ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

როგორ შეუძლია Amazon-ს, $4 ტრლნ საბაზრო კაპიტალის მქონე პირველი კომპანია გახდეს

საბაზრო კაპიტალის მიხედვით წამყვან ამერიკულ კომპანიებს შორის Amazon (AMZN) — ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს და Apple-ს, Microsoft-სა და Alphabet-ს ჩამორჩება. ეს Amazon-ისთვის გამოწვევაა, რათა გახდეს პირველი კომპანია, რომელსაც $4 ტრილიონის საბაზრო კაპიტალი ექნება — განსაკუთრებით Apple-ის მნიშვნელოვანი ლიდერობის გათვალისწინებით.

კომენტარის დატოვება

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 4 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო კაპიტალის მიღწევა  ისეთ კომპანიებს შეუძლიათ, როგორიცაა Alphabet, Apple და Microsoft. მათ ემატებათ კომპანიები, რომლებმაც ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენეს — Nvidia და Tesla. 

Apple-მა 3 ტრილიონი აშშ დოლარის საბაზრო ზღვარს უკვე გადააჭარბა და შესაძლოა, ისტორიული შედეგის დაფიქსირებისთვის მხოლოდ ზრდის ტრაექტორიის შენარჩუნება დასჭირდეს, რათა ამ ეტაპს რამდენიმე წელიწადში მიაღწიოს.

თუმცა, Apple-ისთვისაც კი, $4 ტრილიონი დოლარის მიღწევა შეიძლება მნიშვნელოვანი გამოწვევა იყოს. ამ შედეგამდე მისვლა ფაქტორების ერთობლიობას მოითხოვს. ეს ფაქტორები უახლოეს წლებში შემოსავლების ზრდის ტემპებს, მარჟის მოულოდნელ გაფართოებასა და უფრო ხელსაყრელ მაკროეკონომიკურ კლიმატს მოიცავს.

მიუხედავად იმისა, რომ  Amazon-ს Apple-ის ღირებულების თითქმის ნახევარი აქვს, არსებობს სცენარები, რომლებშიც შესაძლოა Amazon-მა კალიფორნიულ გიგანტს გადაუსწროს — შანსი დაბალია, თუმცა რეალური.

რა თქმა უნდა, Amazon-ს დრო და ფაქტორების ნაზავი დასჭირდება, რათა 4 ტრილიონი აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწიოს, მათ შორის შემოსავლის ძლიერი ზრდა, მარჟის გაფართოება და მრავალჯერადი პოტენციური ზრდა.

ამჟამად, Amazon სტატიაში ნახსენებ სხვა კომპანიებს შორის net გაყიდვებით პირველ ადგილზეა. თუმცა, უფრო ვიწრო მარჟის გამო, კომპანია საოპერაციო შემოსავლის მიხედვით მეოთხე ადგილზეა.

გრძელვადიანი საბაზრო კაპიტალის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი საოპერაციო შემოსავლის გაზრდაა. შემოსავლების თვალსაზრისით, Amazon-ს მრავალფეროვანი სტრატეგიები გააჩნია, რომლებმაც შესაძლოა მდგრადი ზრდა გამოიწვიოს. მაგალითად, გლობალური საცალო ვაჭრობისა და ინოვაციური ინიციატივების გაფართოება, როგორიცაა მანქანის გაყიდვა, გამოწერები (subscriptions), რეკლამა და Amazon Web Services-ის (AWS) სტრატეგიები.

რაც შეეხება მარჟას, Amazon-ის EBITDA (მოგება ინტერესებამდე, გადასახადებამდე, ცვეთამდე და ამორტიზაციამდე) ბოლო 12 თვეში 13,3% შეადგენს მაშინ, როცა Apple-ისა და Alphabet-ის მაჩვენებელი 32%-ს აღემატება, ხოლო Microsoft-ის — 50%-ს უახლოვდება.

სხვა მოთამაშეებთან შედარებით, ამ «დაბალი» მარჟის ძირითადი მიზეზი Amazon-ის საცალო ელექტრონული კომერციის მიმართ დამოკიდებულებაა. იმის მოლოდინი, რომ Amazon 40% EBITDA მარჟას მიაღწევს, რეალისტური არ არის.

მეორეს მხრივ, მოსალოდნელია, რომ Amazon-ის მაჩვენებელი მომდევნო წლებში გაიზრდება, რაც ლოჯისტიკაში, რობოტიკასა და სხვა ინიციატივებში ეფექტურობის გაუმჯობესებით იქნება გამოწვეული. გარდა ამისა, ის მისი ბიზნეს ერთეულების წვლილის წყალობითაც უნდა გაუმჯობესდეს, რომლებსაც უკეთესი მარჟა აქვთ, როგორიცაა AWS. Koyfin-ის თანახმად, Amazon-ის 2026 წლის EBITDA მარჟის სავარაუდო მაჩვენებელი 22%-ია, რაც რეალისტურად გამოიყურება.

წარმოიდგინეთ სცენარი, რომელშიც Amazon 2030 წლისთვის 26%-იან ზღვარს მიაღწევს.  სხვა კომპანიებთან შედარებით ეს მოკრძალებული შედეგი იქნება, თუმცა ამჟამიდნდელ შედეგზე ორჯერ მეტი. 

როდესაც განვიხილავთ, რომელი კომპანია იქნება პირველი, რომელიც 4 ტრილიონიან ნიშნულს მიაღწევს, პროგნოზები უფრო ბუნდოვანი ხდება. ეს იმიტომ, რომ Amazon-ის პოზიტიური პერსპექტივის მიუხედავად, Apple და Microsoft ამ შედეგთან ბევრად უფრო ახლოს არიან.

Amazon-მა კლების ტენდენცია შეაჩერა და ახლა მნიშვნელოვან მოგებაზე გადის
Amazon-მა კლების ტენდენცია შეაჩერა და ახლა მნიშვნელოვან მოგებაზე გადის
თემის მიხედვით
Amazon-მა კლების ტენდენცია შეაჩერა და ახლა მნიშვნელოვან მოგებაზე გადის
Amazon-მა AWS-ზე გენერაციული AI-ით მხარდაჭერილი ახალი ინსტრუმენტები დააანონსა
Amazon-მა AWS-ზე გენერაციული AI-ით მხარდაჭერილი ახალი ინსტრუმენტები დააანონსა
თემის მიხედვით
Amazon-მა AWS-ზე გენერაციული AI-ით მხარდაჭერილი ახალი ინსტრუმენტები დააანონსა
Amazon-მა უსაფრთხოების ახალი რობოტი გამოუშვა
Amazon-მა უსაფრთხოების ახალი რობოტი გამოუშვა
თემის მიხედვით
Amazon-მა უსაფრთხოების ახალი რობოტი გამოუშვა

ასევე წაიკითხეთ
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Spotify-ის CEO-ს თქმით, 1500 ადამიანის ერთბაშად გაშვებამ მოსალოდნელზე მეტი პრობლემა შექმნა
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
Apple-მა Vision Pro-ს მარკეტინგის დირექტორი გაათავისუფლა — VR სათვალე ცუდად იყიდება 
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
მარკ ზაკერბერგი: Meta ხელოვნურ ინტელექტში დამატებით ინვესტიციებს განახორციელებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.