ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
21 სექტემბერი 2023, 13:27
2023-09-21
ჰოლივუდის მწერლების გაფიცვა შესაძლოა მალე დასრულდეს
WGA-მ და AMPTP-მა დაადასტურეს, რომ ისინი ხვალ კვლავ შეხვდებიან, რადგან ამბობენ, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს — შეხვედრის შემდეგ, რომელსაც Warner-ის, Disney-ისა და Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორიები ესწრებოდნენ.
CNBC-ის წამყვანი, დევიდ ფაბერი იმედოვნებს, რომ ჰოლივუდის მთავარი სტუდიის პროდიუსერებსა და გამორჩეულ მწერლებს შორის ახალი შეთანხმება შედგება. WGA-ის გაფიცვა მაისის დასაწყისში დაიწყო — მსახიობები ივლისის შუა რიცხვებშიც გაიფიცნენ, რაც 63 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.
მათ რამდენიმე მიზეზი დაასახელეს, რომლთაგან ერთ-ერთი გასართობ ბიზნესში გენერაციული AI ინსტრუმენტების გამოყენებაა.
ამერიკის მწერალთა გილდიასა (WGA) და კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის პროდიუსერების ალიანსს (AMPTP) შორის შეხვედრა შედგა. ორივე მხარემ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნა სადაც ნათქვამია, რომ ისინი «დღეს მოლაპარაკებისთვის შეიკრიბნენ და ხვალ კვლავ შეხვდებიან». თუმცა, თუ შეთანხმება არ შედგა, გაფიცვა სავარაუდოდ მომავალ წლამდე გაგძელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ოთხშაბათის შეხვედრას ესწრებოდნენ აღმასრულებლები, როგორიცაა Netflix-ის აღმასრულებელი დირექტორი, ტედ სარანდოსი, Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი, ბობ აიგერი, Warner Bros Discovery-ის აღმასრულებელი დირექტორი, დევიდ ზასლავი და Universal-ის მთავარი კონტენტის ოფიცერი, დონა ლენგლი, ასევე WGA-ს მთავარი მომლაპარაკებელი და AMPTP პრეზიდენტი.
ჯერ რაიმე სიახლე SAG-AFTRA სტუდიების გაფიცვის დასრულებასთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. პროფკავშირი ამჟამად კენჭს უყრის გაფიცვას სათამაშო ინდუსტრიის წინააღმდეგაც. ეს ხმის მიცემა დაგეგმილია ორშაბათს, 25 სექტემბერს, საღამოს 5 საათზე.