ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

მონაწილეების I-მა ნაკადმა Founder Institute-ის აქსელერაციის პროგრამა დაასრულა

Founder Institute Georgia-ს აქსელერაციის პროგრამა მონაწილეების პირველმა ნაკადმა დაასრულა. დასრულების ცერემონია თბილისში 1 მარტს გაიმართა. 

კომენტარის დატოვება

აქსელერაციის პროგრამა პირველმა 8 სტარტაპმა დაასრულა.

14-კვირიანი ინტენსიური პროგრამის შემდეგ, დემო დღეს, 8 დამფუძნებელმა თავიანთი სტარტაპები წარმოადგინეს და დამსწრეებს მიღწეული პროგრესი გაუზიარეს:

  • დიმიტრი როინიშვილი, StudyDrome-ის დამფუძნებელი. დიმიტრიმ წარადგინა ExamJet, სტუდენტთა ტესტირების სისტემა უნივერსიტეტების, კოლეჯებისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.  

  • გიორგი ურუშაძე, tasteit-ის დამფუძნებელი. tasteit ინოვაციური პლატფორმაა, რომელსაც გაცნობის აპლიკაციების მუშაობაში სიახლე შემოაქვს: ადამიანების დასაკავშირებელ მედიუმად საკვებს იყენებს.  

  • ლაშა კვარაცხელია, Seaty-ის დამფუძნებელი. Seaty აპლიკაციაა, რომელიც მომხმარებლებს თავიანთი შემდეგი გასტრონომიული დანიშნულების ადგილის პოვნაში ეხმარება. 

  • გიორგი ვადაჭკორია, Forma Healthy-ის დამფუძნებელი. Forma Healthy მომხმარებელს მათზე ინდივიდუალურად მორგებულ კვების რაციონს სთავაზობს.

  • თამარ ბობოხიძე, Alerta Georgia-ის დამფუძნებელი. სტარტაპი მუშაობს ისეთი SOS ღილაკის შექმნაზე, რომლის შენიღბულად ტარება აქსესუარის სახით შეიძლება და რომელზე დაჭერის შემთხვევაშიც, შეტყობინება პოლიციას გაეგზავნება. 

  • შორენა ლაბაძე, Do Now-ის დამფუძნებელი. ეს არის პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს კარიერასთან და პროფესიასთან დაკავშირებულ, ასევე პერსონალური განვითარების კონსულტაციებს, ტრენინგ და ნეთვორქინგ სესიებს სთავაზობს. 

  • დავით გურჩიანი, Hey Stay!-ის დამფუძნებელი. პლატფორმა ბიუჯეტურ სასტუმროებს ეხმარება, გაზარდონ დატვირთულობის მაჩვენებელი.  

  • მირანდა ნამიჭეიშვილი, Virtual Story-ის დამფუძნებელი. ეს არის სტარტაპი, რომელიც წიგნებისა და ვიდეოთამაშების ჰიბრიდებს ქმნის, რათა კითხვა უფრო ინტერაქტიური და მიმზიდველი გახადონ.

ღონისძიებას დაესწრნენ ანგელოზი ინვესტორები [ანგელოზი ინვესტორები არიან ინვესტორები, რომლებიც ადრეული განვითარების სტარტაპებს კომპანიის მცირე წილის (10-25%) სანაცვლოდ აფინანსებენ], ასევე, ვენჩურული კაპიტალის ფონდების წარმომადგენლები და განვითარების საწყის ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების დაფინანსებით დაინტერესებული სხვა ინვესტორები.

პროგრამის დასრულება ხანგრძლივი მოგზაურობის მხოლოდ დასაწყისია. Founder Institute-ის კურსდამთავრებულები იღებენ წვდომას კიდევ უფრო რთულ აქსელერაციის პროგრამებზე, ასევე მხარდაჭერას სილიკონ ველის გუნდისგან, ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს პარტნიორებისგან და სხვა უამრავ შესაძლებლობას შემდეგ წლებში თავიანთი ბიზნესების კიდევ უფრო განსავითარებლად. 

«Founder Institute-ის პროგრამაში მოხვედრა რთულია და სწავლა — ინტენსიური. დამფუძნებლების მხოლოდ, დაახლოებით, 40% ასრულებს პროგრამას წარმატებით და მოუთმენლად ველი მათ შემდეგნაბიჯებს: ინვესტიციების მოზიდვას, მორიგ წარმატებებსა და გზის გაგრძელებას Founder Lab-ში, ჩვენს კიდევ უფრო რთულ აქსელერაციის პროგრამაში, ან ჩვენს რომელიმე მსოფლიო კლასის აქსელერატორში, როგორებიცაა 500, YC, ან Techstars». — განაცხადა ჰაიკ ასრიანცმა, საქართველოში Founder Institute-ის წარმომადგენლობის დირექტორმა. 

Founder Institute-ის შესახებ

Founder Institute მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქსელია, რომელიც იდეებს აქცევს სტარტაპებად და სტარტაპებს — გლობალურ ბიზნესებად. 2009 წლის შემდეგ, ინსტიტუტის სტრუქტურირებული აქსელერაციის პროგრამები 6,000-ზე მეტ მეწარმეს დაეხმარა, ჯამურად 1.75 მილიარდი დოლარი მოეზიდათ. Founder Institute სილიკონ ველიში მდებარეობს და წარმომადგენლობა 95 ქვეყანაში აქვს. Მისი მისიაა, დაეხმაროს ნიჭიერ და მოტივირებულ ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნაში.

dev.ge-მ ვაკანსიების სერვისი გაუშვა: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები ჩვენთან და მიიღეთ გამოხმაურებები!

როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში
თემის მიხედვით
როგორ ეხმარება სტარტაპ ბიურო ქართულ ბიზნესს განვითარებაში

ასევე წაიკითხეთ
GITA-ს მხარდაჭერითა და StrategEast-ის ორგანიზებით,  საქართველოში Microsoft for Startups ღონისძიება გაიმართება

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოებაზე რეგისტრაცია დაიწყო
2024 წლის 28 მაისს, თბილისში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარაპ დაჯილდოება გაიმართება — რეგისტრაცია დღეიდან ღიაა, როგორც საკუთარი თავის კანდიდატურის წარდგენისთვის, ასევე, სხვების ნომინირებისთვის.
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
ირაკლი კობახიძე: ინოვაციურის სტატუსის მქონე სტარტაპებს 3 წლით გადასახადები გაუნულდებათ
საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდებათ. ეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილეზე თქვა. 
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტის, Biliki.AI-ის ფუნქციონალი განახლდა
მოგზაურობის ვირტუალური ასისტენტი, Biliki.AI მომხმარებლებს განახლებულ ფუნქციონალს სთავაზობს — უფრო სწრაფი და ჭკვიანი სამოგზაურო რეკომენდაციებით ტურის დაგეგმვის სიჩქარე 5 წამამდე შემცირდა.
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.