რატომ და როგორ აგრძელებს ზრდას პროგრამირების დინამიური ენა Python
იცით, პროგრამირების რომელი ენა არსებობს უკვე სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში და ყოველწლიურად კიდევ უფრო პოპულარული ხდება? თუ Phyton გაიფიქრეთ, მაშინ მართალი ბრძანდებით. 2022 წლის მონაცემების მიხედვით, GitHub-ზე მეორე ყველაზე გამოყენებულ ენად პითონი ითვლება — 2022 წელს მას ოთხ მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებდა.
სტატიაში პითონის მოკლე ისტორიას მოგიყვებით, მის სარგებელზე ვისაუბრებთ და შევეცდებით, წარმატებით ვუპასუხოთ კითხვას, თუ რატომ და როგორ განაგრძობს 1990-იან წლებში გაჩენილი პროგრამირების ენა ზრდასა და დომინირებას. ბონუსად რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ და ხრიკებსაც გასწავლით.
რა არის პითონი?
პითონი მაღალი დონის პროგრამირების დინამიური ენაა, რომელსაც შესაძლებლობების ფართო სპექტრი გააჩნია. მარტივი სინტაქსი მას ადვილად წასაკითხს ხდის, რაც დამწყებებისა და სტაჟიანი მომხმარებლებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. პითონი, რომელიც პირველად 1991 წელს გამოვიდა, მულტიპარადიგმული ენაა და მოიცავს, როგორც პროცედურული, იმპერატიული, ისე ფუნქციონალური პროგრამირების ელემენტებს. მას ხშირად ისეთ ენებს ადარებენ, როგორებიცაა Tcl, Ruby, Scheme და Java.
სახალისო ფაქტი: პითონის სახელის ინსპირაცია BBC-ის სატელევიზიო შოუდან, «Monty Python’s Flying Circus"-დან მოდის.
პითონი გამოსვლის დღიდან ვითარდება და დეველოპერების, მონაცემთა მეცნიერებისა და მკვლევრების ფავორიტად რჩება. ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, როგორ შეიძლება პროგრამირების ენა მარტივი და დახვეწილი იყოს.
თვალსაჩინოებისთვის მაგალითი მოვიყვანოთ:
ვინაიდან პითონი ზოგადი დანიშნულების ენაა, მისი გამოყენება სხვადასხვა პროგრამაშია შესაძლებელი. ენის მარტივი ბუნება ამოცანების ავტომატიზაციისთვის, მონაცემთა ანალიზისთვისა და ვებსაიტების ან პროგრამული უზრუნველყოფის მშენებლობისთვის შეუდარებელია.
პითონს რამდენიმე მახასიათებელი გააჩნია, რაც დეველოპერებსა და ინჟინრებში მის პოპულარობას განსაზღვრავს. ესენია:
წასაკითხად მარტივია - პითონი უფრო მეტად ინგლისურ საკვარძო სიტყვებს იყენებს, ვიდრე პუნქტუაციას.
ყველასთვის ხელმისაწვდომია — კოდის წყაროს ჩამოტვირთვა, მისი შეცვლა და ისე გამოყენება შეგიძლიათ, როგორც გსურთ.
ყველაფერს ერგება — ზოგიერთი ენა სხვადასხვა პლატფორმაზე წარმატებით გასაშვებად კოდის შეცვლას ითხოვს, მაგრამ პითონე ენაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ერთი და იგივე კოდი ნებისმიერ ოპარაციულ სისტემაზე გაუშვათ.
გამოყენების ფართო საზღვრები გააჩნია — პითონის კოდის დაწერა სხვა ენებზეც (მაგალითად, C ++) შესაძლებელია. მომხმარებლებს დაბალი დონის მოდულების პითონის თარჯიმანში დამატება და ინსტურმენტების მორგება/ოპტიმიზაცია შეუძლიათ.
ფართო სტანდარტული ბიბლიოთეკა გააჩნია - ეს ბიბლიოთეკა ყველასთვის ხელმისაწვდომია, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლებს თითოეული ფუნქციისთვის კოდის დაწერა არ უწევთ.
რისთვის გამოიყენება პითონი?
Python-ის გამოყებება თითქმის ყველაფრისთვის შეიძლება, ვებ და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებიდან დაწყებული, მანქანური სწავლითა და ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული (AI). მოდით, მისი ყველაზე გავრცელებული გამოყენება განვიხილოთ.
გაუშვით ეს ბრძანება და დეველოპერების პოპულარულ შიდა ხუმრობას ეზიარებით.
პითონის გამოყენება ვებ და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის
პითონი ვებ და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებისთვის ყველაზე ხელსაყრელი და საყვარელი პროგრამული ენაა, რადგან რთული, მრავალ პროტოკოლური პროგრამების შექმნა, ლაკონური, წაკითხვადი სინტაქსით შეუძლიათ. სხვათა შორის, რამდენიმე პოპულარული აპლიკაცია თუ პროგრამა სწორედ პითონის დახმარებით შეიქმნა. გარდა ამისა, პითონის ღია წყაროს საზოგადოება დეველოპერებს დიდი რაოდენობით მეორად კოდექსს, ჩარჩოებსა (frameworks) და მხარდაჭერას სთავაზობს. Django პითონის ერთ-ერთი ჩარჩოა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ. ის გამოცდილმა დეველოპერებმა შექმნეს, რადგან დამწყებებს საქმის დაჩქარებასა და დამატებითი საფიქრალის არიდებაში დაეხმარნონ.
პითონის გამოყენება დავალების ავტომატიზაციისთვის
პითონის ერთ-ერთი მთავარი სარგებელი განმეორებითი დავალებების ავტომატიზაციის უნარია. ბიბლიოთეკიდან ჩაშენებული მოდულის ან წინასწარ დაწერილი კოდის გამოყენებით, ყველაფრის ავტომატიზაციაა შესაძლებელი. ან შეგიძლიათ, კონკრეტული მოქმედებების შესასრულებლად თქვენი საკუთარი, პერსონალური სკრიპტები დაწეროთ. არჩევანი თქვენზეა. პითონს ასევე ტესტირების ჩარჩოების ძლიერი ნაკრებიც აქვს, რაც მას ტესტის ავტომატიზაციისთვის იდეალურ ენად აქცევს. ჩარჩოები, როგორიცაა, მაგალითად, Pytest, დეველოპერებს მარტივი, მაგრამ ეფექტური ტესტების დაწერის საშუალებას აძლევს, რათა მშენებლობის ხარისხი უზრუნველყონ.
პითონის გამოყენება მანქანური სწავლისთვისა და მონაცემთა მეცნიერებისათვის
პითონი მონაცემთა მეცნიერებისა და კვლევისთვის იდეალურია. მისი სინტაქსი ადვილად გასაგები და ადაპტირებულია, ამიტომ მცირე გამოცდილების მქონე პირსაც კი შეუძლია, რომ პითონი მარტივად ისწავლოს და იგი მონაცემების მანიპულირებისთვის გამოიყენოს. პითონი პროგნოზებისთვისაც გამოიყენება. სპეციფიკური ალგორითმების საშუალებით და კონკრეტულ მონაცემებზე დაყრდნობით, მას პროგნოზებისა გადაწყვეტილებების მიღებაც შეუძლია, რაც მონაცემთა მეცნიერებისთვის ხელსაყრელია.
პითონის გამოყენება ხელოვნური ინტელექტისთვის
პითონს ზოგიერთ რთულ AI ტექნოლოგიაშიც გადააწყდებით. პითონის ლაკონურობა დეველოპერებს საშუალებას აძლევს, რომ თანმიმდევრული, საიმედო სისტემები შექმნან, რაც შეცდომის გაპარვის რისკს ძალიან ამცირებს. გარდა ამისა, პითონის ვიზუალიზაციის შესაძლებლობებმა შეიძლება დიდი მონაცემთა ბაზების გრაფიკებად გადაქცევას შეუწყოს ხელი. საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტის კვლევითი ლაბორატორია, OpenAI პითონის ჩარჩოს, Pytorch-ს იყენებს, რომელიც AI სისტემებს წვრთნის.
პითონის გამოყენება ფინანსური ანალიზისთვის
გარდა იმისა, რომ პითონს მონაცემთა მეცნიერების და AI სპეციალისტების დახმარება შეუძლია, ის ფინანსურ ინდუსტრიაში რთული გამოთვლების სწრაფად შესასრულებლად გამოიყენება. საფონდო ბირჟები წარმოუდგენელი რაოდენობის მონაცემებს ამუშავებენ, პითონის გამოყენება კი საფონდო ფასების შესახებ მონაცემების იმპორტირებისთვისა და ალგორითმების საშუალებით სტრატეგიების შესაქმნელად შეიძლება.
რატომ არის პითონი ასეთი პოპულარული?
გარდა შედარებითი სიმარტივისა, რამდენიმე სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც პითონი პოპულარობას ინარჩუნებს. ესენია:
პროდუქტიულობა — სხვა უფრო რთული პროგრამირების ენებთან შედარებით, როგორიცაა C ++, პითონის სინტაქსი მომხმარებლებს მეტ დროსა და ენერგიას აზოგინებს.
ექსპანსიური, გამგები საზოგადოება — პრობლემებს საუკეთესო დეველოპერებიც აწყდებიან, ამას ვერავინ გაექცევა. თუმცა პითონს უზარმაზარი ქომუნითი ჰყავს, რომლებიც ერთმანეთს რჩევებს, ხრიკებს, გაკვეთილებს აძლევენ და უზიარებენ,
აკადემიურობა — ზოგგან პითონის სწავლება დაწყებით კლასებშიც დაიწყეს. (გჯერათ თუ არა, ბავშვთა წიგნები არსებობს, რომლებიც პითონს ეძღვნება.) კომპიუტერული მეცნიერების სტუდენტებს პითონს ხშირად ასწავლიან, თუმცა მისი გამოყენება ამ დისციპლინას სცდება და უფრო ფართოდ ვრცელდება.
მაღალი მოთხოვნადობა — პითონის სწავლა და ცოდნა ხშირად სარფიანი სამსახურის შოვნის წინაპირობაა. Statista-ს თანახმად, პითონი 2022 წელს რეკრუტორების მიერ, მსოფლიოს მასშტაბით, მესამე ყველაზე მოთხოვნადი ენა იყო.
დიახ, პითონი ყველგან არის და ის ტექნოლოგიების, ვებსაიტებისა და სისტემების მნიშვნელოვანი რაოდენობის შესაქმნელად გამოიყენება.
როგორ დავიწყოთ პითონის სწავლა?
თუ დაგუგლავთ, «როგორ დავიწყოთ პითონის სწავლა» დიდი შანსია დაიბნეთ ან რეზულტატების რაოდენობით შეშინდეთ, ამიტომ GitHub-ის რამდენიმე ლინკს გთავაზობთ, რომელიც საქმეს აუცილებლად გაგიმარტივებთ.
ისწავლეთ პითონი 30 დღეში — ეს სახელმძღვანელო, რომელიც ყველა მნიშვნელოვან დეტალს ეტაპობრივად მიჰყვება, პითონის საფუძვლებს 30 დღეში შეგასწავლით.
მიითეთ რამდენიმე რჩევა ამ ცხრილებიდან — პითონის სკრიპტების ეს კოლექცია შეამოწმეთ, რომელიც კოდების მაგალითებითა და სხვა დამხმარე საშუალებებით არის სავსე.
გაიუმჯობესეთ უნარები — ამ სასწავლო სახელმძღვანელოში ისეთ რჩევებს შეხვდებით, რომლებიც თქვენ უნარებს აუცილებლად გააუმჯობესებს.
Ასევე შეგიძლიათ, Udemy-ს ესტუმროთ, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად საიტად ითვლება და პითონის კურსების ბესტსელერის ტიტულს წლებია წარმატებით ატარებს.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
თუ თქვენ კოდირების სწავლას ახლა იწყებთ, Python (ინტერპრეტაციული პროგრამირების ენა, რომელიც ვებსაიტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად, მონაცემთა ანალიზისა და ამოცანების ავტომატიზაციისთვის გამოიყენება) დასაწყებად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მისაღებია.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.