შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც სილქნეტიდან 5000-მდე მომხმარებლის მონაცემი გაიტანა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სილქნეტის სისტემაში შეღწევის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი, ბ.კ. დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სილქნეტის სისტემაში შეღწევის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული პირი, ბ.კ. დააკავა.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.კ.-მ პერსონალური მონაცემების დაუფლების მიზნით, «სილქნეტის» კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევა განახორციელა.
შსს ამბობს, რომ ამ გზით ბრალდებული დაეუფლა «სილქნეტის» 5000-მდე მომხმარებლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ციფრულ ასლს და არალეგალური გზით ცდილობდა მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას.
კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს [კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმარ].
კომპანია «სილქნეტმა» 20 მარტს განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გაჟონა მათი მომხმარებლების პირადმა მონაცემებმა.