ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

ლევან მოლაშვილი და ელექტრონული მარკეტინგის ასოციაცია E-commerce-ის სწავლაში დაგეხმარებათ

Coursera-ს უახლესი ანგარიშის თანახმად, ონლაინ კომერციის ცოდნაზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად იზრდება. შესაბამისად, e-commerce-ის ცოდნა 2024 წელს ყველაზე მეტად გამოგადგებათ. ამის გაკეთება ონლაინ შეგიძლიათ — ინტერნეტ სივრცეში უამრავ კურსს იპოვით. მათ შორის, Udemy-ზე და ქართულად. ავტორი ლევან მოლაშვილია — საქართველოში ელექტრონული კომერციის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკოსი სპეციალისტი.

კომენტარის დატოვება

ლევან მოლაშვილი ონლაინ გაყიდვებით 2007 წლიდან დაინტერესდა, სრულად — 2015 წლიდან ჩაერთო, 2020 წელს კი იქომერს ასოციაციაც დააფუძნა. 

ახლა ასოციაცია ძირითადად 2 მიმართულებით საქმიანობს: პრაქტიკული ონლაინ ვაჭრობა საერთაშორისო ბაზრებზე და განათლება. 

პრაქტიკული მიმართულება მოიცავს, მათ შორის, მომხმარებლების დახმარებას, თავიანთი პროდუქცია Amazon-ზე, Etsy-სა და ebay-ზე გაიტანონ. მუშაობენ Affiliate Marketing-ის მიმართულებითაც. 

რაც შეეხება განათლებას — ლევან მოლაშვილი, ასოციაციის ეგიდით ატარებს ტრენინგებს, მაგალითად, «აწარმოე საქართველოში-ს» ბენეფიციარებთან, ასევე, ტექნოპარკებში, GITA-ს პროექტების ფარგლებში. 

ასევე, მის მიერ შექმნილი რამდენიმე კურსი Udemy-ზეა ატვირთული. 

ტრენინგები ციფრულ მარკეტინგს, დროფშიფინგს და პრაქტიკული ხელოვნური ინტელექტის კურსს ეხება.

ლევან მოლაშვილის კურსებიდან ისწავლით, მაგალითად: როგორ შეიძლება, Amazon საქართველოში მცხოვრებმა ადამიანმა შემოსავლის წყაროდ აქციოს — როგორია პროდუქტის განთავსების კრიტერიუმები; როგორ ეხმარება Amazon Export Hub-ის პლატფორმა მომხმარებლებს; ხშირად დაშვებული შეცდომები და როგორ არის შესაძლებელი მათი თავიდან არიდება. 

ლევან მოლაშვილი

«E-commerce ძალიან დიდი სფეროა. ეს არის უსადენო საშუალებებით პროდუქციის გაყიდვა. ეს პროცესი ბევრ შიდა მიმართულებას მოიცავს. ყველაზე დიდი — ციფრული მარკეტინგია.

თუმცა, ციფრულ მარკეტინგთან ერთად საჭიროა ძალიან ბევრი უნარი, მაგალითად, email მარკეტინგი, SEO. მოიცავს ლოჯისტიკის ჯაჭვს, ასევე, რეკლამის პროცესს არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ გუგლის საძიებო სისტემაში.ყველაფერი ხდება ციფრული.

ამის გამო ადამიანები მარტივად ყიდიან პროდუქციას საქართველოსა და მსოფლიოში. იხვეწება ლოჯისტიკური ჯაჭვი როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში. ადამიანები მარტივად უკავშირდებიან და პროდუქციას მარტივად აწვდიან ერთმანეთს. ეს ყველასთვის საინტერესო, დადებითი და მომგებიანი საქმეა». 

ელექტრონული კომერციის ასოციაცია მოქალაქეებს ხელნაკეთი ნივთების და ხელოვნების ნიმუშების Etsy-ზე გაყიდვაშიც ეხმარება. Etsy საქართველოდან 2 წლის წინ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გავიდა. შესაბამისად, საიტის დამოუკიდებლად გამოყენება ფაქტობრივად, შეუძლებელია. ლევან მოლაშვილი გვეუბნება, რომ ასოციაციამ შეძლო, ასეთ პირობებში, პროდუქციის განთავსებაში ბევრ მეწარმეს დახმარებოდა. 

ამიტომაც, მისი თქვემით, «ქართველი ხელოვანების დიდი ნაწილი Etsy-ზე უკვე დარეგისტრირებულია. დღეს ასოციაცია ამ მაღაზიებს საძიებო სისტემის მოწესრიგებაში, მაღაზიის დახვეწაში, გადაზიდვის პროცესის ორგანიზებაში ეხმარება. 

ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
თემის მიხედვით
ტოპ უნარები 2024 წლის შრომის ბაზარზე — Coursera-ს ანგარიში 
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს
თემის მიხედვით
TikTok საკუთარ E Commerce ბიზნესს იწყებს

ასევე წაიკითხეთ
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Amazon Web Services-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას დატოვებს
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
Temu-მ ახალ მომხმარებლებზე თანხის გაცემის პირობები შეშფოთების ფონზე შეცვალა
ევროპარლამენტმა Amazon-ის ლობისტებს სამკერდე ნიშნები გაუუქმა
ევროპარლამენტმა Amazon-ის ლობისტებს სამკერდე ნიშნები გაუუქმა
ევროპარლამენტმა Amazon-ის ლობისტებს სამკერდე ნიშნები გაუუქმა
Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს
Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს
Nvidia ახლა Amazon-სა და Alphabet-ზე მეტი ღირს
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.