ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რობოლაბი — ანუ როგორ ასწავლიან რობოტიკას რუსთავში ლეგოს დახმარებით

რობოტიკის სკოლა, რომელსაც ახლა 100-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ევროპის ფონდმა დააფინანსა.

1 კომენტარი
რობოლაბი — ანუ როგორ ასწავლიან რობოტიკას რუსთავში ლეგოს დახმარებით

რობოტიკის სკოლა, რომელსაც ახლა 100-ზე მეტი მოსწავლე ჰყავს, რუსთავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ევროპის ფონდმა დააფინანსა.

პროექტი ევროპის ფონდის სოციალური მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი მიზანია, დაეხმაროს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, დაამკვიდრონ სოციალური საწარმოს მიდგომა და გამოიყენონ ის, ერთი მხრივ, ინსტიტუციური მდგრადობის მისაღწევად და მეორე მხრივ, ადგილობრივი პრობლემების გადასაჭრელად. 

რობოტიკის კურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგება: ლეგოს რობოტების კონსტრუქციების აწყობა, პროგრამირება, მართვა და ელექტრონიკა. როგორც პროგრამის ავტორები ამბობენ, მალე დაიწყებენ ლეგო მაინშტორმის გამოყენებას და შეუდგებიან სხვადასხვა სირთულის ამოცანების გადაწყვეტასაც.

«რობოლაბის შექმნის იდეა მაშინ გამიჩნდა, როცა ლეგო რობოტიკის სასწავლო პროგრამების შესახებ შევიტყვე. ამ პროგრამაში ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის, რომ სასწავლო პროცესი ბავშვისთვის სახალისო და საინტერესოა. პროექტი საკმაოდ წარმატებული იყო თავიდანვე, ბავშვებმა და მშობლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი. მალევე ჩავატარეთ საქართველოში პირველად რობოტექნიკის ჰაკათონი „ტრანსფორმერები“ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, სადაც მონაწილეობდნენ ბავშვები რუსთავის ყველა სკოლიდან, ჯამში 100-მდე ბავშვი. თუმცა პანდემიამ რობოლაბის ფუნქციონირების შეწყვეტა გამოიწვია», — ამბობს რობოტიკის პროგრამის ხელმძღვანელი, ანა მელაშვილი. 

მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, 2020 წელს, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელშეწყობით, რობოლაბმა მაინც შეძლო ფუნქციონირების აღდგენა და მალევე უფროსკლასელებისთვის სოციალური მეწარმეობისა და STEAM-ის კომბინირებული ქართული პლატფორმა შექმნეს.

«რობოლაბის მოსწავლეები ჩართულები არიან სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო შეჯიბრებსა და ღონისძიებებში, მათ შორის, თურქეთსა და აშშ-ში. შარშან, რობოლაბის მოსწავლეები მსოფლიო რობოტიკის ოლიმპიადის, WRO 2022-ის საქართველოს რეგიონულ ფინალში გამარჯვებულები გახდნენ და მსოფლიო რობოტიკის ჩემპიონატზე გერმანიაში გაემგზავრნენ», — ამბობს dev.ge-სთან მელაშვილი.

პროექტის ხელმძღვანელი გვიყვება, რომ დღეისათვის რობოლაბი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური სასწავლო რესურსებით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური პერსონალით. ამ დროისათვის, რობოლაბში 4-დან 16 წლამდე მოზარდები ეუფლებიან STEAM ტექნოლოგიებს.

ანა მელაშვილის თქმით, პროექტის დასაწყისიდანვე ორგანიზატორების  ერთ-ერთი ამოცანა გოგოების  ჩართულობის გაზრდა იყო, რადგან მშობლები ჯერ კიდევ სტერეოტიპულად ფიქრობენ, რომ რობოტიკა მხოლოდ ბიჭების საქმეა.

«ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი გოგო გვყავდეს რობოტიკის სკოლაში. კრიტიკული აზროვნება, კრეატიულობა, ანალიტიკური უნარები გოგოებისთვისაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბიჭებისთვის, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, მშობლებთან პირდაპირი კომუნიკაციით ჯგუფებში გოგოების რაოდენობა გავზარდოთ» — ამბობს ანა. 



განხილვა
0

როგორ დავუკავშირდე ანა მელაშვილის ? ჩემი მობ. 599 533 740 პაატა