ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაახალი ამბები
4 ივნისი 2024, 14:25
2024-06-04
2023-ში 561 000 ფიზიკური აბონენტი 30 მბ/წმ-იან ინტერნეტ პაკეტს მოიხმარდა, 245 ათასი — 25 მბ/წმ-იანს
კომუნიკაციების კომისიის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ყველაზე მოთხოვნად პაკეტს კვლავ 30 მბ/წმ-იანი პაკეტია, ხოლო მაღალსიჩქარიანი — 100 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა სულ 10 ათასია, რაც საქართველოში არსებული ფიზიკური პირი აბონენტების მხოლოდ 1%-ს წარმოადგენს.
ანგარიშშის თანახმად, თბილისში ფიზიკურ პირ აბონენტებში, ფიქსირებული ინტერნეტ პაკეტების ყველაზე მოთხოვნად პაკეტს, წინა წლის მსგავსად წარმოადგენს 30 მბ/წმ სიჩქარის პაკეტი, რომლის აბონენტების რაოდენობაც 2023 წლისთვის 14 ათასით გაიზარდა და 268 ათასი შეადგინა.
მეორე ყველაზე მოთხოვნადი პაკეტი კვლავ 25 მბ/წმ-იანი პაკეტია, თუმცა, აბონენტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით, 2023-ში 2 ათასით შემცირდა და 109 ათასს გაუტოლდა.
რაც შეეხება 20 მბ/წმ სიჩქარის პაკეტს, 2023-ში მას 11 ათასი აბონენტით ნაკლები — 5 ათასი აბონენტი ჰყავდა.
7 ათასით გაიზარდა 35 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებლების რაოდენობა და 31 ათასი შეადგინა, ხოლო 50 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა 4 ათასით გაიზარდა და 25 ათასი გახდა.
რაც შეეხება მაღალსიჩქარიან 100 მბ/წმ-იან პაკეტს, მას 2023 წელს თბილისში 8 ათასი აბონენტი მოიხმარდა, რაც წინა წელთან შედარებით ათასი აბონენტით მეტია.
რაც შეეხება რეგიონებს, თბილისის მსგავსად, 30 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ პაკეტი კვლავ ყველაზე პოპულარულია და ამ არეალებში მას 292 ათასი აბონენტი მოიხმარს, რაც 2022 წელთან შედარებით, 6 ათასი აბონენტით მეტია.
2 ათასით არის გაზრდილი 25 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობაც, რაც 2023 წლის მონაცემებით 136 ათასს უტოლდება.
ასევე 2 ათასით გაიზარდა 20 მბ/წმ-იანი პაკეტის აბონენტების რაოდენობა და სულ 27 ათასი შეადგინა. 35 მბ/წმ-იანი პაკეტის შემთხვევაში, აბონენტების რაოდენობამ 2023 წლისთვის 13 ათასით მოიმატა და 19 ათასი გახდა.
ათასი აბონენტით გაიზარდა 50 მბ/წმ-იანი პაკეტის მომხმარებლების რაოდენობა და 7 ათასი შეადგინა. რაც შეეხება მაღალსიჩქარიან 100 მბ/წმ-იან პაკეტს, რეგიონებში მას მხოლოდ 2 ათასი აბონენტი მოიხმარს, რაც 2022 წელთან შედარებით 2 ათასი აბონენტით ნაკლებია.
რას პასუხობენ მაგთი და სილქნეტი კომკომს ბრალდებაზე, რომ ქვეყანაში ცუდი და ძვირი ინტერნეტია
კომუნიკაციების კომისია ბოლო რამდენიმე კვირაა, პერიოდულად აქვეყნებს სხვადასხვა განცხადებას და კვლევას, რომლის მიხედვითაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ინტერნეტის ხარისხი დაბალი, ხოლო ფასი მაღალია. კომკომის განცხადებების ადრესატმა კომპანიებმა, მაგთიმ და სილქნეტმა უპასუხეს.