ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
27 დეკემბერი 2022, 13:43
2022-12-27
Poe — ChatGPT-ის ალტერნატივა Quora-სგან და სხვა AI ჩატ-ბოტები
ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში განსახილველ თემად ყველაზე დახვეწილი ჩატბოტი, ChatGPT იქცა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა მშობელმა, Open AI-მ, საქმე იდეალურად შეასრულა
პროდუქტის წარმატება შეუძლებელია, თუ ის ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის. ChatGPT ჩატბოტების დაპირისპირებაში ერთპიროვნული ლიდერია და აშკარად თავის კონკურენტებზე უფრო სწრაფადაც ვითარდება.
თუმცა, შეიქმნა რამდენიმე სხვა ჩატბოტიც, რომლებიც ChatGPT-ის ალტერნატივადაც განიხილება.
ბოლო პერიოდში, ტექნოლოგიურ სივრცეში განსახილველ თემად ყველაზე დახვეწილი ჩატბოტი, ChatGPT იქცა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა მშობელმა, Open AI-მ, საქმე იდეალურად შეასრულა
პროდუქტის წარმატება შეუძლებელია, თუ ის ბაზარზე კონკურენტუნარიანი არ არის. ChatGPT ჩატბოტების დაპირისპირებაში ერთპიროვნული ლიდერია და აშკარად თავის კონკურენტებზე უფრო სწრაფადაც ვითარდება.
თუმცა, შეიქმნა რამდენიმე სხვა ჩატბოტიც, რომლებიც ChatGPT-ის ალტერნატივადაც განიხილება.
Poe
Poe ChatGPT-ის კონკურენტებს შორის ყველაზე დახვეწილი და განვითარებული, ცოდნის გაზიარების პლატფორმის, Quora-ს მიერ გამოშვებული პლატფორმაა.
ის საშუალებას გაძლევთ, თქვენ მიერ დასმულ კითხვაზე პასუხი ძალიან სწრაფად მიიღოთ და ხელოვნურ ინტელექტთან ინტერაქციაში შეხვიდეთ.
დამფუძნებლებს ChatGPT-სთან კონკურენციის არ ეშინიათ, მეტიც, პოზიტიურად და შემართებით არიან განწყობილნი.
«ჩვენ უკვე 12 წელია, ინტერნეტ პროდუქტების შექმნაზე ვზრუნავთ, ამიტომ, ძალიან გამოცდილები ვართ იმ ადამიანების მომსახურებაში, რომლებიც ცოდნას ეძებენ. ყველაფერი, რაც ვისწავლეთ, Poe-ში არის გაერთიანებული». — განაცხადა Quora-ს სპიკერმა.
Poe ამჟამად მხოლოდ IOS-ზეა ხელმისაწვდომი. თუმცა, დამფუძნებლების თქმით, მომხმარებლებისგან დადებითი უკუკავშირის შემთხვევაში, ჩატბოტი სხვა ოპერატიულ სისტემებზეც ამუშავდება.
ჯერ-ჯერობით Poe-ს მთავარ ღირსებად კონტენტის გაფილტვრის მაღალი ხარისხი ითვლება. ხელოვნური ინტელექტის სხვა ჩატბოტებისგან განსხვავებით, ChatGPT-ის ჩათვლით, Poe-სთან საუბრისას რასისტულ და მიკერძოებულ პასუხებს არ მიიღებთ.
Quora ჯერ კიდევს მასშტაბურობის შემუშავებაზე, ტესტერებისგან გამოხმაურების მიღებასა და არსებული პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.
«მთელი სფერო ძალიან სწრაფად მოძრაობს და ჩვენ იმის გარკვევა გვსურს, თუ როგორ მოვაგვაროთ საზოგადოების პრობლემები Poe-ს დახმარებით». — განაცხადა სპიკერმა.
ChatGPT-ის სხვა ალტერნატივებიც აქვს, რომლებიც განვითარებას ეტაპობრივად ცდილობენ და არის კონკრეტული საკითხები, რაშიც მას სოლიდურ კონკურენციას უწევენ.
მაგალითად, Jasper Chat, რომელიც 2021 წელს დაარსებულმა, ხელოვნური ინტელექტის კონტენტის პლატფორმამ, Jasper-მა შექმნა.
Jasper Chat ხელოვნურ ინტელექტთან ბუნებრივი საუბრის საშუალებას გაძლევთ. მას იდეების გენერირება, რჩევების მოცემა და თქვენი გაცინებაც კი შეუძლია.
Jasper Chat უფრო საქმიანი გამოყენების შემთხვევებისთვისაა შექმნილი, როგორიცაა მარკეტინგი და გაყიდვების განყოფილებები.
«Jasper Chat ბიზნეს მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ბუნებრივი ჩატბოტია. ის უფრო ახალი გზაა არსებულ AI-სთან ურთიერთობისთვის, ვიდრე თავად ახალი ტექნოლოგია». — განაცხადა Jasper-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დეივ როგენმოზერმა.
ChatGPT-ის კიდევ ერთი ალტერნატივაა YouChat, რომელიც უფრო Google-ს საძიებო სისტემას წააგავს.
თუმცა, Google-სგან განსხვავებით, პასუხებს არა უთვალავი ბმულით, არამედ მარტივი სიტყვებით გადმოსცემს, რითაც ChatGPT-ს პირდაპირ ჰგავს.
ის შეიძლება რთული ცნებების შესასწავლად და ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად გამოიყენოთ, როგორიცაა ესეების თემის იდეების მოფიქრება და კოდის წერა.
თუმცა, YouChat სრულყოფილი ჩატბოტი ნამდვილად არ არის. მომხარებლების უკუკავშირით თუ ვისმჯელებთ, პლატფორმა ხშირად ნელა მუშაობს და ზოგჯერ კითხვებზე არასანდო პასუხებსაც იძლევა.
დამფძნებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ხარვეზებს უმოკლეს დროში აღმოფხვრიან და YouChat ChatGPT-ის მთავარ კონკურენტად მოგვევლინება.
როგორც ხედავთ, ყველა ჩატბოტის ფუნქცია, დანიშნულება, სტილი თითქმის იდენტურია. ამიტომ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია, კონკრეტულ მომენტში, სწორი, მუშაობითა და განვითარებით, კონკურენტებზე წინ აღმოჩნდეს.
Linkdin-ზე AI-ის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი — სია
Linkdin-ზე ხელოვნური ინტელექტის შემსწავლელი ყველაზე პოპულარული 10 კურსი უფასოდაა ხელმისაწვდომი.
კურსების უფასოდ გავლა 2023 წლის 15 დეკემბრამდე იქნება შესაძლებელი.
წარმოგიდგენთ მათ 👇