ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რას აპირებენ 2023 წელს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ საქართველოში წარმატებით დაიწყეს ოპერირება ისეთმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიც არიან Viber, EPAM, Exadel. 

1 კომენტარი
რას აპირებენ 2023 წელს საერთაშორისო კომპანიები საქართველოში

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ საქართველოში წარმატებით დაიწყეს ოპერირება ისეთმა საერთაშორისო კომპანიებმა, როგორებიც არიან Viber, EPAM, Exadel. 

dev.ge დაინტერესდა, როგორი იყო მათთვის 2022 წელი და რა გეგმები აქვთ მათ 2023-ში. 

Viber

Rakuten Viber საქართველოში 2022 წლის გაზაფხულიდან შემოვიდა და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიიღო. კომპანიამ ოფისი თბილისში გახსნა. მას შემდეგ, რაც Viber საქართველოში გამოჩნდა, კომპანიამ დაიქირავა ათობით თანამშრომელი, რომლებიც მუშაობენ iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. როგორც ვაიბერის ოფშორების დირექტორი, სლავ ბენ-არი გვეუბნება, წლის დასაწყისში, Viber მესენჯერმა გამოუშვა მნიშვნელოვანი განახლება კონტენტის შემქმნელთათვის: არხების კომენტარების, სტატისტიკის, გადადებული გამოქვეყნების და სხვა ფუნქციების სახით. ამან ბრენდების, ორგანიზაციების, მედიისა და ბლოგერებისთვის აუდიტორიასთან კომუნიკაცია კიდევ უფრო მოსახერხებელი და ეფექტური გახადა. შედეგად, როგორც ის ამბობს, გაიზარდა ინტერესი კონტენტის შემქმნელებსა და მესენჯერების მომხმარებლებს შორის.

სლავ ბენ-არი
«ჩვენი ანალიტიკის მიხედვით, განახლების შემდეგ, საქართველოში Viber არხების რაოდენობა 84%-ზე მეტით გაიზარდა. ასევე, Viber-მა განახორციელა დიდი პროექტი საქართველოში — Viber Camp. ეს იყო ფართომასშტაბიანი 30-დღიანი უფასო მარათონი კონტენტის შემქმნელთა უნარების გასავითარებლად. ასობით კონკურსანტმა საქართველოდან შექმნა საკუთარი Viber არხი და შეუერთდა Viber Camp მარათონს»

ბენ-არი dev.ge-ისთან ჰყვება, რომ 2023 წლისთვის საქართველოში მათ რამდენიმე გეგმა აქვთ, მათ შორის: ტექნოლოგიური სფეროს გაძლიერება, ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობა და მათთან უნიკალური, ინოვაციური პროექტების განხორციელება. 

სლავ ბენ-არი
«ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით გლობალურ ტენდენციებს, ვაგროვებთ გამოხმაურებას და ვამოწმებთ ახალ ფუნქციებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს — ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით ფინტექის სხვადასხვა ფუნქციის, ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შემუშავებაზე ბიზნესისა და ბრენდებისთვის და ჩვენი ფუნქციების გაუმჯობესებაზე სუპერ აპლიკაციის წოდების ფარგლებში»

EPAM

EPAM-ში ამბობენ, რომ მათთვის გასული წელი სავსე იყო გამოწვევებით, თუმცა მიუხედავად ამისა, შეძლეს და წელი წარმატებით დაასრულეს.

«შევქმენით უკრაინის დახმარების ფონდი. გარდა ამისა, ავიღეთ ვალდებულება, გამოვყოთ დამატებით 100 მილიონი დოლარი  ჰუმანიტარული დახმარების სახით ჩვენი უკრაინელი თანამშრომლებისა და მათი ოჯახებისთვის», — გვითხრეს კომპანიაში. 

რაც შეეხება საქართველოს, როგორც კომპანიაში ამბობენ, მათ შეძლეს და გახდნენ უმსხვილესი IT კომპანია რეგიონში, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 1000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც fortune 500-ის წევრი კომპანიების პროექტებზე მუშაობენ.

«აქტიურად ვავითარებდით კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებას. მხარი დავუჭირეთ რიგ საგანმანათლებლო პროგრამებს, როგორიცაა, მაგალითად რობოტიკსის კლუბების გახსნა საჯარო სკოლებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა, IT მეტი ადამიანისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი და უზრუნველვყოთ მათთვის სასწავლო კურსები სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი უფასო ტრენინგების საშუალებით გადამზადდა 150-მდე დამწყები კადრი სხვადასხვა მიმართულებით და შეუერთდნენ ქართულ აიტი ბაზარს», — ამბობენ EPAM-ში. 

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, როგორც კომპანიაში ამბობენ, მათთვის სამომავლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი გლობალური კლიენტი დააინტერესონ მათთან თანამშრომლობით საქართველოში. განათლების, ზრდის და განვითარების ხელშეწყობა ისევ რჩება მთავარ ფოკუსად.

Exadel

სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე იყო 2022 წელი EXADEL-შიც, მაგრამ, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ამ სირთულეების მიუხედავად, წელს მაინც პროდუქტიულად თვლიან.

«Exadel-ის ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდა — 2022 წელმა 700-ზე მეტი ახალი თანამშრომელი გვაპოვნინა, ახლა უკვე 2700+ ვართ; გარდა ამისა, 3 ახალი კომპანია შემოვიერთეთ — Codete, Motion Software და CPQI; უამრავი შიდა-ტრენინგი და სტაჟირება გამოვაცხადეთ, 200-მდე ახალი პროექტი ავიღეთ და 7 ახალ ქვეყანაში ოფისები გავხსენით», — გვითხრეს კომპანიაში. 

ამბობენ იმასაც, რომ საერთაშორისო ასპარეზის გარდა, მათ საქართველოშიც შეძლეს წარმატების მოპოვება და აქ დიდი გეგმები აქვთ.

«Exadel-ისთვის საქართველო ერთ-ერთი სტრატეგიული ადგილია. სწორედ ამიტომ, 2022-ში განსაკუთრებული ენერგია და რესურსი გამოიყო იმისთვის, რომ შესამჩნევი კვალი დაგვეტოვებინა ქვეყანაში IT ინდუსტრიის განვითარებაში. ამას ადასტურებს საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმები — მაქსიმალურად ვცდილობთ, ახალგაზრდებში IT სფეროს მიმართ ინტერესი გავზარდოთ და სტუდენტებს სწავლისა და კარიერული ზრდის მოტივაცია მივცეთ.» — ამბობენ EXADEL-ში.

წარმატებად მიიჩნევენ იმასაც, რომ 2022 წლის 25 დეკემბერს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის რეიტინგით წლის ლიდერი კომპანიის სტატუსი მოიპოვეს.

რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, EXADEL-ში ამბობენ, რომ წელს განახლებული მოტივაციით იწყებენ.

«საქართველოში ერთი წლით არ შემოვსულვართ და გაჩერებასაც არ ვაპირებთ. ელოდეთ კიდევ უფრო მეტ სიახლეს, საინტერესო ვაკანსიებს IT მიმართულებით, სტაჟირებებს, ვორქშოფებს, ივენთებს».

რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს EPAM-სა და Exadel-ს
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს
თემის მიხედვით
რა გეგმები აქვთ საქართველოში Viber-ს, EPAM-სა და Exadel-ს


ასევე წაიკითხეთ
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
Viber-ის AI-ით გაძლიერებული ფუნქცია ჯგუფური ჩატების მოკლე შინაარს მყისიერად შეაჯამებს
განხილვა
0

სტატია ინგლისურ ენაზე თუ არის ხელმისაწვდომი?