როგორ მუშაობს Sellu — ონლაინ აუქციონების ვებ პლატფორმა
ონლაინ აუქციონები მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა ის, რასაც ქართული ვებლატფორმა, Sellu გვთავაზობს, ახალი და საინტერესოა.
ონლაინ აუქციონები მთელ მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა ის, რასაც ქართული ვებლატფორმა, Sellu გვთავაზობს, ახალი და საინტერესოა.
Sellu-ს შემქმნელები კიდევ ერთი ქართული სტარტაპის, Caru-ს დამფუძნებლები, ნიკა და ანა აბაშიძეები არიან.
ანამ dev.ge-სთან Sellu-ს მნიშვნელობაზე, მუშაობის მექანიზმზე, მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
Sellu ქართული ვებპლატფორმაა, რომელზეც სასურველი ნივთის შეძენა მინიმალურ ფასად, 5 ლარად არის შესაძლებელი. მონაწილეობა ძალიან მარტივია — გამოცხადებული აუქციონისთვის ბილეთს ყიდულობ. ერთი ბილეთი 5 ბიდის გაკეთების საშუალებას გაძლევს. შემდეგ ყველა ჩართული მონაწილე თავის ბიდს ჩამოდის და ვისიც ყველაზე ბოლოს, ზემოდან მოხვდება, ნივთიც მას რჩება.
თითოეული აუქციონისთვის ბილეთების ჯამური რაოდენობის მაქსიმუმ 5%-ის ყიდვაა შესაძლებელი. ბილეთების ყიდვა აუქციონის გამოცხადებისთანავე შეგიძლია. ყიდვის ბოლო დრო არის აუქციონის დაწყებამდე 10 წუთით ადრე.
Sellu-ს პირველივე აუქციონმა, რომელიც პლატფორმაზე გაიმართა, დიდი ყურადღება მიიქცია.
Რითი განსხვავდება Sellu-ს აუქციონი სტანდარტული აუქციონისგან?
Sellu-ში ფიქრობენ, რომ სტანდარტული აუქციონი თაღლითობის წყაროა. Ნიკა აბაშიძე გვიხსნის, რომ ამ დროს ფასის გაბერვა და მომატება მარტივია, რასაც Sellu-ში ვერასდროს შეხვდებით.
Sellu-ს დამფუძნებლების თქმით, სტარტაპის იდეაა, მდიდარი და არამდიდარი ხალხის ნივთები აღარ არსებობდეს — ნივთებს აღარ ჰქონდეს ფასები და ისინი ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ანას თქმით კი, Sellu-ს ქართულ ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს და პლატფორმა უნიკალურია.
Sellu რამდენიმე საინტერესო და კეთილი წამოწყების ავტორია. Sellu-ზე გადახდილი
თანხიდან 2% მიუსაფარი ცხოველების დასახმარებლად მიდის და Tamaz Elizbarashvili dog shelter-ს ერიცხება.
Მეტი ინფორმაციისთვისა და აუქციონში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ეწვიოთ პლატფორას.