ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
ნანუკა კოხოძენივთები
25 თებერვალი 2023, 15:02
2023-02-25
Document: ყველაზე აბსურდული გამოგონებები CES გამოფენიდან
ყოველ ზამთარს ტექნოლოგიის ათასობით მოყვარული ლას-ვეგასისკენ მიემართება, რათა მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური შოუს სივრცეში უამრავი გამოგონება ნახონ და განიხილონ.
ჩვენ გთავაზობთ CES-ზე წარმოდგენილ რამდენიმე ტექნოლოგიას, რომლებიც Document Journal-მა შეაფასა, როგორც «აბსურდული».
ყოველ ზამთარს ტექნოლოგიის ათასობით მოყვარული ლას-ვეგასისკენ მიემართება, რათა მსოფლიოს უდიდესი ტექნოლოგიური შოუს სივრცეში უამრავი გამოგონება ნახონ და განიხილონ.
ჩვენ გთავაზობთ CES-ზე წარმოდგენილ რამდენიმე ტექნოლოგიას, რომლებიც Document Journal-მა შეაფასა, როგორც «აბსურდული».
VR სურნელი
OVR Technology-მ გამოუშვა მოწყობილობა, რომელიც ქმნის სურნელს VR ტექნოლოგიებისთვის. კომპანიის თქმით, ის ქმნის ათასობით სხვადასხვა სუნის კომბინაციას, რაც მისი მცირე ზომისა და საშინელი სარეკლამო სურათების გათვალისწინებით, არც ისეთი კარგია. კომპანია უკვე შეეჯახა უკმაყოფილო მომხმარებლების პროტესტს იმის გამო, რომ სუნი არაზუსტია. საპასუხოდ OVR Technology-ში განაცხადეს, რომ ისინი არ უნდა შეესაბამებოდეს იმ სურნელს, რომელსაც რეალურ სამყაროში ვხვდებით, პირიქით, ისინი წარმოადგენენ «შესაძლებლობების სრულიად ახალ სამყაროს.»
ეს არის სულელური და ერთჯერადი გამოცდილება, რომელიც არ საჭიროებს გამეორებას.
ელექტრონული გორგოლაჭები
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ველოსიპედებმა საზოგადოების კეთილგანწყობა მოიპოვეს, ელექტრო გორგოლაჭები და სკუტერები მაინც შემაწუხებელ გამოგონებებად მიიჩნევა. ფრანგულმა სტარტაპმა AtmosGear-მა სწორხაზოვანი გორგოლაჭები გამოიგონა. ის საშიში და შემაშფოთებელი ჩანს.
ხვრინვის საწინააღმდეგო ბალიში
იმ შემთხვევაში, თუ გამოგონება მუშაობს, ის ნამდვილად გენიალურია და ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროდუქტადაც იქცევა. 10Minds-ის პროდუქტი აღმოაჩენს ხმაურს პატარა აირბალიშების დახმარებით, და უცვლის მძინარე ადამიანს პოზას მანამ, სანამ უფრო მოხერხებულ მდგომარეობაში მოთავსდება.
ესქეიფ რუმის სათავგადასავლო კუბი
ოქროს კუბი Ohm’s Quest ამტკიცებს, რომ ეკრანთან დიდი დროის გატარებას გადაგაჩვევთ. მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ალბათობით გარკვეული დამოკიდებულებითი პრობლემები ექნება, შანსები იმისა, რომ ადამიანი ამ საკმაოდ მდიდრულ პროდუქტს ყველგან ატარებს ან სასთუმალთან დაიდებს, ძალიან მცირეა. თუ ტელეფონთან გატარებული დროის შემცირება გსურთ, იკითხეთ ნაბეჭდი წიგნები. ისინი უფრო კომფორტულად ჩაეტევა თქვენს ჩანთაში და ტარების დროსაც უხერხულობას არ შექმნის.
მაცივარი წვეულებისთვის
ოდესმე მასპინძლობაზე თუ გიფიქრიათ და დაგისვამთ კითხვა, რით დაიწყება თქვენი წვეულება? ალბათ თქვენი პასუხი არ იქნებოდა მაცივარი, რომელიც ფერადად ანათებს…
როგორც ჩანს, LG სხვაგვარად ფიქრობს. მათი MoodUp მაცივარი წვეულებების დასაწყებადაა შექმნილი. თავისი LED ნათებებით და ჩაშენებული ბლუთუზ დინამიკით, ის ნამდვილ გართობას გვპირდება. ის აღჭურვილია 23 ფერის ვარიანტით ზედა და 19 ფერის ვარიანტით ქვედა კარისთვის, რომელსაც თქვენი სმარტფონის საშუალებით აკონტროლებთ.
თვითმართვადი ეტლი
Glüxkind-ის მაღალტექნოლოგიური ეტლი, ფაქტობრივად ეტლების Tesla-ს მოდელია. მაგრამ, რაში გვჭირდება ეტლების Tesla? რატომ უნდა დასჭირდეს მშობელს ეს? გარდა იმ შემთხვევისა, თუ თქვენი ჩვილი ძალიან დამოუკიდებელია და დაბადების პირველივე თვეებიდან მარტოობა და თავისუფლება სჭირდება…
მგონი, ამ ეტაპისთვის, ჩვეულებრივი ეტლიც საკმარისია.
10 ტექნოლოგიური საჩუქარი დედებისთვის, რომლებსაც ისინი აუცილებლად გამოიყენებენ
დედების წარმოუდგენელი შრომა და სიყვარული, ცხადია, ლოგიკურ პასუხსა და დაფასებას მოითხოვს. ისინი ჩვენთვის იმდენს აკეთებენ, რომ აუცილებლად იმსახურებენ საჩუქრებს, რომლებიც მათ ცხოვრებას, გახალისებასთან ერთად, გაამარტივებს კიდეც. 3 მარტი დედის დღეა — ეს თქვენთვის იდეალური შესაძლებლობაა, მათ პოზიტიურ განწყობაზე იზრუნოთ.
გთავაზობთ 10 საუკეთესო და სასარგებლო გაჯეტსა თუ მოწყობილობას, რომელსაც მშობელი აუცილებლად გამოიყენებს.
ტექნოლოგიების განვითარებას გავლენა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტზე აქვს. მათ შორის ისეთ ნაწილებზეც, რომლებზეც ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლეა დამოკიდებული. ტექნოლოგიების როლი მედიცინაში შეუფასებელია. სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ურთულესი ოპერაციების წარმატებით ჩატარება და უამრავი სიცოცხლის გადარჩენა.
რა არის ბიოტექნოლოგიები და რა როლი აქვს ტექნოლოგიას მედიცინასა და მის მომავალზე? ჯანდაცვის მომავალი ჩვენს თვალწინ ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების მიღწევებით ყალიბდება. მათ შორის ხელოვნური ინტელექტი, VR/AR, რობოტიკა და ნანოტექნოლოგიები.