ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი

2024 წლის 20 აპრილს Bitcoin-ის Halving, იგივე განახევრების დღეა. ეს ისტორიაში მეოთხე ჰალვინგია და ნიშნავს, რომ განახევრდება მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინების რაოდენობა ბლოკჩეინის ყოველ 210 000 ბლოკში. მიზანია, შემცირდეს ბიტკოინის ქსელში ახალი მონეტების რაოდენობა. 

კომენტარის დატოვება

რა არის Bitcoin Halving (განახევრება)?

Bitcoin Halving პროცესია, როდესაც ამ Bitcoin-ის ბლოკჩეინზე მაინერების მიერ გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა ნახევრდება. თავდაპირველად თითოეულ ბლოკზე მაინინგით გამომუშავებული ბიტკოინის რაოდენობა 50 იყო. ახლა თითოეულ ბლოკზე 6.25 ბიტკოინი გამომუშავდება, ჰალვინგის შემდეგ კი 3.125 გახდება. 

რატომ ხდება Bitcoin Halving?

Bitcoin-ის განახევრება მიწოდების კონტროლით ინფლაციის მართვას უწყობს ხელს. ეს მექანიზმი მიმოქცევაში შემოსული ახალი მონეტების ნაკადს ზღუდავს, რაც ამ კონკრეტული კრიპტოვალუტის ნაკლებობას იწვევს და თავიდან იცილებს დევალვაციას. 

ხელმისაწვდომი Bitcoin-ების საერთო რაოდენობა 21 მილიონამდეა შეზღუდული. როდესაც BTC-ის საერთო რაოდენობა 21 მილიონს მიაღწევს, ახლის წარმოება შეწყდება. მისი განახევრება იმის გარანტიას იძლევა, რომ Bitcoin-ის რაოდენობა, რომლის მოპოვებაც თითოეული ბლოკისთვის არის შესაძლებელი, დროთა განმავლობაში მცირდება, რაც BTC-ის იშვიათს ხდის და მის ფასს ზრდის.

რატომ არის Bitcoin Halving მნიშვნელოვანი ინვესტორებისთვის?

Bitcoin-ის მომავალი განახევრება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენაა კრიპტო კალენდარში. ამან შეიძლება Bitcoin-ის ფასსა და მთლიანი ბაზრის ლანდშაფტზე დიდი გავლენა მოახდინოს, თუნდაც ათვლის პერიოდის განმავლობაში. 

Bitcoin-ის განახევრებას ხშირად კრიპტოვალუტის ბაზარზე არასტაბილურობა მოჰყვება. ხელმისაწვდომი Bitcoin-ის რაოდენობა კრიპტოვალუტის განახევრების ციკლის შედეგად მცირდება, რაც მის ფასს ზრდის. ამ მოვლენებთან ერთად ფულის გამომუშავების ახალი  შესაძლებლობა ჩნდება.

გარდა ამისა, ვინაიდან ბლოკის ჯილდოები ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება, ზოგიერთი მაინერი ოპერაციებს წყვეტს, რადგან ეს პროცესი ხარჯების გაზრდის გამო მომგებიანი აღარ არის. Hashrate-ის პოტენციურმა შემცირებამ შეიძლება Bitcoin-ის ფასზე გავლენა მოახდინოს.

Bitcoin Halving-ის ისტორია

პირველი განახევრება 2012 წლის 8 ნოემბერს მოხდა, როცა 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით $12 იყო; ერთი წლის განმავლობაში Bitcoin-ის ფასი თითქმის $1,000-მდე გაიზარდა.

2016 წლის 9 ივლისს შემდეგი განახევრების დრო მოვიდა, და კრიპტოვალუტის ფასი 670 აშშ დოლარამდე დაეცა, თუმცა, მალევე, 2017 წლის ივლისში 2 550 აშშ დოლარამდე გაიზარდა. იმავე წლის დეკემბერში Bitcoin-ის ფასმა პიკს, თითქმის 19 700-ს აშშ დოლარს მიაღწია.

მესამე და ამ ეტაპზე უკანასკნელი განახევრება 2020 წლის 11 მაისს მოხდა და ბლოკის ჯილდო 12.5 BTC-დან 6.25 BTC გახდა.

“თავისუფლებაში ვარჯიში” — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან ნიკოლოზ მუსერიძესთან
«თავისუფლებაში ვარჯიში» — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
თემის მიხედვით
«თავისუფლებაში ვარჯიში» — ინტერვიუ ბიტკოინ მაქსიმალისტთან, ნიკოლოზ მუსერიძესთან
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
თემის მიხედვით
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება
თემის მიხედვით
Bitcoin-ის მოპოვება უფრო იაფი და ენერგოეფექტური ხდება

ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.