ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ყველაფერი, რაც თვითმართვად მანქანებზე უნდა იცოდეთ

სულ ცოტა ხნის წინ სრულად თვითმართვადი მანქანის ყოლა ოცნებად ითვლებოდა, თუმცა ტექნოლოგიების ელვისებურმა განვითარებამ ოცნება რეალობად აქცია — მანქანაში ჯდებით, დანიშნულების ადგილს უთითებთ, წიგნს კითხულობთ ან სულაც იძინებთ და ელოდებით მანქანას, რომ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანოთ. მთავარი ხიბლია არის ის, რომ თქვენ გზის ყურებაც კი არ გიწევთ. ავტომობილი სხვადასხვა ადგილას უსაფრთხოდ მიგიყვანთ.

კომენტარის დატოვება
ყველაფერი, რაც თვითმართვად მანქანებზე უნდა იცოდეთ

სულ ცოტა ხნის წინ სრულად თვითმართვადი მანქანის ყოლა ოცნებად ითვლებოდა, თუმცა ტექნოლოგიების ელვისებურმა განვითარებამ ოცნება რეალობად აქცია — მანქანაში ჯდებით, დანიშნულების ადგილს უთითებთ, წიგნს კითხულობთ ან სულაც იძინებთ და ელოდებით მანქანას, რომ დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანოთ. მთავარი ხიბლია არის ის, რომ თქვენ გზის ყურებაც კი არ გიწევთ. ავტომობილი სხვადასხვა ადგილას უსაფრთხოდ მიგიყვანთ.

საინტერესოა, მიაღწია თვითმართვადი მანქანების ინდუსტრიამ უმაღლეს წერტილს? თუ არა, როდის მიაღწევს? ავტომატიზაცია და ავტონომიური მართვა სიფრთხილეს, დაკვირვებასა და ტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე ცოდნას მოითხოვს. ის, რასაც ინჟინრები შესაძლებლობების ფარგლებში აშენებენ, უსაფრთხოა, თუმცა ყოველთვის არ ემთხვევა იმას, რისი გაყიდვაც მარკეტოლოგებს სურთ.

ფაქტი ერთია, თვითმართვადი მანქანების ინდუსტრია უსწრაფესად იზრდება და გაჩერებას არ აპირებს. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის თვითმართვადი მანქანების გლობალური ბაზარი 2,3 ტრილიონი აშშ დოლარი იქნება. მსგავსი ტექნოლოგიის შემუშავებაზე სულ უფრო მეტი კომპანია მუშაობს, ამიტომ, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ბევრს ექნება შესაძლებლობა, სრულყოფილთან მიახლოვებული თვითმართვადი მანქანა გამოუშვას. ამჟამად ავტონომიური ავტომობილების წარმოებაში 250 მწარმოებელია ჩართული.

რა არის თვითმართვადი მანქანა?

თვითმართვადი მანქანა შეიძლება საჰაერო, კოსმოსურ, საავტომობილო ან სხვა ტიპის ტრანსპორტს ეწოდოს, რომელიც ადამიანის ჩარევის გარეშე მუშაობს. ამ ტერმინის ზუსტი განმარტების პოვნა რთულია, ფაქტობრივად, არც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ  საინჟინრო ჟარგონიდან მარკეტინგულ მეტყველებამდე, ენა განვითარებას აგრძელებს.

უხეშად რომ ვთქვათ, თქვენ შეგიძლიათ ტექნოლოგიები, რომლებსაც ადამიანები თვითმართვადს უწოდებენ, ორ კატეგორიად დაალაგოთ — ე.წ. მძღოლის მხარდაჭერა და ავტომატიზაციის სისტემები.

ინჟინრებისა და ტექნოლოგიური ექსპერტების გლობალურმა ასოციაციამ, SAE International-მა, საჰაერო, კოსმოსური, საავტომობილო და კომერციული მანქანების ინდუსტრიაში, თვითმართვის სისტემებზე ფიქრისთვის სასარგებლო ჩარჩო შექმნა, რაც დილეტანტების საქმეს ამარტივებს. იგი მათ დონეებად — ნულიდან ხუთამდე ყოფს. თუმცა, ყველა დონე არ არის კლასიფიცირებული, როგორც ავტონომიური მართვა.

  • 0-დან 2 დონემდე: მძღოლის მხარდაჭერის ფუნქციებს გთავაზობთ
  • 3-დან 5 დონემდე: ავტონომიურ შესაძლებლობებს გთავაზობთ.

მძღოლის მხარდაჭერა

მძღოლის მხარდაჭერის ტექნოლოგია მძღოლის დატვირთვას ამცირებს. დღეს, ავტომწარმოებლების უმეტესობა მძღოლის მხარდაჭერისთვის სხვადასხვა სისტემას ყიდის. ეს ინტელექტუალურ ან ადაპტირებულ კრუიზ-კონტროლს, ზოლზე დარჩენის ასისტენტსა და hands-free შესაძლებლობას მოიცავს.

ავტონომიური სისტემები

ავტონომიური სისტემები მანქანას თქვენს მაგივრად მართვენ. დღეს ავტომწარმოებლები ამ ტექნოლოგიის განვითარებისკენ ეტაპობრივად მიისწრაფვიან. მაგალითად, კომპანია Waymo ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებებს ისეთ ადგილებში ტესტავს, როგორიცაა ფინიქსი და სან-ფრანცისკო.

თვითმართვის ტექნოლოგიის დონეები

დონე 0 — ამ დონეზე თითქმის ყველაფერი ისევ მძღოლის გასაკეთებელია. მაშინაც კი, თუ სისტემა სენსორებს იყენებს, რათა მძღოლი ისეთი პრობლემის შესახებ გააფრთხილოს, როგორიცაა საცობი ან ზოლიდან შესაძლო გასვლა, მას აღქმული საფრთხის გამოასწორების შესაძლებლობა მაინც არ აქვს.

  • დონე 1 — პირველ დონეზე, მანქანას თქვენი უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით, მართვაში ჩარევა შეუძლია. ზოლის შენარჩუნების სისტემა, რომელიც თქვენს ხაზში დარჩენაში გეხმარებათ, სწორედ პირველი დონის ტექნოლოგიაა.
  • დონე 2 — ამ დონეზე სისტემის ფუნქციები უფრო მრავალფეროვანი ხდება. ამ ავტონომიური ტექნოლოგიის მაგალითად შეიძლება კრუიზ კონტროლის სისტემა ჩაითვალოს, რომელიც თქვენს სიჩქარეს არეგულირებს, რათა წინა მანქანასთან გარკვეული მანძილი შეინარჩუნოთ. ამჟამად მე-2 დონის სისტემები ყველაზე დახვეწილია, თუმცა მძღოლის ყურადღებას მაინც მოითხოვს
  • დონე 3 — მე-3 დონეზე, მანქანა მძღოლის გარეშე გადაადგილდება, თუმცა შეზღუდულად. ამ დონის ავტონომიური მანქანა სიჩქარესა და საჭეს აკონტროლებს, მოსახვევებში დროულად შედის და მარშრუტს მიჰყვება, თუმცა მძღოლები მაინც ყურადღებით უნდა იყვნენ. Honda-სა და რამდენიმე სხვა ცნობილი საიტის მიხედვით, Honda 100 Legend Flagship პირველი მე-3 დონის ავტონომიური მანქანაა. ამჟამად, ის მხოლოდ იაპონიაშია ხელმისაწვდომი. ავტომობილი 2021 წელს გამოვიდა.
  • დონე 4 — მე-4 საფეხურზე მანქანას შეუძლია ცნობილ გზებზე სრულიად დამოუკიდებლად იაროს. მძღოლს უბრალოდ შეუძლია, დაისვენოს. ამ მანქანებს საჭე ან პედლები შეიძლება ჰქონდეთ ან შეიძლება არც. ყველაფრის მიუხედავად, მე-4 დონის მანქანები ზოგადი გამოყენებისთვის არცერთ სახელმწიფოში არ არის დამტკიცებული.
  • დონე 5 — მე-5 საფეხურზე მანქანას შეუძლია ნებისმიერ პირობებში და ნებისმიერ გზაზე დამოუკიდებლად იაროს. ამ მანქანებს საჭე ან პედლები არ აქვს. ამ ეტაპზე მე-5 დონის სისტემები მხოლოდ თეორიულია.

რამდენად შეგვიძლია თვითმართვადი ტექნოლოგიის ნდობა?

Tesla საკუთარ ავტომატიზაციის სისტემებს იმაზე დიდ რეკლამას უკეთებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ამერიკული ავტომწარმოებელი. მიუხედავად ამისა, მის სარეკლამო მასალებში ნათქვამია: «ავტოპილოტი და სრული თვითმართვის შესაძლებლობა ყურადღებიანი მძღოლებისთვის არის განკუთვნილი, რომლებსაც ხელები საჭეზე აქვთ და ნებისმიერ დროს მმზად არიან, მართვა საკუთარ თავზე აიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქციები იმისთვის არის შექმნილი, რომ დროთა განმავლობაში უფრო ეფექტური გახდეს, ამჟამად ისინი მანქანას სრულად ავტონიმიურს არ ხდის».

თვითმართვის სისტემების უმეტესობა, რომელიც ამჟამად შეერთებულ შტატებში იყიდება მე-2 ან უფრო დაბალი დონისაა. ასეთი მანქანის საჭესთან თქვენი ყურადღების მოდუნება სახიფათოა. მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ მართვა ნებისმიერ მომენტში თქვენს თავზე აიღოთ.

გთავაზობთ ავტომწარმოებლებს, რომლებიც თვითმართვადი მანქანების ინდუსტრიის მთავარ შემოქმედებად ითვლებიან:

Alphabet — Waymo

ფართო საზოგადოებისთვის, Tesla და Waymo ალბათ ბრენდებია, რომლებიც მათთვის თვითმართვად მანქანებთან ასოცირდება. Alphabet-ის შვილობილი კომპანია Waymo-მ სრულად ავტონომიური მანქანების განვითარება 2009 წელს დაიწყო. კომპანიის ვებსაიტის მიხედვით, მათმა მანქანებმა 20 მილიარდი ტესტირებადი მილი გაიარეს.

Waymo-ს მისიაა, რომ ადამიანები დანიშნულების ადგილამდე უსაფრთხოდ მიიყვანოს. ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 94% ადამიანური შეცდომით არის გამოწვეული, თვითმართვადმა მანქანებმა კი შესაძლოა ეს პრობლემა აღმოფხვრას. Waymo-ს 25000-ზე მეტი მანქანა ჰყავს და გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის მანქანებს ფინიქსსა და სან-ფრანცისკოში შეხვდებით.

General Motors — Cruise

General Motors ავტომობილების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიამ თვითმართვადი მანქანების სტარტაპი, Cruise 2016 წელს იყიდა. Cruise-მა სან-ფრანცისკოს ავტონომიური ტაქსის სერვისი 2021 წელს დაიწყო. მათი ვებსაიტის მიხედვით, შემოსავლის 1% ქველმოქმედებას მოხმარდება.

ამჟამად, კომპანიას 300 მანქანა ჰყავს და 2025 წლისთვის 1 მილიარდი აშშ დოლარის მოგებას პროგნოზირებს. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, Cruise-ს მანქანებთან დაკავშირებით, გარკვეული პრობლემები და ხარვეზები შეექმნა. 

Microsoft — Volkswagen

2021 წელს Microsoft-მა მომავლის თვითმართვადი მანქანების შესაქმნელად პარტნიორობა  Volkswagen Group-თან გამოაცხადა. ტექნოლოგიური და საავტომობილო გიგანტები ღრუბელზე დაფუძნებულ ავტომატური მართვის პლატფორმაზე მუშაობენ. ექსპერტთა აზრით, ამ კოლაბორაციამ სრულად თვითმართვადი მანქანების სწრაფი განვითარება უნდა უზრუნველყოს.

Uber Technologies — Motional

Uber თვითმართვადი მანქანების სამყაროში პირველად 2016 წელს ჩაეფლო. თუმცა, რამდენიმე პრობლემის შემდეგ (მათ შორის Waymo-ს სარჩელი ინტელექტუალური საკუთრების ქურდობისთვის), კომპანიამ ტექნოლოგიაზე მუშაობა შეაჩერა. Uber-მა Advanced Technologies Group Aurora Innovations-ს 2020 წელს იყიდა.

2022 წელს, Uber-მა ინდუსტრიაში დაბრუნება Motional-თან თანამშრომლობით გადაწყვიტა. 2023 წლისთვის, იმედოვნებენ, რომ ლას-ვეგასში თვითმართვადი ტაქსის სერვისი სრულყოფილად ამუშავდება.

Tesla

Tesla თვითმართვადი მანქანების ტოპ 5 მწარმოებელში შედის, ხოლო კომპანიის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, ალბათ, ყველაზე ცნობადი სახელია, რომელიც თვითმართვად მანქანებთან ასოცირდება. 

Tesla მაღალი ხარისხის, ძირითადად მე-2 დონის თვითმართვად მანქანებს უშვებს. 2023 წლის მონაცემებით, კომპანიის თვითმართვადი მანქანის ბეტა ვერსიას 170,000 მომხმარებელი ჰყავს.

წარმატების პარალელურად კომპანიას იურიდიული პრობლემები შეექმნა. Tesla-ს უფროსი ინჟინრის თქმით, 2016 წლის ვიდეო, რომელშიც თვითმართვადი მანქანის შესაძლებლობებია დემონსტრირებული, როგორიცაა, მაგალითად, წითელ შუქზე გაჩერება, დადგმულია. მისი მტკიცებით, სისტემას მსგავსი ფუნქცია საერთოდ არ გააჩნდა.

საერთო ჯამში, თვითმართვადი მანქანების ინდურსტრია ეტაპობრივად, საკმაოდ წარმატებით ვითარდება. ჩამოთვლილი ხუთი ავტომწარმოებლის გარდა კიდევ უამრავი კომპანიაა, რომელიც მსგავს ტექნოლოგიაზე მუშაობს. ექსპერტთა აზრით, მათი რიცხვი მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზრდება. 

10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან
თემის მიხედვით
10 IT ვაკანსია საქართველოსა და უცხოეთში dev.ge-ის Jobboard-იდან


ასევე წაიკითხეთ
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
AI-ის უსაფრთხოების მეორე გლობალური სამიტი გამოწვევების წინაშე დგას
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
„6 წელია, ანაზღაურება არ მიუღია" — Tesla-ს სურს, ილონ მასკს $56 მლრდ გადაეცეს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
Tesla სამუშაო ძალის 10%-ზე მეტს ათავისუფლებს
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი IT უნარი 2024 წლისთვის
IT ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინდუსტრიაა, მაგრამ გასულ წელს თანამდებობიდან გათავისუფლების სერიამ ნდობა ნაწილობრივ შეარყია. Indeed-ის მოხსენების თანახმად, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიებმა სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის გამოყენება დაიწყეს. შედეგად, AI უნარები ახლა ყველაზე მოთხოვნად უნარებს შორისაა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები თანამდებობიდან გათავისუფლების ინტენსივობას ამცირებენ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.