ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

რა გველოდება DataFest Tbilisi-ზე

17-19 ნოემბერს თბილისში DataFest Tbilisi — მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემებთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.  ის ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს პროფესიონალებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებს და დიზაინერებს აერთიანებს. 2022 წელს, რიგით მე-6 DataFest Tbilisi-ზე ელოდებიან 500-ზე მეტ დამსწრეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 

კომენტარის დატოვება
რა გველოდება DataFest Tbilisi-ზე

17-19 ნოემბერს თბილისში DataFest Tbilisi — მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მონაცემებთან დაკავშირებული ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა.  ის ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მარკეტინგის სპეციალისტებს, ბიზნეს პროფესიონალებს, საჯარო მოხელეებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, დეველოპერებს და დიზაინერებს აერთიანებს. 2022 წელს, რიგით მე-6 DataFest Tbilisi-ზე ელოდებიან 500-ზე მეტ დამსწრეს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. 

ღონისძიების თანაორგანიზატორი, ორგანიზაცია ForSet-ის წარმომადგენელი, ლალი ცერცვაძე გვეუბნება, რომ მათი მიზანი წელსაც ისეთი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც მონაცემებთან მუშაობენ, გაერთიანდნენ, ერთმანეთს გამოცდილებები გაუზიარონ და ახალი თანამშრომლობები წამოიწყონ. 

წლევანდელ DataFest Tbilisi-ში მონაწილეებს ორგანიზატორები სთავაზობენ ინსპირაციულ გამოსვლებს, სიღრმისეულ ვორქშოფებს და დატათონებს, ანუ ჰაკათონის ტიპის შეჯიბრებებს, რომლებში გამარჯვებულები პრიზებსაც მიიღებენ. 

ლალი ცერცვაძე
«ინსპირაციული გამოსვლებით გვინდა, მოტივაციით ავავსოთ ჩვენი მონაწილეები, მერე ვორქშოფებზე მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტებისგან ისწავლონ, როგორ კეთდება რაღაცები რეალურად და შემდეგ, მოტივაციაც რომ ექნებათ და შესაბამისი ცოდნაც, ამ ყოველივეს დათატონებზე გადაიტანენ». 

მისივე თქმით, წლევანდელ ფესტივალზე 2 ტიპის დატათონი — შეჯიბრება ჩატარდება — მონაცემთა ვიზუალიზაციის კონკურსი და დემტეკის ჰაკათონი დემოკრატიის გადასარჩენად. 

ვიზუალიზაციის დატათონის თემები ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა მეწარმოება და ადამიანის უფლებებია. ამ მიმართულებით დატაფესტის პარტნიორია ევროპის საბჭო. 

«ვისაც თემები აინტერესებს, შეუძლია, დატათონზე მოვიდეს და შექმნას მონაცემებზე დაფუძნებული პროექტები. ეს შეიძლება იყოს ჟურნალისტური პროექტი — მულტიმედია მასალა, ან ანიმაცია, ინფოგრაფიკების სერია, ქვიზი, აპლიკაცია და ა.შ, ნებისმიერი ინოვაციური და ციფრული პროექტი, რომლებიც მონაცემებზე იქნება დაფუძნებული». — გვებნება ლალი. 

დატათონების საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარია. გამოვლინდება რამდენიმე გარჯვებული გუნდი, თუმცა, კონკრეტულად რამდენი — მათ მიერ ადგილზე შექმნილი და შემოთავაზებული პროდუქტის ხარისხზე იქნება დამოკიდებული. პროექტებს დატაფესტის მონაწილეები ღონისძიების მესამე დღეს წარადგენენ. სწორედ მესამე დღეს გამოვლინდებიან გამარჯვებულებიც. 

რაც შეეხება დემტეკის ჰაკათონს — ლალი ამბობს, რომ ამ ნაწილში მათთან NATO-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ორგანიზაცია, «დემოკრატიის ალიანსის ფონდი» თანამშრომლობს. მასში მონაწილეობა დეველოპერებს და ინტერნეტ ტექნოლოგიებთან სხვა ფორმით კავშირში მყოფ ადამიანებს შეეძლებათ. 

«ექნებათ 2 სახის დავალება: ერთი — მოიფიქრონ რამე ინოვაციურ-ტექნოლოგიური გზა, რომ უკრაინას გამარჯვებასა და შემდეგ აღდგენაში დავეხმაროთ და მეორე — მოიფიქრონ რამე ისეთი, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რეგიონში დემოკრატიის განვითარებას, იქნება ეს დაკავშირებული კორუფციასთან, არჩევნებთან, ფარულ მიყურადებასთან თუ სხვა. 

ამ 2 დავალებიდან შეეძლებათ, აირჩიონ ერთი და იმუშაონ 24 საათის განმავლობაში. გამარჯვებული გუნდი მომავალ წელს კოპენჰაგენში გაემგზავრება სწორედ „დემოკრატიის ალიანსის ფონდის“ სამიტზე და იქ წარადგენს თავის იდეას, სადაც შეიძლება გაიმარჯვოს და კიდევ უფრო დიდი პრიზები მიიღოს». — ამბობს ლალი ცერცვაძე. 

მისი თქმით, გარდა ამისა, ანდერს ფოგ რასმუსენის ორგანიზაციას აქვს სასწავლო პროგრამა, სადაც დემტეკის ჰაკათონში გამარჯვებული გუნდის წევრებს შეეძლებათ, ახალი გამოცდილება მიიღონ. 

ჯერჯერობით ორივე ღონისძიებაში მონაწილეობა ისევ შესაძლებელია, რეგისტრაციის ბმულები ღიაა. თუმცა, მსურველებმა უნდა იჩქარონ, ვინაიდან მალე მონაწილეების შერჩევა დაიწყება. 

ლალი ცერცვაძე ამბობს, რომ DataFest Tbilisi-ის მიზანია, გაიზარდოს მონაცემების გამოყენების პრაქტიკა.

«ახლა ციფრულ სამყაროში, როცა ყველაფერი მონაცემების სახით ინახება და არაფერი იკარგება, მნიშვნელოვანია, ამ მონაცემებს სწორი გამოყენება მოვუძებნოთ. 

მაგალითად, ბიზნესმა მონაცემების სწორად გამოყენება უნდა იცოდეს, რათა გააანალიზოს ის და დაგეგმოს შემდგომი განვითარება.  სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რათა ქვეყნის განვითარება დაგეგმოს და ა.შ. აბსოლუტურად ყველასთვის მნიშვნელოვანია მონაცემების სწორად გაანალიზება და გამოყენება. 

ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ მონაცემების სწორად გამოყენება ვასწავლოთ და ამ ყველაფერში ჩავრთოთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანი, რომ ხელი შევუწყოთ ინტერდისციპლინურ თანამშრომლობებს, წავახალისოთ ​მონაცემების გამოყენების პრაქტიკა, ამ მიმართულებით მსოფლიოს ბოლო ტენდენციები გავაცნოთ ჩვენს აუდიტორიას და შევქმნათ სივრცე, სადაც მონაცემებით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას გაუზიარებენ». — ამბობს ის. 

ლალი ცერცვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე დიდი მონაცემთა ფესტივალი საქართველოში ტარდება — ეს მიუთითებს, რომ საქართველო ამ მიმართულებით რეგიონის ლიდერია და ამაში წვლილი DataFest Tbilisi-საც აქვს შეტანილი. 

ფესტივალის ორგანიზატორია ფორსეტი, ხოლო პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, გრანთ თორნთონი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ევროპის საბჭო, თბილისის მერია და სხვები.



ასევე წაიკითხეთ
DataFest Tbilisi რუსულ კანონზე: შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ მის დამარცხებაში
DataFest Tbilisi რუსულ კანონზე: შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ მის დამარცხებაში
DataFest Tbilisi რუსულ კანონზე: შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ მის დამარცხებაში
DataFest Tbilisi რუსულ კანონთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის აღმოფხვრის როგორც საქართველოს საჯარო უწყებებსა და საერთაშორისო დონორებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობას, ისე, ეჭვქვეშ აყენებს დამოუკიდებელი მედიისა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობას.  
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
წითელქუდა — ზღაპარზე დაფუძნებული ქართული თამაში სიძულვილის და ბულინგის დასაძლევად
«წითელქუდა» — ასე ქვია თამაშს, რომელიც მირანდა ნამიჭეიშვილმა ვაჟა კავლელიშვილთან ერთად სიძულვილისა და ბულინგის დასაძლებვად შექმნა. თამაშის შექმნის იდეა Forset-ის ჰაკათონის ფარგლებში გაჩნდა მათთვის, ვისაც ვისაც ციფრულ სივრცეში სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მეტის გაგება სურს. მირანდა ნამიჭეიშვილმა dev.ge-სთან თამაშის არსზე, მნიშვნელობასა და საინტერესო ასპექტებზე დეტალურად ისაუბრა.
2024 წლის DataFest Tbilisi 19-21 სექტემბერს ჩატარდება
2024 წლის DataFest Tbilisi 19-21 სექტემბერს ჩატარდება
2024 წლის DataFest Tbilisi 19-21 სექტემბერს ჩატარდება
მონაცემთა უდიდესი ფესტივალი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, DataFest Tbilisi 2024 19-21 სექტემბერს ჩატარდება. 
Solana Renaissance — ჩაერთეთ ჰაკათონში და მოიგეთ $50 000-მდე
Solana Renaissance — ჩაერთეთ ჰაკათონში და მოიგეთ $50 000-მდე
Solana Renaissance — ჩაერთეთ ჰაკათონში და მოიგეთ $50 000-მდე
Web3 თამაშების პროტოტიპები, NFT-ები და მასთან დაკავშირებული ბლოკჩეინ პლატფორმები p2p ბაზრებისთვის — ეს არის ის, რაც Solana-ს ჰაკათონზე გელოდებათ.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.