ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Ripple-ის CEO-ს თქმით, 2024-ის ბოლოს კრიპტო ბაზარი $5 ტრილიონამდე გაიზრდება

ბლოკჩეინის სტარტაპ Ripple-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბრედ გარლინგჰაუსი ვარაუდობს, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია 2024 წლის ბოლოს 5 ტრილიონ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

კომენტარის დატოვება

მან CNBC-ს განუცხადა, რომ კრიპტო ბაზრის მთლიანი ღირებულების  გაორმაგებას ელის — გარლინგჰაუსი ამ პროცესის ხელშემწყობ ფაქტორებზეც საუბრობს, მათ შორის ე.წ. Halving დღეზე.

«მე დიდი ხანია ამ ინდუსტრიის გარშემო ვტრიალებს და და ვხედავ, რომ ეს ტენდენციები მოდის». — განუცხადა გარლინგჰაუსმა CNBC-ს. «ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ მაკრო ტენდენციები, დიდი სურათი, როგორიცაა ETF-ები, ისინი რეალური ინსტიტუციური ფულის მართვას შეძლებენ».

«თქვენ ხედავთ, რომ მოთხოვნა იზრდება, ხოლო მიწოდება მცირდება». — თქვა გარლინგჰაუსმა. «ამას ეკონომიკის ღრმად ცოდნა არ სჭირდება, რათა მიხვდეთ, რა ხდება, როდესაც მოთხოვნა იზრდება, ხოლო მიწოდება მცირდება».

2024 წლის 20 აპრილს Bitcoin-ის Halving, იგივე განახევრების დღეა. ეს ისტორიაში მეოთხე ჰალვინგია და ნიშნავს, რომ განახევრდება მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინების რაოდენობა ბლოკჩეინის ყოველ 210 000 ბლოკში. მიზანია, შემცირდეს ბიტკოინის ქსელში ახალი მონეტების რაოდენობა. 

Bitcoin Halving პროცესია, როდესაც ამ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე მაინერების მიერ გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა ნახევრდება. თავდაპირველად თითოეულ ბლოკზე მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა 50 იყო. ახლა თითოეულ ბლოკზე 6.25 ბიტკოინი გამომუშავდება, ჰალვინგის შემდეგ კი 3.125 გახდება. 

«კრიპტო ინდუსტრიის მთლიანი საბაზრო კაპიტალი, ადვილი მოსალოდნელია, რომ ამ წლის ბოლომდე გაორმაგდება…». — თქვა გარლინგჰაუსმა.

კრიპტო ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 4 აპრილის მდგომარეობით, დაახლოებით 2,6 ტრილიონი აშშ დოლარი იყო. თუ ბაზარი გაორმაგდება, ეს ნიშნავს ახალი ჯამური კრიპტო საბაზრო კაპიტალიზაციას — კერძოდ, $5,2 ტრილიონს.

Bitcoin ბოლო 12 თვეში 140%-ზე მეტით გაიზარდა. CoinGecko-ს მონაცემებით, მან 13 მარტს 73,000 აშშ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, მას შემდეგ 70,000 აშშ დოლარს საკმაოდ ჩამოსცდა.

აშშ-ის კრიპტო ბირჟის, Gemini-ის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა, მარშალ ბერდმა ცოტა ხნის წინ CNBC-ს ლონდონში გამართულ კრიპტოკონფერენციაზე განუცხადა, რომ მისი აზრით, ამ წლის ბოლოს Bitcoin-ის ფასი 150,000 აშშ დოლარამდე გაიზრდება.

ოქროს მომპოვებელი კომპანია Nilam Resources 24 800 Bitcoin-ის შეძენას გეგმავს
ოქროს მომპოვებელი კომპანია Nilam Resources 24 800 Bitcoin-ის შეძენას გეგმავს
თემის მიხედვით
ოქროს მომპოვებელი კომპანია Nilam Resources 24 800 Bitcoin-ის შეძენას გეგმავს
ვინ არიან ე.წ Bitcoin ვეშაპები
ვინ არიან ე.წ Bitcoin ვეშაპები
თემის მიხედვით
ვინ არიან ე.წ Bitcoin ვეშაპები
Bitcoin-ის ფასმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა $60 ათასს
Bitcoin-ის ფასმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა $60 ათასს
თემის მიხედვით
Bitcoin-ის ფასმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა $60 ათასს
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
თემის მიხედვით
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი

ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.