ოქროს მომპოვებელი კომპანია Nilam Resources 24 800 Bitcoin-ის შეძენას გეგმავს
ოქროს მომპოვებელი კომპანია Nilam Resources 1.70 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ს შეიძენს.
ოქროს მომპოვებელი კომპანია Nilam Resources 1.70 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების Bitcoin-ს შეიძენს.
Nilam Resources, Inc.-ის განცხადების თანახმად, შესყიდვა მავრიკში დაფუძნებულ სპეციალური დანიშნულების ერთეულს, MindWave-ს მოიცავს, რომელიც 24 800 ბიტკოინსა და სხვა ციფრულ აქტივებს ფლობს.
შეძენილი 24 800 ბიტკოინი Nilam Resources-ისთვის გირაო იქნება, რათა მაღალშემოსავლიანი პროექტებისთვის კაპიტალი მოიზიდოს. კომპანია ასევე C სერიის ახლად ავტორიზებული პრივილეგირებული კლასის აქციების გამოშვებას გეგმავს.
«კომპანია და გუნდი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გულმოდგინედ მუშაობდა, რათა ყველა შეთანხმება წარმატებით დასრულებულიყო». — თქვა Nilam Resources-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პრანჯალი მორმა.
ბაზრის ამჟამინდელი მდგომოარეობისა და ფინანსური ბაზრების მიერ Bitcoin-ის აღიარების ფონზე, Nilam Resources-ის ეს ტრანზაქცია, ექსპერტების აზრით, გამართლებულია. ამ ნაბიჯით კომპანია ინკლუზიურ, მდგრად და გამჭვირვალე ეკონომიკაზე ფოკუსირებას კიდევ ერთხელ ადასტურებს
«გამჭვირვალობა, ინოვაცია და მდგრადობა ჩვენი განმსაზღვრელია. ჩვენ პრიორიტეტს მკაფიო კომუნიკაციას ვანიჭებთ, უახლეს იდეებს ვითვალისწინებთ და მნიშვნელოვან პროექტებში ინვესტირებას ვაკეთებთ». — თქვა მორმა.
C სერიის ახლად ავტორიზებული პრივილეგირებული კლასის აქციების
შეძენის დეტალები და პირობები მომავალ, საბოლოო შეთანხმებებში იქნება ასახული. ეს შეთანხმება Nilam Resources-ს MindWave-ის სრულ მფლობელობას მისცემს და მას შვილობილ კომპანიად გარდაქმნის.