Microsoft ორ პროდუქტს, Teams-სა and Office-ს ერთმენათისგან გლობალურად გამოყოფს
Microsoft-მა განაცხადა, რომ ბიზნეს შეტყობინებებისა და ვიდეო აპის პლატფორმას, Teams-ს საკუთარი Office პროგრამული უზრუნველყოფისგან გლობალურად გამოყოფს.
Microsoft-მა განაცხადა, რომ ბიზნეს შეტყობინებებისა და ვიდეო აპის პლატფორმას, Teams-ს საკუთარი Office პროგრამული უზრუნველყოფისგან გლობალურად გამოყოფს.
კომპანიამ ეს ორი პროდუქტი ევროპაში ერთმანეთისგან გასულ წელს გაყო, რადგან კონკურენციის დარღვევისთვის ჯარიმა დაემუქრა.
Teams Office-ს 2017 წელს დაემატა. ევროკომისია ამ ნაბიჯს კონკურენტი პლატფორმის, Slack-ის საჩივრის შემდეგ იძიებს.
Microsoft-ის სპიკერმა BBC-ის განუცხადა, რომ ეს ნაბიჯი მომხმარებლებისთვის სიცხადის უზრუნველსაყოფად გადაიდგა.
Microsoft-მა ბლოგპოსტში განაცხადა, რომ Teams Standalone ახალი მომხმარებლებისთვის $5.25 (£4.20) ეღირება.
გაურკვეველია, იქნება თუ არა საკმარისი კომპანიის ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ჯარიმების თავიდან ასაცილებლად.
გასული ათწლეულის განმავლობაში, Microsoft-მა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური ჯარიმებით, რომელიც ორი ან მეტი პროდუქტის ერთმანეთთან დაკავშირებისთვის დაეკისრათ, 2,2 მილიარდი ევრო გადაიხადა.
თუ ანტიმონოპოლიური დარღვევების ბრალდება ოფიციალურად დადასტურდება, Microsoft-ს სავარაუდოდ თავისი გლობალური წლიური ბრუნვის 10%-ის გადახდა მოუწევს.
Sensor Tower-ის თანახმად, მას შემდეგ, რაც Teams-ი Microsoft 365-სა და Office Suites-ს ევროპაში გასულ ოქტომბერში დაშორდა, პლატფორმამ მომხმარებლის ბაზის ზომაში მცირე ცვლილება განიცადა.
Reuters-ზე დაყრდნობით, Microsoft Teams-ის მობილური აპლიკაციის ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 2024 წლის პირველ სამ თვეში წინა კვარტალთან შედარებით უცვლელი დარჩა.