ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
სიახლეების განყოფილებაHow To
6 დეკემბერი 2022, 16:53
2022-12-06
No-Code დეველოპერობა: როგორ გახდე ნოუკოდერი და შეხვიდე IT-ში პროგრამირების გარეშე
No-code ტექნოლოგია 20 წელზე მეტი ხნისაა. თუმცა, რეალური მოთხოვნა სწრაფ და იაფიან საიტებზე პანდემიის პერიოდში გაჩნდა. როდესაც კომპანიები მასობრივად ციფრულ სამყაროში გადავიდნენ, აღმოჩნდა, რომ ბიზნესის ბევრი საკითხის მოგვარება პროგრამირების გარეშეა შესაძლებელი. ამჟამად სოფტის ბაზარზე ათობით no-code და low-code ინსტრუმენტია, ხოლო ნოუკოდერ-სპეციალისტები, როგორც ამბობენ, დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებშიც აჰყავთ.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირველად გესმის სიტყვათშეთანხმება no-code, დიდი ალბათობით იცით Tilda ან Readymag — ყველაზე პოპულარული no-code რედაქტორები. ეს სამომხმარებლო აპლიკაციებია, რომლებიც კონსტრუქტორის პრინციპით მუშაობენ. ნებისმიერ ადამიანს — ბიზნესმენსა თუ დიზაინერს კოდის ოდნავი ცოდნის გარეშე — შეუძლია ააწყოს საიტი მზა ბლოკებისგან, მიამაგროს გადახდის სისტემა ან განაცხადები შეაგროვოს.
მსგავსი no-code რედაქტორი ბევრია: Webflow, Glide, Bubble და სხვები. ყველა მათგანი საშუალებას იძლევა, ფრონტენდი კოდის გარეშე შეიქმნას და განსხვავდება ინტერფეისისა და ფუნქციონალების თავისებურებებით. დამატებით შეიქმნა დამხმარე no-code ხელსაწყოები, რომლებიც საჭიროა საიტის შიდა ლოგიკის ასაგებად.
კიდევ არსებობს low-code — ეს ის შემთხვევაა, როდესაც no-code ხელსაწყოები საკმარისი არაა და იქმნება «ჰიბრიდულ» საიტი. მაგალითად, Webflow-ში შეგიძლია, ერთი სტრიქონით გაწერო რომელიმე ჩექბოქსი ან ღილაკი, თუ ასეთი აუცილებლობა არსებობს. no-code რედაქტორში შეიძლება ფრონტენდის გაკეთება. ისინი ძირითადად განკუთვნილია პროგრამისტებისთვის, რომლებსაც კოდის გარეშე საიტის ცალკეული ნაწილების შეკრებით თავიანთი სამუშაოს გაადვილება სურთ.
No-code და low-code დაყოფა საკმაოდ პირობითია: მაგალითად, low-code-ისთვის გამოსადეგმა პლატფორმამ შეიძლება საკუთარ თავს no-code უწოდოს. სპეციალისტებიც საკუთარ თავს სხვადასხვანაირად მოიხსენიებენ. მაგრამ არსი ერთია: დააჩქაროს და შეამციროს საიტზე მუშაობის ღირებულება — მზა ბლოკებით, პროგრამირების სრული ან ნაწილობრივი ჩანაცვლების წყალობით.
No-code-ის ძირითადი ინსტრუმენტები
მოდით შევხედოთ, ძირითადად რასთან მუშაობენ ნოუკოდერები. დავიწყოთ ინსტრუმენტებით ფრონტენდის შესაქმნელად.
პროგრამა საშუალებას იძლევა, ააწყოთ ინტერფეისი შაბლონების მიხედვით ან დამოუკიდებლად. საიტი შეგიძლიათ გახადოთ ანიმაციური, შექმნათ ადაპტირებული ვერსია — ავტომატურად ან ხელით. მაგალითების ნახვა Readymag-ის გალერეაშია შესაძლებელი. ახლა Readymag-ში უკრაინის მცხოვრებლებს ერთწლიან უფასო გამოწერას სთავაზობენ. Readymag-ის ფუნცქიონალების ანალოგიური არის Tilda. მათ შორის მთავარი განსხვავება ინტერფეისის მახასიათებლებშია. ორივე რუსული კომპანიაა. Readymag აშშ-შია განთავსებული, მისი სათაო ოფისი ნიუ იორკშია.
ეს ინსტრუმენტი განიხილება ოდნავ უფრო მოწინავედ დინაზინის ნაწილში: Webflow შესაძლებელს ხდის თითქმის ნებისმიერი საიტის შედგენას ისე, როგორც ჩაფიქრებული იყო. შეიძლება ანიმაციის გაკეთება და უფრო «ჭკვიანი» მობილური აპლიკაციების შექმნა, ვიდრე Tilda-სა და Readymag-ში. მაგრამ მეორე მხარეც აქვს: თუ გსურთ საიტის გაკეთება სწრაფად და ჩაღრმავების გარეშე, ინტერფეისი რთული იქნება. გამზადებული საიტების მაგალითების ნახვა Webflow Community-ს განყოფილებაში შეგიძლიათ.
საიტ-პორტფოლიოს ან ძირითადი საიტის ბმულით სარეკლამო ლენდინგის შექმნისთვის, საკმარისია უბრალოდ ერთ-ერთ რედაქტორში ინტერფეისის აწყობა. მაგრამ თუ საჭიროა საიტის შიდა ლოგიკის აწყობა, სხვა ინსტრუმენტები გეხმარებათ. მაგალითად, არსებობს Airtable-ის no-code მონაცემთა ბაზები, სერვისი Setmore სისტემის დანერგვისთვის, Mailchimp-სა და Unisender-ის დაგზავნის სერვისები, პროგრამები ინტერგაციის დასაყენებლად — Make (ყოფილი Integromat) და Zapier.
არსებობს no-code პლატფორმები, რომლებსაც ყველაფერი ეს არ სჭირდებათ. ისინი საშუალებას გაძლევთ შექმნათ სრულფასოვანი საიტები ერთი რედაქტორის შიგნით: მათ აქვთ საკუთარი მონაცემთა ბაზები და ხელმისაწვდომი შიდა მექანიკა.
ინსტრუმენტი განკუთვნილია სრულფასოვანი ვებ-აპლიკაციების შესაქმენლად. მისი დახმარებით თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ არა მხოლოდ ონლაინ მაღაზია, არამედ გაცილებით მეტი რამ. Bubble საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ჩათები, ღონისძიებაზე ჩაწერა, პირადი კაბინეტების შექმნა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის რეგისტრაციის საშუალებით. ყველაფერი ეს, ვიზუალურ ინტერფეისთან ერთად, შეგიძლიათ ერთ პლატფორმაზე ააწყოთ. მაგალითები ნახეთ აქ.
Bubble-ისგან განსხვავებით, ეს რედაქტორი მობილური აპლიკაციების შექმნის საშუალებას იძლევა. მასში შეგიძლიათ ააწყოთ პროდუქტი Google Sheets-ის მონაცემებზე დაყრდნობით. უმარტივესი აპლიკაციის შექმნა — რამდენიმე საათის საკითხია. რა თქმა უნდა, თუ გენდომებათ რთული ლოგიკის აპლიკაციის შექმნა, ინტერფეისის დიზაინის დამუშავება, ბევრი კონტენტის დამატება, სამუშაო გაცილებით მეტ დროს წაიღებს — მაგრამ კოდის დეველოპმენტს ეს ვერ შეედრება. აპლიკაციების მაგალითების ნახვა Glide Community-ში შეგიძლიათ.
სერვისი ჰგავს Glide-ს, მაგრამ ფუნქციონალის მხრივ უფრო განვითარებულად მიიჩნევა. ის მორგების მეტ საშუალებას იძლება და ნაკლებად არის შაბლონებზე ორიენტირებული. იქ კოდის გარეშე მარტივი თამაშების აწყობაც შეიძლება. Adalo-სთან მუშაობა, საშუალოდ, უფრო მეტ დროს მოითხოვს, ვიდრე Glide-სთან. აპლიკაციების მაგალითების ნახვა ბმულზე შეიძლება.
რა უნარები სჭირდება ნოუკოდერს და როგორ შეხვიდე პროფესიაში სწრაფად
ნათელია, რომ ნოუკოდერისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე პროგრამასთან მუშაობა. მაგრამ ეს მხოლოდ ინსტრუმენტებია, ხოლო საიტის დიზაინსა და ლოგიკაზე თვითონ სპეციალისტი ფიქრობს. ნოუკოდერი არც დეველოპერია და არც დიზაინერი — ეს ცალკე პროფესიაა თავისი სპეციფიკით.
საიტის ლოგიკის სწორად აგებისთვის მნიშვნელოვანია მისი მუშაობის ყველა დეტალის ცოდნა: როგორ ფუნქციონირებს გადახდის სისტემები, დაგზავნის სერვისები, მონაცემთა ბაზები. ნოუკოდს ბევრი ნიუანსი აქვს, რომლებიც განსხვავდება customize developing-სგან. ამიტომაც ერთსა და იმავე კურსებზე ასწავლიან რომელიმე რედაქტორში მუშაობას და ამავდროულად, პროდუქტის ლოგიკის აწყობასაც.
No-code რედაქტორების და დამხმარე სერვისების გარდა შეიძლება Figma-ს ცოდნაც გახდეს საჭირო. ჯერ ერთი, ამ პროგრამას მეტი შესაძლებლობა აქვს ვიზუალის შესაქმენლად. დავუშვათ, სურათებს ან რთული ფორმის ფონურ ვექტორულ გამოსახულებებს Tilda-ში ან Readymag-ში ვერ დახატავ — მათი იმპორტირება გახდება საჭირო. Figma შესანიშნავად გამოდგება ასეთი რაღაცების შესაქმნელად. მაკეტის შექმნაც შეიძლება იქ უფრო გამარტივდეს — თუ, რა თქმა უნდა, მუშაობთ არა მზა პლატფორმის შაბლონებით, არამედ ქმნით დიზაინს ნულიდან.
მეორეც, Figma მოსახერხებელია wireframe-ებისა და პროტოტიპების შესაქმნელად. თუ პროდუქტი რთული იქნება, ჯერ საჭიროა მისი ლოგიკის ვიზუალიზაცია და შემდეგ გააგრძელოთ ინტერფეისის ელემენტების დახატვა. No-code პლატფორმებზე პროტოტიპის შექმნა პრობლემურია, Figma კი ამისთვის ზედგამოჭრილია.
რედაქტორების საბაზისო ინსტრუმენტების ათვისება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი კონსტრუქტორ საიტებზე გაკვეთილებით. Readymag-ში არის სასარგებლო განყოფილება Learn, ხოლო Bubble Academy-ში შესაძლებელია უფასო ვიდეობის ნახვა და მანუალების წაკითხვა.
საჭიროა თუ არა ნოუკოდერისთვის პროგრამირება
როდესაც ნოუკოდერი ოდნავ მაინც ფლობს პროგრამირებას, no-code ინსტრუმენტში მუშაობისას შეუძლია იმ ფუნქციებისა და ვიზუალური ეფექტების დამატება, რომლებიც აკლია. მაგალითად, ფონის დაბურვის ეფექტი ან ჩექბოქსი ბევრი არჩევანით — დიზაინის ბევრ ელემენტს რედაქტორში ვერ ააწყობ.
შეგიძლიათ, ფრონტენდი ნოუკოდში მთლიანად კასტომ ბექენდთან დააკავშიროთ, თუ საიტს რთული ფუნქციონალი სჭირდება — ვთქვათ, ზოგიერთი განახლებული მონაცემის ტრანსილირება ცხრილებიდან.
ასევე, არსებობს პლატფორმები, რომლებიც ვიზუალურ რედაქტორში მუშაობასთან პროგრამირების მორგებაზეა ორინტირებული. მაგალითად, Directional, Betty Blocks, Mendix — No-code პლატფორმებისგან, რომლებიც ზემოთ განვიხილეთ, ისინი უფრო განვითარებული შესაძლებლობებითა და პროგრამისტებისთვის მუშაობის მოხერხებულობით განსხვავდება.
სად მუშაობენ ნოუკოდერები
ნოუკოდის ერთ-ერთი პლიუსია შესაძლებლობა, თვითონ შექმნა სრულყოფილი საიტი, დიდი გუნდის ჩართვის გარეშე. ბევრი ამ სფეროში ფრილანსზე მუშაობის მიზნით მიდის — ძირითადად, მცირე ბიზნესისთვის. მაგრამ ცნობილი ბრენდები ნოუკოდს ასევე იყენებენ სპეცპროექტებისთვის, ლენდინგებსა და შიდა პროდუქტებისთვის.
ფრილანსერობისა და რომელიმე კომპანიაში მუშაობის გარდა, შესაძლებელია დიზაინ-სტუდიაში ან დეველოპერ სტუდიაში დასაქმება — ზოგიერთი, სხვა ყველაფერთან ერთად, დაკავებულია საიტების კოდის გარეშე შემუშავებით. არსებობს სტუდიები, რომლებიც მთლიანად no-code გადაწყვეტილებებზეა სპეციალიზირებული: მაგალითად, Zero to One და Method Zero. ბევრი საერთაშორისო კომპანია ეძებს ნოუკოდ-სპეციალისტებს: ვაკანსიები არსებობს Upwork-ზე, LinkedIn-ზე, Indeed-ზე და სხვა საერთაშორისო პლატფორმებზე.
სამუშაოს ბევრი ვარიანტია და ყველგან თავისი სპეციფიკაა. ფრილანსი — კლიენტების არჩევის თავისუფლება, მოსახერხებელი გრაფიკი და პროდუქტის თავიდან ბოლომდე შექმნის შესაძლებლობაა. მსხვილი კომპანიის შტატი — სტაბილურობა და შენთვის საინტერესო კონკრეტულ სფეროში მუშაობაა. დეველოპერების სტუდია — გუნდში მუშაობის შესაძლებლობა მომხმარებელთა სხვადასხვა პრობლემის გადასაჭრელად.
რატომ ეყრდნობიან კომპანიები JavaScript-ს, Python-სა და Java-ს
ღრუბლოვანი გამოთვლების, მობილურის განვითარებისა და ხელოვნური ინტელექტის მიღწევების მიუხედავად, ტექ კომპანიების ყოველდღიური ბიზნესი მთელს მსოფლიოში კვლავ პროგრამირების სამ ენაზე მუშაობს, რომელთა დებიუტიც 1990-იან წლებში შედგა. თითქმის ყველგან JavaScript, Python და Java ყველაზე პოპულარული ენების სათავეში შეგხვდებათ.
როგორ ავარჩიოთ პროგრამირების ენა QA-ის ოპტიმიზაციისთვის
ბლოგის ავტორი: ოლექსი ვოვკი. მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა dev.ua-ზე.
პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში რთული მრავალდონიანი პროექტები მოითხოვს არა მხოლოდ კონკრეტული ფუნქციონალების შემუშავებას, არამედ მისი მუშაობის საფუძვლიან შემოწმებასაც. ტესტირების ავტომატიზაცია საშუალებას იძლევა, მნიშვნელოვნად დაჩქარდეს შემოწმების პროცესი, გაზარდოს მისი სიზუსტე და ეფექტურობა, შეამციროს შეცდომების რისკი და შესაბამისად, საბოლოო შედეგისადმი კმაყოფილების დონე გაზარდოს.
ბლოგის ავტორი: ვოლოდიმირ შაიტანი. მასალა თავდაპირველად dev.ua-ზე გამოქვეყნდა.
ყველას მოგესალმებით, მე მქვია ვოლოდიმირ შაიტანი. ამ მასალის შექმნის მომენტში ფინტექ კომპანია Zoot-ში Technical Lead პოზიცია მეკავა და ზურგს დეველოპერობის დაახლოებით რვაწლიანი გამოცდილება მიმაგრებს.
ჩემს საზოგადოებაში გამოკითხვის შედეგად დავინახე, რომ ადამიანებს აინტერესებთ დეველოპერობის Junior და Middle საფეხურებს შორის სხვაობა.
ამიტომაც, როგორც ადამიანს, რომელმაც დიდი გზა გაიარა IT-ში Junior-დან Tech Lead-მდე, ასევე როგორც სპეციალისტს რომელიც ბევრ გასაუბრებას ატარებდა, მსურს ეს თემა უფრო გავშალო.
ყველა მაგალითი დაფუძნებული იქნება Frontend დეველოპმენტზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი დეველოპერისთვის ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება და საკუთარი თავისთვისაც გამოიყენებს.
BitCamp უკვე ოფიციალურად პროგრამირების სფეროში ბავშვების განვითარებაზე იზრუნებს და მათ სხვადასხვა სასწავლო კურსებით უზრუნველყოფს. BitCamp-ის თანადამფუძნებლის, ოთო ზაკალაშვილის თქმით, BitCamp Kids იწყება.