ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ქართული Payze და Shopify პარტნიორები გახდნენ

ქართული საგადასახადო სერვისების პროვაიდერი კომპანია Payze და ერთ-ერთი წამყვანი კომერციული პლატფორმა Shopify პარტნიორები გახდნენ.

კომენტარის დატოვება
ქართული Payze და Shopify პარტნიორები გახდნენ

ქართული საგადასახადო სერვისების პროვაიდერი კომპანია Payze და ერთ-ერთი წამყვანი კომერციული პლატფორმა Shopify პარტნიორები გახდნენ.

დღეიდან ბიზნესის მფლობელებსა და ინდივიდუალურ მეწარმეებს, საქართველოსა და უზბეკეთში, შეუძლიათ,  თავიანთი ბიზნესისთვის ვებსაიტები Shopify-ზე  შექმნან და გადახდები Payze-ის გამოყენებით მიიღონ.

Payze-ს თანადამფუძნებლის, გეგა წურწუმიას თქმით, გუნდი პარტნიორობაზე დაახლოებით 7 თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა და მიღწეული საბოლოო შედეგი ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

გეგა წურწუმია
«ძალიან ბევრ ბიზნეს აქვს მოთხოვნა, რომ ონლაინ მაღაზია რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად შექმნან. შეუძლიათ დეველოპერი აიყვანონ და ეს თავად გააკეთონ, მაგრამ, დღეს დამკვიდრებული პრაქტიკა CMS-ის (კონტენტის მენეჯმენტის სისტემა) გამოყენებაა. ამ საკითხში კი ორი  Shopify და WIX ტოპ კომპანიებად ითვლება. Shopify 15-20 წუთში საიტს ნებისმიერი ბიზნესისთვის ააწყობს, აქ კი უკვე წინასწარ ჩაშენებული საგადახდო სერვისი დახვდება, რომელიც მათთვის ყველაზე მორგებულ გადახდებს შესთავაზებთ. ეს ჩვენთვის, Shopify-სთვისა და ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესია».

წურწუმიას თქმით, დიდი შრომის შემდეგ Payze რეგიონში წამყვანი საგადახადო სერვისების პროვაიდერი გახდა — ბევრი ბიზნესი სწორედ ამ პლატფორმას იყენებს გადახდებისთვის.

«ერთ-ერთი ეტაპი, როცა ონლაინ მაღაზიას აკეთებ, არის ის, თუ რომელ საგადახადო პროვაიდერს აირჩევ. ჩვენ უზბეკეთში, ყაზახეთსა და მთლიანად რეგიონში წამყვანი პლატფორმა გვაქვს და ამ ადგილებიდან ვინც დარეგისტრირდება საგადახადო პროვაიდერად Payze-ს შესთავაზებს.» — თქვა გეგა წურწუმიამ. 

წურწუმია ახალ რეგიონულ პარტნიორობასაც აანონსებს — მისი თქმით, ახლახან Payze და ისრაელში დაფუძნებული ვებსაიტების შექმნის პლატფორმა Wix პარტნიორები გახდნენ.

განახლება: დღის მეორე ნახევარში გეგა წურწუმიამ განაცხადა, რომ Payze უკვე Wix-ის პარტნიორიც გახდა. 

Payze 2020 წელს შეიქმნა და ხელმისაწვდომი 2021 წლის დასაწყისში გახდა. ის გეგა წურწუმიამ და კახა გელაშვილმა დააფუძნეს. სერვისი, ჯერჯერობით, საქართველოსა და უზბეკეთში მუშაობს.



ასევე წაიკითხეთ
Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
Viber: როგორ მოვიზიდოთ მომხმარებლები და გავზარდოთ გაყიდვები საკომუნიკაციო აპლიკაციებით
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
Sprint 02 — დღეს E-commerce-ის შესახებ ProdAct Community-ის შეხვედრა შედგება
Sprint 02 — დღეს E-commerce-ის შესახებ ProdAct Community-ის შეხვედრა შედგება
Sprint 02 — დღეს E-commerce-ის შესახებ ProdAct Community-ის შეხვედრა შედგება
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
რა უნდა იცოდე, თუ სტარტაპის გაკეთება გადაწყვიტე — რჩევები დამწყებებს
სტარტაპი არის ერთ პროდუქტზე ორიენტირებული დამწყები კომპანია ან საწარმო, რომლის მიზანია, შექმნას უნიკალური პროდუქტი ან მომსახურება. ის მიზნად ისახავს ინოვაციების შემოტანას. სტარტაპები დაფუძნებულია ერთი ან მეტი ადამიანის მიერ, როგორც წესი, ინდივიდუალური ფინანსებით და ინვესტიციების მოლოდინით. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.