ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაგანათლება
23 იანვარი 2023, 09:00
2023-01-23
ფორმისა და შინაარსის შესახებ: 15 მთავარი წიგნი ვებ-დიზაინით დაინტერესებულთათვის
დიზაინერის პროფესია ბევრ დისციპლინასთანაა კავშირში. მზად უნდა იყო მისი მრავალი მხრიდან შესწავლისთვის და, ფაქტობრივად, რამდენიმე სპეციალისტის სამუშაოს შეთავსებისთვის, ვინაიდან დიზაინი მხოლოდ სილამაზე არ არის — ეს ინტერფეისის პროექტირება, დამკვეთებთან მუშაობა და სამიზნე აუდიტორიის შესწავლაცაა. აუცილებელია ფერებთან, შრიფტებთან, კომპოზიციებთან, ანიმაციებთან მუშაობის ცოდნა და ტრენდებში გარკვევა.
bbbl.dev-მა შეაგროვა საუკეთესო წიგნები ვებ-დიზაინის, UX/UI-სა და motion-დიზაინის შესახებ, რომლებიც გამოსადეგია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი დიზაინერებისთვის.
ეს წიგნები დაგეხმარებათ, ჩაუღრმავდეთ დიზაინერის პროფესიას, გაიგოთ დიზაინის საფუძვლები და ტენდენციები, დაიწყოთ მუშაობა და განვითარდეთ. ისინი გაგაცნობთ საიტების პროექტირებისა და პროექტებთან მუშაობის ნიუანსებს, დაგეხმარებათ, გააუმჯობესოთ მუშაობის შედეგი და დაალაგოთ მომხმარებლებთან ურთიერთობა.
ქვემოთ მოცემულია წიგნები დიზაინის ძირითადი სამი მიმართულების მიხედვით.
წიგნები ვებ-დიზაინზე
Responsive Web Design — ითან მარკოტი
კლასიკური სახელმძღვანელო იმის შესახებ, როგორ გავხადოთ საიტი მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად სასარგებლო. წიგნი სხვადასხვა რეზოლუციისთვის საიტების ადაპტაციის პრობლემებს ეძღვნება. ის განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანია ყველა ტიპის მოწყობილობის გათვალისწინება, რომლითაც მომხმარებელი ვებსაიტს სტუმრობს. და აჩვენებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საიტის ადაპტირება მისი ტიპის, ზომისა და ეკრანის გაფართოების მიუხედავად.
წიგნში აღწერილია ყველაზე ხშირი პრობლემები, რომელსაც მომხმარებელი აწყდება, ასევე, სპეციალისტების ხარვეზები ვებ რესურსების შექმნისას. მოცემულია გადაწყვეტილებები, როგორ შეიქმნას საიტი, რომელიც ურთიერთქმედებაში იქნება მომხმარებელთან და არ იმოქმედებს მათ ქცევაზე. გარდა ამისა, წიგნი დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, როგორი პროცესები განვითარება მას შემდეგ, რაც დიზაინი მზად იქნება.
არის კონკრეტული მაგალითები, მზა გადაწყვეტილებები და განლაგების კოდის ფრაგმენტები, ბევრი სასარგებლო ბმულით. ავტორი წერს მარტივი ენით — დამწყებებიც კი გაიგებენ, რაზეა საუბარი. წაკითხვის შემდეგ შეძლებთ შექმნათ საიტი, რომელიც ერთნაირად კარგი ვიზუალის იქნება როგორც დიდ ეკრანზე, ისე სმარტფონზე.
აარონ უოლტერი — სამომხმარებლო სფეროს გამოცდილების მქონე დიზაინერი, რომელიც MailChimp-ში მუშაობდა. თავის წიგნში ის ყვება იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ საიტმა მომხმარებელში დადებითი ემოციები გამოიწვიოს. და აჩვენებს, როგორ მივაღწიოთ ამას ემოციური ვებ-დიზაინის საფუძველზე. უოლტერი განმარტავს, რატომ არ იყიდებას ერთფეროვანი და შაბლონური დიზაინი და რა უნდა გაკეთდეს, რომ საიტი იყოს არა მხოლოდ მარტივი და მოსახერხებელი, არამედ კლიენტების ყურადღებაც მიიზიდოს.
წიგნი მოგვითხროს ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელსაც ადამიანი ინტერფეისთან ინტერაქციის დროს განიცდის. იმის შესახებ, როგორ გახდეს ის პოზიტიური, რათა საიტმა მოიტანოს ბედნიერება, გაოცება და მომხმარებელს დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს. ავტორი ამტკიცებს, რომ დიზაინერის წარმატება არის ვებსაიტის გამოყენებით მომხმარებლის სიამოვნება და აზიარებს იმ საშუალებებს, როგორ მივცეთ მომხმარებელს საჭირო განწყობა.
წიგნში არასტანდარტული დიზაინის მაგალითების ილუსტრაციებია მოცემული. იქ იპოვით პრაქტიკულ რეკომენდაციებსა და იდეებს, რომელთა გამოყენება პირდაპირ შეგიძლიათ საკუთარ საიტზე. წიგნი არაა დიდი, მაგრამ გაგარკვევთ, როგორ შექმნათ დასამახსოვრებელი დიზაინი.
წიგნი იმის შესახებაა, როგორ იმუშაოთ საიტის მობილურ ვერსიასთან. თანამედროვე მომხმარებლების დიდი ნაწილი საიტს სწორედ ტელეფონიდან ათვალიერებს, ხოლო მობილური ვერსიის ქონა ვებ-დიზაინის სტანდარტია. ლუკ ვრობლევსკი ყვება, რატომ უნდა დაიწყოთ საიტის პროექტირება სწორედ მობილური ვერსიით.
წიგნიდან მობილურ მოწყობილობებთან მომხმარებლის ინტერაქციის ძირითად მაგალითებს გაეცნობით. აღნიშნულია, რეალურად რა სჭირდებათ მომხმარებელს და რაზე სჯობს, უარი თქვათ. რით განსხვავდება მობილური აპლიკაციების დიზაინი ტრადიციული საიტის დიზაინებისგან. ავტორი წერს ტიპურ საიტებზე არაეფექტური ბანერების შესახებ, ინტერფეისის შემუშავებისას მობილური მოწყობილობების რა თავისებურებები უნდა იქნას გათვალისწინებული და როგორ მივუდგეთ ყველაზე კარგად მის შემუშავებას. როგორ მოვახდინოთ საიტის კონტენტის სტრუქტურირება, გავაკეთოთ ნავიგაცია, როგორი უნდა იყოს შეხების ზონები და მათი ზომები — ყველაფერ ამას წიგნში ნახავთ.
ტექსტში ბევრი შთამაგონებელი იდეა და ფერადი მაგალითია სქრინშოტებითა და სქემებით. თეორიას ავსებს მაგალითები, როგორ არ უნდა გააკეთოთ რაიმე. კიდევ ერთი მიგნება — წიგნი შეიცავს ჟესტების ენის სახელმძღვანელოს სენსორულ ინტერფეისებთან მუშაობისას: როგორ ეხებიან ადამიანები გაჯეტების ეკრანებს, რა მანიპულაციების შესრულება ურჩევნიათ სხვადასხვა სიტუაციაში.
დიზაინში ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ამ თემაზე ცალკეული წიგნების შესწავლა სჯობს. ეს ფუნდამენტური ნაშრომი — არის ფერის ხელოვნებაზე, ჰარმონიაზე, კონსტრუირების წესებზე. წიგნის ავტორი — შვეიცარიელი ჟურნალისტი, ხელოვნებაში ფერის მკვლევარი, ბაუჰაუსის ერთ-ერთი წამყვანი პედაგოგია. იტენმა თავისი წიგნი ბუნებასა და სხვადასხვა დროისა და კულტურის ხელოვნებაში ფერზე დაკვირვებით დაწერა.
ავტორი ფერის შესახებ ყვება ყველაფერს დაწყებული საფუძვლებიდან: რა არის საერთოდ ფერი, როგორ იქმნება, როგორ განვასხვავებთ ფერებს. აანალიზებს სინათლის ფიზიკას, ფერთა გამისა და კონტრასტების კანონზომიერებებს, ფერთა კონსტრუირების თავისებურებებს. იტენი იძლევა რჩევას, როგორ გამოვიყენოთ სწორად, როგორ შევახამოთ ფერები, გვერდის გაფორმებისას ფერთან მუშაობას ასწავლის. ის საუბრობს ასევე იმაზე, როგორ აღიქვამს ადამიანი ფერს, და ფერზე სრული ინფორმაცია როგორ ეხმარება ემოციებით მანიპულირებაში მათ, ვინც დიზაინს ქმნის.
წიგნი ილუსტრირებულია ფერადი გამოსახულებებით: ფერთა წრე, სხვადასხვა ფერის კომბინაციების მაგალითები. იტენი პედაგოგი იყო, შეიძლება სწორედ ამის გამო წიგნში ინფორმაცია კარგად არის გადმოტანილი და სტრუქტურირებული. აქ ბევრი პრაქტიკული მაგალითი და დავალებაა მასალის გასამტკიცებლად.
«ფერის ხელოვნება» დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ გავლენას ახდენს ფერი მომხმარებელზე, როგორ მივაღწიოთ საჭირო კონტრასტსა და ფერთა ჰარმონიას. წიგნი უნივერსალურია და მას გამოიყენებენ არა მხოლოდ ვებ-დიზაინერები, არამედ დიზაინის ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი — UX/UI, მოუშენი, გრაფიკული დიზაინი და სხვა. ანუ ყველა, ვისაც სურს ფერთა აღქმის გრძნობა განივითაროს.
ვიქტორ პაპანეკი — ამერიკელი დიზაინერი და პედაგოგი, დიზაინის ფილოსოფოსი. თავის წიგნში იქ საუბრობს დიზაინის დანიშნულების, თანამედროვე სამყაროში დიზაინის ამოცანებისა და როლის, დიზაინის ეთიკის, საზოგადოებაში მისი ადგილის, პრინციპებისა და პროექტირების მეთოდების შესახებ.
ავტორი საუბრობს იმაზე, რომ დიზაინი საკუთარ თავში სხვადასხვა ცოდნას აერთიანებს — ეს უბრალოდ არა რაღაცის შექმნა, არამედ ადამიანის ცხოვრებაზე გავლენაა. ის განიხილავს დიზაინს, როგორც ადამიანის ნებისმიერ საქმიანობას, რომელმაც ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს. და მიაჩნია, რომ კარგი ერგონომიული დიზაინი, სარგებლიანობასთან ერთად, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
თავის ნამუშევარში პაპანეკი ყურადღებას ამახვილებს იდეაზე, რომ დიზაინი — ეს არაა მხოლოდ სილამაზე. მისი შექმნისას აუცილებელია არ დაგავიწყდეს ისინი, ვისთვისაც კეთდებოდა ეს დიზაინი. ავტორი წერს, აღქმის რა შეცდომებს უშვებენ დიზაინერები და მათი გამოსწორების მეთოდებს სთავაზობს. წიგნში ბევრი მაგალითია იმისა, როგორ ცვლის დიზაინი სამყაროს. არის კრეატიული მსჯელობის რამდენიმე ტექნიკა.
«დიზაინი რეალური სამყაროსთვის» დაგეხმარებათ გააფართოვოთ თქვენი ჰორიზონტი, გაიგოთ დიზაინის ფილოსოფია, დიზაინერის მისია, მისი პასუხისმგებლობა მსოფლიოს გლობალური პრობლემების გადაჭრაში. ის გასწავლით იფიქროთ ნიმუშების მიღმა და აღიქვათ დიზაინი, არა როგორც რაღაც მარტივი და მომენტალური, არამედ როგორც ის, რაც გავლენას ახდენს მთლიან კულტურაზე.
ეს ნაშრომი — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ტიპოგრაფიის შესახებ და რამდენიმე გამოცემას გაუძლო. თავის წიგნში ერიკ შკიპერმანი — ტიპოგრაფიის დიზაინერების საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი, ბრემენის ხელოვნების აკადემიის პროფესორი — წერს იმის შესახებ, რომ ტიპოგრაფიას შეუძლია დიზაინში გადამწყვეტი როლი იქონიოს. ეს ძლიერი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია მათთვის, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს.
ავტორი ადარებს შრიფტებს ინტონაციასთან: «როდესაც ვსაუბრობთ, ხმის საშუალებით მეტყველებას საჭირო აქცენტებს ვმატებთ, შრიფტები კი გვეხმარება ამ აქცენტების გაკეთებაში ვიზუალურ სამყაროში». მარტივ მაგალითებზე შკიპერმანი აჩვენებს, რომ შრიფტი — ვიზუალური ენაა, რომელიც დიზაინერსა და მომხმარებელს აკავშირებს. და ხსნის, როგორ შეუძლია შრიფტს დაეხმაროს ან ხელი შეუშლოს ამ ურთიერთქმედებას.
წიგნში მოთხრობილია შრიფტის ისტორიის, მათი სწორად გამოყენების შესახებ, პასუხს სცემენ კითხვებს რატომ არის შრიფტი უფრო და უფრო მეტად საჭირო.
წიგნი დაწერილია მარტივი ენით, სპეციალური ცოდნა საჭირო არ იქნება. იდეალურია დამწყებთათვის: წაკითხვის შემდეგ გაერკვევით ტიპოგრაფიის ნიუანსებში, გაერკვევით შრიფტებში და საკუთარ დავალებებში სწორ არჩევანს გააკეთებთ. დარწმუნდებით, რომ შრიფტი არაა მეორეხარისხოვანი დიზაინში — მისი დახმარებით შეგიძლიათ ნათლად გამოხატოთ სათქმელი.
ვებ-დიზაინის სამყაროში ეს წიგნი საკულტოდ მიიჩნევა. ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ უნდა შევქმნათ მარტივი საიტი გამოყენებადობის თვალსაზრისით და რა არ უნდა გავაკეთოთ. მარტივი — ნიშნავს არა მინიმალისტურს, არამედ გამოყენებისას კომფორტულსა და მსუბუქს. ავტორის კონცეფცია სათაურში აისახება: ადამიანებს არ სურთ ფიქრი. და თუ მომხმარებელს დიდხანს ფიქრი ან ინტერფეისში რაღაცის ძიება უწევს, მას შეუძლია პროდუქტზე საერთოდ უარი თქვას.
წიგნში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, როგორ ავაგოთ კლიენტთან ურთიერთობა და არ დავაყენოთ მომხმარებელი არჩევანის წინაშე, სადაც ის საჭირო არაა. მოთხრობილია, როგორ აირიდოთ თავიდან შეცდომები და შექმნათ პროდუქტი საუკეთესო იუზაბილითით — აითვისებთ ინტუიციური ნავიგაციის პრინციპებსაც და ინფორმაციულ დიზაინს. მთელი თეორია პრაქტიკული მაგალითებით, მინიშნებებითა და რჩევებით არის გამყარებული.
ავტორმა არაერთხელ შეავსო წიგნი ახალი ცოდნით. ბოლო, მესამე გამოცემაში მან წიგნი უფრო პრაქტიკულიც გახადა — დაამატა ბევრი ახალი მაგალითი და აღწერა იუზაბილითი მობილური მოწყობილობებისთვის.
წიგნი შესანიშნავად ილუსტრირებულია, შეიცავს ბევრ ვიზუალს, რომლის დახმარებითაც მასალის ათვისება უფრო მარტივია. ტექსტში არაა ზედმეტი ინფორმაცია, გადმოცემის მანერა მახვილგონივრული და სახალისოა — წიგნი მარტივი და საინტერესო წასაკითხია.
ინფორმაცია გამოადგებათ არამხოლოდ დიზაინერებს, არამედ მენეჯერებსა და მარკეტოლოგებსაც. ავტორი — იუზაბილითი-კონსულტანტი 20-წლიანი გამოცდილებით, მუშაობდა ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა Apple, Bloomberg, Lexus. წაკითხვის შემდეგ შეგექმნებათ წარმოდგენა იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანი სწორი საიტები, როგორ უნდა ააგოთ ისინი და როგორ უნდა გამოიყურებოდნენ.
The Best Interface Is No Interface — გოლდენ კრიშნა
არც თუ ისე ტიპური წიგნია ვებ-დიზაინზე. სინამდვილეში, ესაა სხვადასხვა ცნობილი ადამიანის გამოსვლის, მაგალითებისა და კომპანიების ქეისების კრებული, რომელსაც ავტორის მოსაზრებები ავსებს. გოლდენ კრიშნა მუშაობდა Google-ის, Samsung-ისა და Zappos-ის ინოვაციების კვლევის ლაბორატორიებში. თავის წიგნში ის აკრიტიკებს მომაბეზრებელ ინტერფეიბსა და ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ საკუთარ ეკრანებზე ვხედავთ — და გვთავაზობს, უფრო გლობალურად ვიფიქროთ. გოლდენი აჩვენებს, თუ როგორ უნდა შექმნათ მოწინავე ტექნოლოგიები ტრადიციული ციფრული ინტერფეისების გარეშე და წარმოგიდგენთ იდეებსა და პრინციპებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინოვაციური პროდუქტების შესაქმნელად.
ავტორი პირველივე გვერდებიდან მოუწოდებს იმის გაანალიზებისკენ, რამდენად პროდუქტიულია «UI/UX-მანია». ის ამტკიცებს, რომ თანამედროვე და ლამაზი ინტერფეისის შექმნა — ჯერ კიდევ არ ნიშნავს მომხმარებლის პრობლემის გადაწყვეტას. აუცილებელია, რომ პროდუქტის გამოყენება სასიამოვნო და ინტუიციური იყოს. მთავარი კი ისაა, რომ ტექნოლოგიები არის ადამიანისთვის და არა პირიქით. ავტორის აზრით, UI არ არის UX-ის ტოლი. აუცილებელია მომხმარებლისა და მისი ინტერესების წინა პლანზე წამოწევა — რეალურად რაიმე სასარგებლოს შექმნა, რაც ადამიანების პრობლემას გადაწყვეტს — და არა ქარდების დიზაინზე კამათი.
წიგნი ბევრ სიახლეს არ გეტყვით სამომხმარებლო ინტერფეისის პროექტირების შესახებ, მაგრამ დაგაფიქრებთ UI/UX-ის რაობის შესახებ. და იმის შესახებაც, რამდენად მიზანშეწონილია ინტერფეისის ყველგან გამოყენება. უნდა წაიკითხოთ უფრო მეტად თვალსაწიერის გასაფართოებლად, ვიდრე სწავლისთვის. ის მარტივად იკითხება, თხრობის მანერიდან გამომდინარე: ავტორი ყვება იუმორით და ტექსტს კაუსტიკურ კომენტარებს ახლავს.
About Face: The Essentials of Interaction Design — ალან კუპერი, რობერტ რეიმანი, დევიდ კრონინი, კრისტოფერ ნოსენი
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წიგნი ინტერფეისის დიზაინერისთვის, «must have» თავის სფეროში. პირველ გამოცემაზე ალან კუპერმა მუშაობა 20 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო — ის გათვლილი იყო პროგრამისტებზე, რომლებიც მაშინ დამოუკიდებლად ქმნიდნენ სამომხმარებლო ინტერფეისებს. მოგვიანებით, ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად, ინტერფეისების დიზაინერების ცალკე პროფესია გაჩნდა.
წიგნი არაერთხელ გამოიცა, მისი შინაარსი ახლდება და ითვალისწინებს სფეროში ყველა ცვლილებას, მთავარი იდეები კი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.
საუბარი დაიწყება ინტერფეისის დიზაინერისთვის მნიშვნელოვან თემაზე — ურთიერთქმედების პროექტირება. ციფრული პროდუქტების შექმნის ეს პროცესი, რომელიც ადამიანზეა ორიენტირებული. აქ დეტალურად არის აღწერილი მომხმარებელთან ურთიერთქმედების პრინციპები და ნიმუშები — ყველა ტიპის პლატფორმის გათვალისწინებით, რომლებზეც საიტები გამოისახება. განხილულია ხარვეზები და შეცდომები, რომლებიც წარმოიქმნება პროექტირების დროს.
წიგნი დაეხმარება დიზაინერებს გაერკვნენ, რა არის მნიშვნელოვანი — არა ვებ-საიტი ან აპლიკაცია, არამედ თვითონ მომხმარებლები, რომლებისთვისაც რესურსი იქმნება. ამიტომ, თქვენ უნდა გაამახვილოთ ყურადღება მათ მოლოდინებზე, შეისწავლოთ მათი ჩვევები და ტენდენციები, იფიქროთ მათ საბოლოო მიზნებზე და მოახდინოთ მათი ქცევის მოდელირება ისე, რომ მიაღწიოთ ამ მიზნებს რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად.
წიგნი გამოსადეგია დამწყებებისთვის — ის ხელმისაწვდომი ენით არი სდაწერილი, მასში გარკვევა მარტივია. გამოცდილ დიზაინერებს შეუძლიათ ის ცნობად მიიღონ.
დონალდ ნორმანი, რომელმაც დაწერა წიგნი, რომელსაც ბევრი დიზაინერულ ბიბლიასაც უწოდებს — Apple-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია. წიგნში ის ყვება იმის შესახებ, რომ ინტერფეისი — ეს არაა მხოლოდ საიტი და პროგრამა. ინტერფეისი აქვს საყოფაცხოვრებო ნივთებსაც: მაცივარი, ჩაიდანი, ნებისმიერი ავეჯი. ეს შეიძლება, მაგალითად, იყოს კარი, რომელიც არ იცით რომელ მხარეს გააღოთ. ან სარეცხის მანქანის მუშაობის ინსტრუქცია, რომელიც გაურკვეველია. ავტორი ამშვიდებს ყველას, ვისაც ოდესმე რაიმე ნივთის გამოყენების დროს თავი სულელად უგრძნია: „ თუ ამა თუ იმ ნივთის გამოყენების დროს თავი სულელად გიგრძნიათ — კარების, კომპიუტერებისა და ჩამრთველების — ეს თქვენი ბრალი არაა. თავი არ დაიდანაშაულოთ. ყველაფერში დამნაშავე დიზაინერია».
ნებისმიერი ნივთის დიზაინი — არა მხოლოდ მისი ვიზუალი, არამედ მისი მოხერხებულობაცაა. ნორმანი ამტკიცებს, რომ თუ საჭიროა ინსტრუქცია «დააჭირეთ აქ, შეაერთეთ აქ, ჯერ ჩართეთ ის, გადართეთ იქ» — ეს ცუდი დიზაინია. მომხმარებელმა არ უნდა იფიქროს, როგორ განახორციელოს საჭირო მოქმედება.
ყველაფერი ილუსტრირებულია მაგალითებით: დიზაინის წარუმატებლობები — როდესაც ნივთი ლამაზია, მაგრამ მისი გამოყენება შეუძლებელია და წარმატებული შემთხვევებით. ცოდნა წიგნიდან დაგეხმარებათ შექმნათ მარტივი და ინტუიციურად გასაგები დიზაინი, რომელიც მოეწონება ხალხს და დაეხმარება სწრაფად ისარგებლონ ნივთითა თუ პროდუქტით.
Project Guide to UX Design, A: For user experience designers in the field or in the making — რას უნგერი, კეროლაინ ჩენდლერი
ავტორები — UX დიზაინის მიმართულების დამფუძნებლები. მათ წიგნში შეგიძლიათ ნახოთ თითქმის ყველაფერი ინტერფეისის დიზაინერის სამუშაოს შესახებ. აღწერილია უნარები, რომელსაც სპეციალისტი უნდა ფლობდეს, ძირითადი მეთოდები და პროცედურები, რომლებიც დაკავშირებულია ურთიერთქმედების გამოცდილების დიზაინთან. უნგერი და ჩენდლერი აჩვენებენ, როგორ ჯდება UX დიზაინი მთლიანი ვებ პროდუქტის განვითარების პროცესში. სამუშაოს ყოველი ეტაპისთვის ისინი დეტალურ ინსტრუქციასა და რეკომენდაციებს იძლევიან.
გაეცნობით კომერციული წინადადების მომზადებას, პროექტის ეკოსისტემას, SEO-ს, პროტოტიპებს. გაიგებთ, როგორ გადახვიდეთ პროექტირებიდან უშუალოდ შემუშავებაზე და დიზაინის ტესტირებაზე, სამომხმარებლო გამოცდილების კვლევასა და პროდუქტის დამუშავებაზე.
წიგნში პრაქტიკიდან კონკრეტული მაგალითებისა და ქეისების დიდი რაოდენობა არაა. სამაგიეროდ, ის ზოგად წარმოდგენას იძლევა იმაზე, როგორ დავიწყოთ UX დიზაინის კეთება, მომხმარებლებთან ურთიერთობის დამყარება, სამიზნე აუდიტორიის კვლევა. ეს შეიძლება სასარგებლო იყოს პროფესიონალებისთვის, ცოდნის განახლებისთვისა და უნარების გამყარებისთვის.
ავტორებმა — დიზაინერმა და დეველოპერმა — შეაგროვეს ჩანაწერები თავიანთი ბლოგებიდან და წიგნის სახით შეკრეს. ინტერფეისს სხვადასხვა კუთხიდან განიხილავენ და საუბრობენ, როგორ შექმნა ის. წიგნი ყურადღებას ამახვილებს დიზაინის არა გლობალურ წესებზე, არამედ პატარა დეტალებზე — კონკრეტიკითა და დეტალებით. ავტორების რჩევები და ლაივჰაკები დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ პროექტები და ახალ დონეზე აიყვანოთ.
წიგნიდან შეიძლება გაიგოთ რთული ფორმის ინტერფეისების პროექტირების, გვერდის დიზაინის, ტექსტზე ორიენტირებული ღილაკების, ცხრილების, ქარდების, ნავიგაციის, შესვლის ფორმების, შრიფტისა და ფერის შესახებ.
დასაწყისში ავტორები აცხადებენ: «დაიწყეთ ფუნქციებით და არა მაკეტით» — და განმარტავენ, რომ დიზაინი განსხვავდება ესთეტიკისგან. ისინი ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ პროდუქტის შექმნის დროს, აპლიკაცია იქნება ეს თუ საიტი — ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნქციური იყოს.
წიგნში არაფერია ზედმეტი, თითქმის ყოველი წინადადება პრაქტიკულ რჩევას მოიცავს. ის არაა დიდი მოცულობის (დაახლოებით 200 გვერდ), მაგრამ ძალიან ინფორმაციულია და სწრაფად იკითხება. იდეები ილუსტრირებულია ესკიზებითა და მაგალითებით.
«Refactoring UI» გამოსადეგი იქნება არა მხოლოდ UI/UX-დიზაინერებისთვის, არამედ დეველოპერებისთვის, პროდუქტის მენეჯერებისთვის — დიზაინის უკეთ გაგებისთვის. მოკლედ ყველას, ვისაც დიზაინის გაუმჯობესება უშუალოდ დიზაინერის დახმარების გარეშე სურს. გაიგებთ, დამოუკიდებლად როგორ შექმნათ სამომხმარებლო ლამაზი ინტერფეისები, კონკრეტული მაგალითებისა და სქემების გამოყენებით.
User Friendly: How the Hidden Rules of Design Are Changing the Way We Live, Work, and Play — კლიფ კუანგი, რობეტ ფაბრიკანი
ესაა მომხიბლავი ისტორიული მოთხრობა იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა წესები დიზაინის სამყაროში და როგორ შეცვალეს მათ საზოგადოება. წიგნი არის კვლევის, დიზაინერების პროფესიული გამოცდილების ნაზავი, რომელშიც დამატებული და ილუსტრირებულია რეალური მაგალითებით.
ავტორები ყვებიან იმის შესახებ, როგორ მოქმედებს დიზაინი ადამიანზე და როგორ ამარტივებს მის ცხოვრებას, როგორ აყალიბებს მის ქცევასა და აღქმას. როგორ ჩამოყალიბდა ისტორიულად, რომ პროდუქტებისა და ტექნოლოგიების დიზაინი მომხმარებელთა ურთიერთქმედებაზე, მის კომფორტზე ორინტირებული გახდა და აგრძელებს ადამიანზე მორგებას.
«User Friendly: How the Hidden Rules of Design Are Changing the Way We Live, Work, and Play» გამოადგება ყველას, ვისაც სურს გაეცნოს იმის ისტორიას, როგორ შეცვალა დიზაინი მსოფლიოში რადიკალურმა ცვლილებებმა. თქვენ გაიგებთ, თუ როგორ განსაზღვრავს ინტერფეისები მომხმარებლების განწყობას, შეიტყობთ წესებს პოტენციური დიზაინერებისთვის. და უბრალოდ მიიღებთ შთაგონებას, თქვენს გარშემო არსებულ ნივთებზე სხვანაირი დაკვირვებით.
The Theory and Practice of Motion Design — რ. ბრაიან სტონე, ლეა უალინი
ავტორები იყენებენ მრავალფეროვან მასალებს — ინტერდისციპლინარული აკადემიური ესეებიდან პროფესიონალ დიზაინერებთან ინტერვიუებამდე. ასე ისინი აცნობენ მკითხველს მოუშენ-დიზაინსა და ანიმირებულ გრაფიკას, თეორიასა და პრაქტიკას შორის დიალოგს აგებენ. წიგნში გამოკვლეულია, როგორი ევოლუცია განიცადა მოუშენ-დიზაინმა, მისი ამჟამინდელი მდგომარეობა და როგორი იქნება მომავალი.
მასალა მოიცავს ინტერაქტიურ დიზაინს, ინტერფეისების დიზაინს, სათაურების დიზაინს ტელევიზიებისთვისა და ფილმებისთვის, ბრენდის შექმნას, პრეზენტაციის დიზაინს. წიგნი მოგითხრობთ ფერისა და ფორმის თეორიის, მონაცემთა ვიზუალიზაციის, ტიპოგრაფიის, სთორითელინგის, მაყურებელთან ინტერაქციის შესახებ. აქ არის ინტერვიუები ცნობილ სპეციალისტებთან მოუშენ-დიზაინის სფეროში, როგორებიც არიან კაილ კუპერი, დანიელ ალენკერი, კარინ ფონგი.
წიგნი გამორჩეულია თავისი ინტერაქტიურობით. ტექსტში აღწერილი ანიმირებული ვიზუალური მაგალითების გადმოსაცემად, ავტორებმა ისინი ცალკე საიტზე განათავსეს.
The Theory and Practice of Motion Design სასარგებლო იქნება, თუ დაინტერესებულნი ხართ იმით, როგორ მოძრაობს ინფორმაცია ეკრანზე და ამ მოძრაობით როგორ გადმოვცეთ შინაარსი.
Timing for Animation — ჰაროლდ უატაკერი, ჯონ ჰალასი
კლასიკური წიგნი ანიმაციის საფუძვლების შესახებ, რომელიც საუბრობს თაიმინგის გავლენაზე, თუ როგორ არის გამსჭვალული მაყურებელი იმით, რასაც ხედავს. ავტორები ანიმაციის ტემპისა და რიტმია საიდუმლოს ამხელენ, მაგალითებზე ხსნიან, როგორ სძენს ტაიმინგი ობიექტების მოძრაობას გამომსახველობას და კადრს ყურებადს ხდის.
წიგნიდან გაიგებთ ყველაფერს ანიმაციურ ვიდეოში დროის განსაზრის ხელოვნებისა და მისი როლის შესახებ. როგორ უნდა იყოს განლაგებული ნახატები ერთმანეთთან მიმართებაში, რამხელა სივრცეა საჭირო ნახატების ჯგუფებს შორის, დრამატურგიისთვის რამდენ ხანს უნდა დარჩეს ნახატები ეკრანზე. როგორ განვსაზღვროთ სეირნობის ან სირბილის დროს, შევმატოთ პერსონაჟს წონის შეგრძნება, გავაცოცხლოთ მსუბუქი ან მძიმე საგნები. როგორ გადმოიცემა ძალა, მანძილი, ეფექტები. და როგორ გამოვიყენოთ დაძაბულობა და მოლოდინი მაყურებლის ყურადღების მისაპყრობად.
არის ილუსტრირებული მაგალითების დიდი რაოდენობა, რაც დაგეხმარებათ ინფორმაციის ათვისებაში.
წიგნი შეიძლება გამოსადეგი იყოს დამწყებებისთვის საფუძვლების შესასწავლად, პროფესიონალი ანიმატორებისთვის — მიუთითებს პროფესიული განვითარებისა და სწავლის გზაზე.
Cyberpunk — სამეცნიერო ფანტასტიკა ტექნოლოგიისა და დისტოპიური ელემენტების კომბინაციით
თუ სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარული ხართ, სავარაუდოდ, ტერმინი Cyberpunk-იც გაგებული გექნებათ. მისი ზუსტი მნიშვნელობის განსაზღვრა არც ისე მარტივია. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის, როგორც კულტურას, ასევე ჟანრს აერთიანებს.
მოკლედ, დღეს Cyberpunk-ზე ვისაუბრებთ და ბონუსად ჟანრის საუკუთესო წიგნებს რეკომენდაციასაც გავუწევთ.
არა, პროგრამირებას უბრალოდ წიგნის კითხვით ვერ ისწავლით. ამისთვის ვარჯიშია საჭირო. მიუხედავად ამისა, წიგნი აუცილებლად დაგეხმარებათ. დეველოპერები ხშირად ღიზიანდებიან კოდით, როცა ისინი ვერ პოულობენ გზას მის გასაუმჯობესებლად. კარგი წიგნი ყოველთვის მნიშვნელოვანია კონკრეტული ასპექტების უკეთ გასაგებად.
გთავაზობთ 5 საუკეთესო წიგნს, რომელიც დაგეხმარებათ კოდირების უკეთესი ტექნიკების აღმოჩენაში.
2023 წელს ინტერნეტში გაეშვება Booki — მეორადი წიგნების ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა, რომლის საშუალებით გამყიდველი/ბუკინისტი ეფექტურად წარმართავს ბიზნესს ონლაინ, მყიდველი კი მარტივად იპოვის სასურველ წიგნს.