რუსულ FSB-ს საქართველოში Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე წვდომა ექნება
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს საქართველოში Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე 24-საათიანი წვდომა ექნება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს საქართველოში Yandex-ის მომხმარებლების მონაცემებზე 24-საათიანი წვდომა ექნება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
FBS-ს წვდომა ექნება Yandex-ის მომხმარებლების ინფორმაციაზე 20-ზე მეტ სხვა ქვეყანაში, მათ შორის: სომხეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანში, ისრაელში, ბელორუსში, ნორვეგიასა და ლიეტუვაში.
FSB-ს შეეძლება, აკონტროლოს გამოძახების მისამართი, დრო, მომხმარებლის ვინაობა და სხვა.
Yandex მომხმარებლების ინფორმაციას ახლაც აგროვებს, თუმცა, რუსულ უწყებას ამ დრომდე ამ მონაცემების კანონიერად მიღების უფლება არ ჰქონდა.
ამ ეტაპზე, Yandex აპლიკაციით სარგებლობისას თქვენ კომპანიას წვდომას აძლევთ:
Yandex-ს მიაქვს თქვენი ინფორმაცია ლაიქებსა და მოწონებებზე, იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც საძიებო სისტემაში ეძებთ, სხვა მომხმარებლებთან ურთიერთობის შესახებ მონაცემები,
ასევე:
ახალი რუსული კანონის ამოქმედების შემდეგ კომპანია ვალდებული იქნება, მომხმარებლების მონაცემები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს გადასცეს. ინფორმაცია Yandex-მა FSB-ს 10 დღის ვადაში უნდა მიაწოდოს, თუ «სასწრაფოა» — 3 დღის ვადაში.
შესაბამისი კანონი ძალაში ოფიციალურად 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა. რუსული მედიის თანახმად, შესაბამის განკარგულებას რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტი რუსეთის იურიდიული ინფორმაციის პორტალზეა გამოქვეყნებული.
მანამდე, 2022 წლის დეკემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ტაქსის ექსპლუატაციის შესახებ. დოკუმენტის თანახმად, მძღოლები და ტაქსის კომპანიები ვალდებულნი არიან, შეინახონ 6 თვის მონაცემები და ეს ინფორმაცია «სამართალდამცავი ორგანოების» მოთხოვნის შესაბამისად გასცენ.