ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მშობელმა კომპანიამ Yandex $5 მილიარდად გაყიდა და რუსეთიდან გავიდა

მშობელმა კომპანიამ Yandex ინვესტორების კონსორციუმს $5 მილიარდად მიჰყიდა და ქვეყნიდან მთლიანად გავიდა. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას ახლა მთლიანად რუსეთის სახელმწიფო ფლობს. 

კომენტარის დატოვება

$5 მილიარდი კომპანიის საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლებია. 2021 წელს კომპანია $30 მილიარდზე მეტი ღირდა. 

Yandex მსხვილი რუსული კომპანიაა, მისი მთავარი პროდუქტი კი — საძიებო სისტემა. 

Yandex არაერთხელ დაადანაშაულეს უკრაინაში რუსეთის ომის შესახებ ინფორმაციების დამალვაში. 

ადანაშაულებდნენ რუსეთის საზოგადოებისგან უკრაინის ომის შესახებ ინფორმაციის დამალვაში. ასევე, მომხმარებლების ინფორმაციის უკანონოდ შეგროვებაში. 

ოფიციალური მოსკოვი მიესალმა გარიგებას, რომელზე მუშაობაც, კომპანიის თქმით, «18 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა». 

«ეს არის სწორედ ის, რისი მიღწევაც რამდენიმე წლის წინ გვინდოდა, როდესაც Yandex-ს საფრთხე ემუქრებოდა, რომ დასავლური IT გიგანტები ხელში ჩაიგდებდნენ. იანდექსი კომპანიაზე მეტია, ის მთლიანად რუსული საზოგადოების აქტივია». — თქვა ანტონ გორელკინმა, რუსეთის პარლამენტის საინფორმაციო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ — მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ქვეყანა არაერთმა კომპანიამ დატოვა, აქტივები კი არახელსაყრელ ფასად გაყიდა. 

Yandex-ის თანადამფუძნებელი, არკადი ვოლოჟი ერთ-ერთია რუსეთთან დაკავშირებულ იმ მცირერიცხოვან ბიზნესმენებს შორის, ვინც საჯაროდ აიმაღლა ხმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. 2022 წელს მან კომპანია დატოვა. 

ევროკავშირმა არკადი ვოლოჟი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა, ვინაიდან განაცხადა, რომ «Yandex პასუხისმგებელია საძიებო სისტემაში რუსული სამთავრობო მედიებისა და ნარატივების წინ წამოწევაში, ხოლო კრემლის მიმართ კრიტიკული მედიების ლინკების დამალვაში».

ახლა ვოლოჟი ევროკავშირს სთხოვს, მოუხსნას სანქციები. მისი განცხადებით, ის არასდროს ყოფილა ახლოს ვლადიმირ პუტინთან. 

შინაარსთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობის მოთხოვნების შესასრულებლად მის შინაარსთან დაკავშირებით, Yandex-მა თავისი ონლაინ რესურსების ნაწილი მიჰყიდა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად სოციალურ ქსელს, VK-ს 2022 წლის ბოლოს. 

მიუხედავად იმისა, რომ Yandex თავს ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად წარმოაჩენს, BBC Monitoring-ის 2022 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ამ სისტემაში შეუძლებელია, მოიძებნოს ინფორმაცია რუსეთის სისასტიკეზე უკრაინის ქალაქ ბუჩაში. 

რუსულ FSB-ს საქართველოში Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ექნება
რუსულ FSB-ს საქართველოში Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ექნება
თემის მიხედვით
რუსულ FSB-ს საქართველოში Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ექნება
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ილონ მასკს აქებს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს
თემის მიხედვით
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ილონ მასკს აქებს

ასევე წაიკითხეთ
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
Anonymous: ჩვენ გავთიშეთ „ქართული ოცნების" და POSTV-ის საიტები
ანონომური ჰაკერების საერთაშორისო მოძრაობა Anonymous აცხადებს, რომ მათ გამორთეს პროპაგანდისტული მედია POSTV-ის და მმართველი პარტია «ქართული ოცნების» ვებსაიტები. 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
მოსკოვის სასამართლომ Meta-ს პრეს-მდივანს დაუსწრებლად მიუსაჯა 6-წლიანი პატიმრობა 
დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
დავით კიზირია: რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის
ციფრული ტრანსფორმაციის ექსპერტი, დავით კიზირია ამბობს, რომ  რუსული კანონი ქვეყნისთვის სახიფათოა, მათ შორის, დამაზიანებელია სტარტაპ ეკოსისტემისთვის. 
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.