ჩვენ ვაკანსიების სერვისი გავუშვით: გამოაქვეყნეთ ვაკანსიები და მიიღეთ უკუკავშირი!

Microsoft-ის ხელმძღვანელების მეილები რუსეთთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა გატეხეს

Microsoft-ის ხელმძღვანელების Email-ები რუსულ დაზვერვასთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა გატეხეს. ამის შესახებ თავად კომპანიამ განაცხადა. 

კომენტარის დატოვება

Microsoft-ის განცხადებით, გატეხილია კომპანიის იურიდიული ჯგუფის წევრების ელექტრონული ფოსტაც.

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური 2020 წელს აშშ-მა კომპანია SolarWinds-ის წინააღმდეგ ჰაკერულ კამპანიაში დაადანაშაულა. ეს შემთხვევა დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ კიბერ-შპიონაჟად, რომელიც ამერიკული კომპანიების წინააღმდეგ განხორციელდა. 

Microsoft-მა განაცხადა, რომ 2023 წლის ნოემბერში რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კიბერ-იერიში მიიტანეს ერთ-ერთ კონკრეტულ ანგარიშზე და მოიპოვეს მასზე წვდომა, შემდეგ კი ის გამოიყენეს Microsoft-ის სხვა თანამშრომლების იმეილებზე წვდომისა და მათი ფაილების ჩამოტვირთვისთვის. კომპანიის თქმით, გაუგებარია, რატომ მისცა ამ ერთმა ანგარიშმა ჰაკერებს ასეთი წვდომა. 

Microsoft ამბობს, რომ ჰაკერული თავდასხმა გასულ კვირას შეამჩნიეს. კომპანიაში ფიქრობენ, რომ მომხმარებლები არ დაზარალებულან, ხოლო მათი პროდუქტები — არ დაზიანებულა. 

«ჩვენ ინფორმაციას მივაწოდებთ იმ თანამშრომლებს, რომლების ელექტრონულ ფოსტაზეც ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს. ეს კიბერთავდასხმა ხაზს უსვამს მუდმივ საფრთხეს, რომელიც ყველას კომპანიას ემუქრება აქტორისგან, რომელიც ეროვნულ სახელმწიფო საფრთხეს წარმოადგენს და ამასთან, კარგად აღჭურვილია». — ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში. 

Microsoft ტექნოლოგიით არაერთი დასავლური სახელმწიფოს მთავრობას უზრუნველყოფს, ამიტომაც, მუდმივად არის ჰაკერების სამიზნე. 2023 წელს ჩინელმა კიბერდამნაშავეებმა შეაღწიეს Microsoft-ის სისტემებში და მოიპოვეს წვდომა აშშ-ის ვაჭრობის მმდივნის, ჯინა დაიმონდოს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების იმეილებზე. 

რუსულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 

ასევე წაიკითხეთ
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Truecaller და Microsoft მომხმარებლებს ზარებზე პასუხის გასაცემად AI ხმის შექმნის ნებას მისცემს
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft-მა ​თავისი ღრუბლოვანი სერვისებიდან რუსული კომპანიების გათიშვა დაიწყო
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
Microsoft: 4-დან 3 ადამიანი მუშაობისას AI-ს იყენებს
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე Microsoft-ისა და Google-ის აქციების ფასები იზრდება
განხილვა
კომენტარები ჯერ არაა.