. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ჩვენს ზარებს და სატელეფონო შეტყობინებებს არ პასუხობს.
როგორ უნდა მოემზადო გასაუბრებისთვის, თუ თამაშების დეველოპერი ხარ
ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სფეროში, HR ინტერვიუები თამაშის დეველოპერებისთვისაც მნიშვნველოვანია. სტატიაში, რომელიც მედიუმზე გამოქვეყნდა, კომპანია MY.GAMES რჩევებს გვიზიარებს.