ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
თამთა ნაჭყებიაგანათლება
23 იანვარი 2023, 16:57
2023-01-23
ჰარის მოუბრეი — Canadaball-დან ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონულ ვერსიამდე
23 წლის ამერიკელმა ლინგვისტმა და პროგრამისტმა, ჰარის მოუბრეიმ ქართული ბრაილის შრიფტის ელექტრონული ვერსია შექმნა. მის მიერ დაწერილი პროგრამა კომპიუტერთან დაკავშირებული ბრაილის ეკრანის (Braille display) ან ბრაილის ჩამწერის (Braille note-taker) გამოყენებით ტექსტის ქართული ბრაილის შრიფტით წაკითხვის შესაძლებლობას იძლევა.
ჰარის მოუბრეის საქართველოში მისი ფეისბუქ გვერდის, Canadaball-ის გამო იცნობენ. იუმორისტული გვერდი, რომელიც მიმებს აქვეყნებს და სხვადასხვა ქვეყანას ერთმანეთთან აჯიბრებს, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს.
«საქართველო ბრაზილიის წინააღმდეგ — ვნახოთ, ვინ აჯობებს» — ფეიჯზე მსგავსი პოსტები ქვეყნდება, მოქალაქეები კი ხმას ემოციებით აძლევენ. საქართველო ამ ინტერნეტ დაპირისპირებებში, როგორც წესი, იმარჯვებს.
ჰარისი dev.ge-ს ეუბნება, Canadaball საქართველოში უკვე 6 წელია, პოპულარულია და ამის გამო ჩვენს ქვეყანაზე მანაც ბევრი გაიგო და ისწავლა, მათ შორის, ელემენტარულ დონეზე ქართული ენა, რამდენიმე თვის წინ კი ქართული ბრაილის შრიფტის გაციფრულებაც გადაწყვიტა.
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჰარის მოურბეიმ მკვიდრ ამერიკელებთან მუშაობა დაიწყო — მისი ფუნქციაა პროგრამირება ლინგვისტიკის გავლით. აღმოჩნდა, რომ მათი ენა, ფაქტობრივად კვდება — სულ 5 ადამიანი ლაპარაკობს.
მთლიანობაში, ამ დროისთვის, ჰარის მოუბრეის შექმნილი აქვს ბრაილის შრიფტი უიღურებისთვის, ასევე, სამაატური ენისთვის, გაგაუზისთვის, ელვდურისა და სხვადასხვა ქვეყნის უმცირესობის კიდევ რამდენიმე ენისთვის.
ბრაილის ქართული შრიფტი კი 120 წელზე მეტია, არსებობს. თუმცა, არ არსებობდა მისი ციფრული ვერსია. სწორედ ამაზე იმუშავა ჰარის მოუბრეიმ ქართველ უსინათლო ქალთან, აქტივისტ მარიამ მიქიაშვილთან ერთად. სწორედ მიქიაშვილმა დააკავშირა ჰარისი განათლების სამინისტროსთან და გასწია ყველა ბიუროკრატიული სამუშაო.
ციფრული შრიფტის შექმნის შემდეგ საჭირო გახდა, ის საერთაშორისო ორგანიზაცია LibLouis-ის რესურსების ჩამონათვალში დაემატებინათ. LibLouis საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ფლობს ბრაილის მთარგმნელ ღია კოდზე დაფუძნებულ პროგრამას.
მისივე თქმით, ახლა კიდევ რამდენიმე თვეა საჭირო, რომ კომპანიებმა, რომლებიც პროგრამული უზრუნველყოფას აკეთებენ, ქართული ენისთვის საჭირო ინსტრუმენტები შექმნან.
მისივე თქმით, ზოგიერთი ადამიანი საქართველოში, მათ შორის, უსინათლოთა კავშირში, არ ფიქრობს, რომ ბრაილის შრიფტი აქტუალურია და მას წარსულის საგნად მიიჩნევს, თუმცა, თავად არ ეთანხმება.
ის ახლა საქართველოშია და მარიამ მიქიაშვილთან ერთად განათლების სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გეგმავს. მათ უნდა იმუშაონ ბრაილის შესაქმნელად აფხაზური, მეგრული, სვანური და ლაზური ენებისთვის.
«სვანური და ლაზური ძალიან პატარა ენებია, შეიძლება, არც არავინაა უსინათლო, ვინც ამ ენებზე საუბრობს. თუმცა, თუ ეს შრიფტი ერთ ადამიანს მაინც დაეხმარება, მისი გაკეთება ღირს. ასევე, ის დაეხმარება იმ ადამიანებს, ვინც ქართულად ლაპარაკობს, მაგრამ მათი სწავლა სურს». — გვეუბნება ჰარის მოუბრეი.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.
ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.
ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.
ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო.
ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს.
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.