ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ვინ არიან ე.წ Bitcoin ვეშაპები

დიდწილად აშშ-ის ფინანსური გიგანტების წყალობით, Bitcoin-ის ფასი ყველა დროის მაქსიმუმთან ახლოსაა.

სტატია გამოქვეყნდა BBC-ზე. 

კომენტარის დატოვება
ვინ არიან ე.წ Bitcoin ვეშაპები

დიდწილად აშშ-ის ფინანსური გიგანტების წყალობით, Bitcoin-ის ფასი ყველა დროის მაქსიმუმთან ახლოსაა.

სტატია გამოქვეყნდა BBC-ზე. 

საინვესტიციო კომპანიები, როგორიცაა Grayscale, BlackRock და Fidelity,  არასტაბილური ციფრული აქტივის შესაძენად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ისინი ე.წ. «Bitcoin-ის ვეშაპები» გახდნენ.

კიდევ რომელი ორგანიზაციები ან ინდივიდები არიან Bitcoin-ის ვეშაპები და რას ნიშნავს სიმდიდრის ცვლილება ციფრული ვალუტისთვის, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა, როგორც თანასწორების  (peer-to-peer internet) ინტერნეტ ფული?

სამუდამოდ დაკარგული Bitcoin

სხვადასხვა შეფასების მიხედვით, სამი მილიონიდან ექვს მილიონამდე Bitcoin სამუდამოდ დაკარგულია. ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ადამიანებს მათი ციფრული საფულეების პაროლი ავიწყდებათ, რომლის  აღდგენაც შეუძლებელია. მაგალითად, ამის გამო უელსელმა ჯეიმს ჰოველსმა 8000 Bitcoin დაკარგა.

ამ დაკარგული Bitcoin-ების ნაწილი შესაძლოა ასევე მიტოვებული კრიმინალური შემოსავლებიდანაც იყოს, რომლებიც ხელუხლებელი რჩება. კრიპტო გამომძიებლის, Elliptic-ის თანახმად, 3,15 მილიონი Bitcoin, 10 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, მიძინებული იყო. ზოგიერთი ანალიტიკოსი, როგორიცაა Chainalysis ამბობს, რომ Bitcoin, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში ერთ საფულეზე ფიქსირდება, ასევე შეიძლება დაიკარგოს. ასე რომ, დაკარგულ გროვას შეიძლება კიდევ რამდენიმე მილიონი Bitcoin დაემატოს.

ძირითადი შეფასება 3,5 მილიონია, თუმცა ამ მიძინებული მონეტებიდან 1,1 მილიონი სავარაუდოდ Bitcoin-ის ანონიმურ შემქმნელს ეკუთვნის. ამრიგად, დაკარგული მონეტების შეფასება დაახლოებით 2.4 მილიონია, ანუ ყველა Bitcoin-ის 11%.

კრიპტო ბირჟები

კრიპტოვალუტის ბირჟები კრიპტო-მომხმარებლებისთვის მოქმედებენ როგორც ბანკები. შეგიძლიათ, რომ თქვენი ტრადიციული ფული, როგორიცაა დოლარი ან ფუნტი, Bitcoin-სა და სხვა ციფრულ ტოკენებში გაცვალოთ. K33-ის კვლევების მიხედვით, ბირჟებზე დაახლოებით 2,3 მილიონი Bitcoin ინახება. Binance მსოფლიოში უმსხვილესი ბირჟაა და, სავარაუდოდ, დაახლოებით 550,000 ბიტკოინი აქვს — შემდეგ მოდის Bitfinex (403,000), Coinbase (386,000), Robinhood (146,000) და OKX (126,000). საერთო ჯამში, ითვლება, რომ ბირჟები ყველა Bitcoin-ის დაახლოებით 11%-ს იკავებენ.

თქვენი მონეტების კრიპტოვალუტის ბირჟაზე დატოვება შეიძლება ცუდად დამთავრდეს მაგალითად, FTX-ის კოლაფსით, რამაც მომხმარებლები მათ მონეტებზე წვდომის გარეშე დატოვა.

უცნობი ვეშაპები

Bitcoin-ის ვეშაპი ადამიანია, რომელიც ციფრულ საფულეში 10000-ზე მეტ Bitcoin-ს ფლობს. ვებსაიტი Bitinfocharts ბლოკჩეინის საჯარო ჩანაწერებს იყენებს, რათა კრიპტოვალუტით 100 ყველაზე მდიდარი ადამიანის სია შეადგინოს, აქედან დაახლოებით 80 საფულის მფლობელი უცნობია. ერთ-ერთი ასეთი საფულის ფლობა თქვენ მილიარდელად გაქცევთ.  დიდი ვეშაპები ყველა Bitcoin-ის დაახლოებით 8%-ს ფლობენ.

მაინინგი 

ხელმისაწვდომი Bitcoin-ების საერთო რაოდენობა 21 მილიონამდეა შეზღუდული. როდესაც BTC-ის საერთო რაოდენობა 21 მილიონს მიაღწევს, ახლის წარმოება შეწყდება. მისი განახევრება იმის გარანტიას იძლევა, რომ Bitcoin-ის რაოდენობა, რომლის მოპოვებაც თითოეული ბლოკისთვის არის შესაძლებელი, დროთა განმავლობაში მცირდება, რაც BTC-ის იშვიათს ხდის და მის ფასს ზრდის.

დროთა განმავლობაში, მაინინგის ჯილდოს სახით გაცემული მონეტების რაოდენობა ავტომატურად მცირდება და აპრილში კვლავ განახევრდება. სავარაუდოა, რომ ბოლო Bitcoin 2140 წელს შეიქმნება.

Bitcoin-ის შემქმნელი სატოში ნაკამოტო

Bitcoin-ის ანონიმური შემქმნელი დაახლოებით 1,1 მილიონ Bitcoin-ს ფლობს საფულეებში, რომლებიც პირველად 2009 წელს შეიქმნა. თითოეული მონეტა ხელუხლებელია და არავინ იცის ვინ არის სატოში. თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, მაშინ სატოში ნაკამოტო მსოფლიოში 22-ე უმდიდრესი ადამიანი იქნება. ის ყველა Bitcoin-ის დაახლოებით 5%-ს ფლობს.

რეგულირებადი საინვესტიციო კომპანიები

იანვარში აშშ-ის ფინანსურმა ხელისუფლებამ რეგულირებად საინვესტიციო კომპანიებს ნება დართო, Bitcoin-თან დაკავშირებული ახალი ფინანსური პროდუქტების გაყიდვა დაეწყოთ, სახელწოდებით Spot Bitcoin ETFs. თებერვლის შუა რიცხვებში, საინვესტიციო გიგანტებმა,  Bitcoin-ის აქტიური შეძენა დაიწყეს. ისინი ETF-ებს Bitcoin-ის ფასზე ფსონის დასადებად, ყოველგვარი მონეტების ფლობის გარეშე ყიდულობდნენ.

K33 Research-ის თანახმად, 29 თებერვლისთვის უკვე გამოყოფილი ან შეძენილი იყო 933,000 მონეტა. K33-ის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყველაზე დიდი მფლობელი Grayscale-ია. შეფასებულია, რომ მას  დაახლოებით 450,000 Bitcoin აქვს. სხვა გიგანტებს შორის BlackRock (150,000) და Fidelity (102,000) არიან.

კრიპტო-ფანების უმეტესობა მათი პირადი ქონების ზრდას  ონლაინ ზეიმობს — ფინანსური ინსტიტუტის წყალობით, რომელიც Bitcoin-ის ღირებულებას დიდი მოთხოვნის გამო ზრდის. მაგრამ ზოგიერთმა გამოთქვა შეშფოთება, რომ ეს ტრადიციული ბანკის სტილია და Bitcoin-ის არსს ეწინააღმდეგება. ამ ფინანსურ გიგანტებს ყველა მონეტის დაახლოებით 4,5% უჭირავთ. საინტერესოა, რას (თუ) ფიქრობს სატოში ნაკამოტო და როდის გაუსწრებენ მას ბანკები Bitcoin-ის მფლობელობაში.

სამართალდამცავი სტრუქტურები

მთელს მსოფლიოში სამართალდამცავები კიბერდანაშაულის ბანდებს ან უკანონო ბაზრის ადგილებს, რომლებშიც Bitcoin-ს მნიშვნელოვანი როლი უჭირავს, რეგულარულად ანადგურებენ. 2020 წლიდან დღემდე შეერთებულმა შტატებმა Bitcoin-ის სამი ძირითადი ჩამორთმევა განახორციელა. საბოლოოდ ისინი აუქციონზე გაიყიდება, მაგრამ 21.co-ის კვლევის მიხედვით, თანხების ნაწილი (დაახლოებით 200,000) საფულეებიდან ვერ გადავიდა. როგორც ვარაუდობენ, დიდ ბრიტანეთში სამართალდამცავების მიერ «მოპოვებული» 61,000 Bitcoin ინახება და ითვლება, რომ გერმანიის პოლიციას ბოლო ოპერაციიდან ჯერ კიდევ  50,000 მონეტა აქვს.

პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია MicroStrategy

2020 წელს მეწარმემ, მაიკლ სეილორმა თავისი საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია დაარწმუნა, რომ რაც შეიძლება მეტი Bitcoin-ის ყიდვა დაეწყოთ. MicroStrategy-ს, და მის შვილობილი კომპანიებს, ახლა დაახლოებით 193,000 Bitcoin აქვთ და ციფრული მონეტების მფლობელ უმსხვილეს ორგანიზაციებს შორის არიან.

Crypto-software კომპანია Block One

2020 წელს, კრიპტოპროგრამული მწარმოებლის, Block One-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტვიტერში განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ 140,000 Bitcoin-ის პირველადი შეძენის შემდეგ, კრიპტოვალუტის ყიდვა განაგრძო. მათი ზუსტი რაოდენობა ახლა უცნობია და ალბათ, გაცილებით ბევრი იქნება, თუმცა Block One-მა BBC-ის მეილს არ უპასუხა.

ჰაკის შედეგად დაკარგული მონეტები

დამღუპველი ჰაკების შედეგად, მსოფლიოში პირველმა მსხვილმა კრიპტობირჟამ, Mt Gox-მა 2011 წელს დაახლოებით 850,000 Bitcoin დაკარგა. მარკ ჰანტერი, რომელმაც ამ ამბის შესახებ წიგნი დაწერა, ამბობს, რომ ჯერ კიდევ უცნობია, ზუსტად რა დაემართა მონეტებს.  ვარაუდობენ, რომ მათი უმრავლესობა თაღლითებმა ისევ ღია ბაზარზე გაყიდეს.

ვინკლევოსის ტყუპები — ინვესტორები

დანამდვილებით უცნობია, რამდენ Bitcoin-ს ფლობენ კრიპტო-მეწარმე ძმები ახლა, მაგრამ 2017 წელს New York Times-თან ინტერვიუში ტყუპებმა განაცხადეს, რომ მათ დაახლოებით 70,000 ჰქონდათ და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არცერთი არ გაუყიდიათ.

კრიპტო მონეტების კომპანია Tether

Tether საკუთარი კრიპტო ტოკენია, რომელიც ცნობილია როგორც სტაბილური მონეტა, მაგრამ, მიუხედავად ამის, კომპანია წლების განმავლობაში, Bitcoin-ებს ყიდულობდა, როგორც Tether-ის რეზერვების ნაწილს. ინდუსტრიის დამკვირვებლების შეფასებით, კომპანიას  დაახლოებით 67,000 Bitcoin აქვს.

ინვესტორი ტიმ დრაპერი

ამერიკელი სარისკო კაპიტალის ინვესტორი, ტიმ დრეიპერი 2014 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან 30,000 Bitcoin იყიდა, რომელიც პოლიციამ Silk Road-ს ჩამოართვა, ხოლო აშშ-ის მთავრობამ აუქციონზე გაიტანა. იმ დროს მონეტები მას $17 მილიონი დაუჯდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობს, რამდენი მონეტის მფლობელია, მან კრიპტო ვებსაიტს, Protos-ს 2022 წელს განუცხადა, რომ არცერთი არ გაუყიდია და Bitcoin-ის შეძენას კვლავ განაგრძნობს. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მაიკლ სეილორი

Microstrategy-ის დამფუძნებელმა 2020 წლის ოქტომბერში ტვიტერში დაწერა, რომ მას პირადად  17,700 ბიტკოინი აქვს. სავარაუდოდ ამ დროისთვის მეტი იქნება.

Tesla

Tesla-ს კვარტალურ შემოსავალში, კერძოდ 2023 წლის ბოლოს, Bitcoin-ის მფლობელობასთან დაკავშირებული რაიმე ცვლილება ნახსენები არ ყოფილა. ამიტომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კომპანია ჯერ კიდევ  9,700 Bitcoin-ს ფლობს. 2021 წელს ილონ მასკის კომპანიამ 40,000-ზე მეტი მონეტა შეიძინა, მაგრამ ბოლო წლებში უმრავლესობა გაყიდა.

კრიპტოტექნოლოგიური კომპანია Block

კრიპტოტექნოლოგიური კომპანია, Block, რომელსაც Twitter-ის დამფუძნებელი, ჯეკ დორსი ხელმძღვანელობს, დიდი ხანია კრიპტო ინდუსტრიაშია ჩართული. შემოსავლების უახლეს ანგარიშში კომპანიამ განაცხადა, რომ  საინვესტიციო მიზნებისთვის დაახლოებით 8,038 Bitcoin ჰქონდა.

ინვესტორი პიტერ ტიელი

უცნობია, ზუსტად რამდენ Bitcoin-ს ფლობს მილიარდერი ინვესტორი, მაგრამ 2023 წელს მისმა კომპანიამ Bitcoin-ების ყიდვა დაიწყო — ცნობილია, რომ ჯერჯერობით ჯამში 100 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა.

ელ სალვადორი

ცენტრალური ამერიკის ქვეყნის, ელ სალვადორის პრეზიდენტმა Bitcoin-ის ყიდვა საჯარო ფულით 2021 წელს დაიწყო. საჯარო ჩანაწერები არ არსებობს, ზუსტად რამდენი მონეტაა შეძენილი ან რა ღირებულებით.

ხალხი

დარჩა 10,5 მილიონი Bitcoin, რომელიც ყველა Bitcoin-ის დაახლოებით 50%-ია და მას ხალხი ფლობს. არავინ იცის ზუსტად რამდენი ადამიანი ფლობს Bitcoin-ს, მაგრამ კრიპტოტექნოლოგიური კომპანია River-ის შეფასებით, კრიპტოვალუტას 2023 წლის ივნისისთვის 81,7 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, ანუ გლობალური მოსახლეობის 1%.

Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
თემის მიხედვით
Bitcoin Halving დღე ახლოვდება — რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი
Bitcoin-ის ფასმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა $60 ათასს
Bitcoin-ის ფასმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა $60 ათასს
თემის მიხედვით
Bitcoin-ის ფასმა 2021 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად გადააჭარბა $60 ათასს
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
თემის მიხედვით
Bitcoin ელ-სალვადორში — ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ


ასევე წაიკითხეთ
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
18 სპიკერი, 250-ზე მეტი დამსწრე — როგორ ჩაიარა „კრიპტო ბაზრის” სიმპოზიუმმა „ხარები” 
25 მაისს «კრიპტო ბაზარმა» «რესპუბლიკაში» 18 სპიკერი და 250-ზე მეტი ადამიანი შეკრიბა ფინტექ სიმპოზიუმზე, რომლის მთავარი მიზანიც, «კრიპტო ბაზრის» დამფუძნებლის, ავთანდილ კუჭავას თქმით, დეცენტრალიზებული საზოგადოების მშენებლობაა. 
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Binance-ის ყოფილ ბოსს, ჩანგპენგ ჟაოს 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
Bitcoin-ის ისტორიაში მეოთხე halving — რას უნდა დააკვირდნენ ინვესტორები ახლა
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
კრიპტო ბაზარი USAID-ის პროგრამის ფარგლებში სტაჟირებას აცხადებს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.