ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!
გივი ცერაძემსოფლიო
9 აგვისტო 2023, 13:09
2023-08-09
iPhone 15-ის გამოსვლის წინ Apple აღიარებს, რომ სმარტფონების ინდუსტრია ნელდება
iPhone 15-ის გამოსვლის წინ, Apple-მა აღიარა ის, რაც უკვე დიდი ხანია ნათელია — ინდუსტრია სმარტფონის წარმოების შენელების წინაშე დგას. პარალელურად, Apple კიდევ ერთი M3 Mac-ის გამოცდას იწყებს — Apple ცდილობს, მრავალფეროვანი პროდუქტებით სტაბილურობა შეინარჩუნოს.
Apple Inc.-მა iPhone 15-ის წარდგენამდე ექვსი კვირით ადრე საბოლოოდ აღიარა მძიმე რეალობა — აშშ-ის სმარტფონების ბაზარი შენელებულია
3 აგვისტოს, Apple-მა გაამჟღავნა, რომ «სმარტფონების ბაზარი შეერთებულ შტატებში ბოლო ორი კვარტლის განმავლობაში იკლებს». ამ ინფორმაციამ კომპანიის აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია — Apple-მა ხუთ დღეში საბაზრო კაპიტალიზაციიდან $200 მილიარდი დაკარგა.
ეს შემდეგი iPhone-ისთვის გამოწვევაა. ამას ისიც ემატება, რომ კომპანიის თქმით, ახალი მოდელი, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი განახლებით გამოვა. როდესაც Apple სმარტფონების სისტემას მნიშვნელოვნად აახლებს — როგორც ეს iPhone 6-ის შემთხვევაში მოხდა 2014 წელს, iPhone X-ის — 2017 წელს და iPhone 12-ის — 2020 წელს — ახალი ფუნქციები საკუთარ თავს მარტივად ყიდიან. წინა შემთხვევებში, კომპანიამ განახლების ძირითადი ციკლები უფრო დიდი ეკრანების, განახლებული დიზაინის (X მოდელის შემთხვევაში ღილაკის (Home Button) გარეშე და 5G კავშირების შეთავაზებით დაიწყო.
ჩვეულებრივ, iPhone 15-ის ზარის ხმა მიმზიდველი იქნება. Pro მოდელს დახვეწილი ეკრანი ექნება, რომელიც უფრო კომფორტულია, ვიდრე უჟანგავი ფოლადის ამჟამინდელი დიზაინი. ამასთან ერთად, კომპანია მომხმარებლებს USB-C დატენვის პორტსა და ბევრად უფრო სწრაფ პროცესორს შესთავაზებს.
მაგრამ ახალი iPhone-ის გაყიდვის პერსპექტივა მხოლოდ ფუნქციებზე არ იქნება დამოკიდებული. Apple-ს მოუწევს, მეტი იმუშაოს იმისათვის, რომ მყიდველები დააინტერესოს და აიძულოს, ფული გადაიხადონ.
iPhone-ის გაყიდვები გასულ კვარტალში 2,4%-ით შემცირდა და 39.7 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიას სხვა შეფერხებებიც ჰქონდა — მათ შორის, პრობლემები ჩინეთში 2019 წლის დასაწყისში, Covid-თან დაკავშირებული პრობლემა 2020 წელს და მიწოდების ჯაჭვის პრობლემები 2022 წელს — მაგრამ iPhone, ჩვეულებრივ, გაყიდვების შემცირებას არ განიცდის.
Apple-მა შემოსავლის შემცირებაში ვალუტის კურსთან დაკავშირებული პრობლემები დაადანაშაულა, მაგრამ ასევე აღიარა, რომ ამერიკელი მყიდველები კომპანიის პროდუქტებზე იმდენს აღარ ხარჯავენ, როგორც ადრე. Apple-ს, დიდი ალბათობით, მეოთხე კვარტალური გაყიდვების შემცირება ელოდება, რაც 2001 წლის შემდეგ არ მომხდარა.
ეს რთული ფონია iPhone 15-ისთვის, რომელიც, გაყიდვაში დაახლოებით 22 სექტემბერს ჩაეშვება — 12 სექტემბერს დაგეგმილი პრეზენტაციის შემდეგ.
ერთი რამ Apple-ის სასარგებლოდაც არის: ამ სეზონს 2022 წლის ამავე მონაკვეთთან შედარებით უკეთესი შედეგები ექნება. გასულ წელს, ჩინეთში, Foxconn Technology Group-ის ქარხნებში პანდემიის გამო წარმოება შეჩერდა. ამან სეზონის განმავლობაში iPhone-ის პერფორმანსი შეანელა.
ასე რომ, iPhone 15-ს წლის განმავლობაში ჯანსაღი ზრდის ჩვენება არ უნდა გაუჭირდეს (თუ ვივარაუდებთ, რომ მას წარმოების პრობლემები არ შეექმნება). თუ Apple ამას ვერ მოახერებს, მაშინ სმარტფონის შენელებას შეიძლება იმაზე უარესი შედეგები ჰქონდეს, ვიდრე კომპანია ელოდება.